დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2005 წლის 31 იანვრის №3/4 ბრძანებით დამტკიცებულ “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულებაში" ცვლილებების შეტანის შესახებ" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3/134 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/03/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 48, 07/04/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 20/03/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.22.028.008.403 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.028.008.403
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის
ბრძანება №3/134
2006 წლის 30 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2005 წლის 13 იანვრის №3/4 ბრძანებით დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულებაში“ ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 4 ოქტომბრის №818 ბრძანებულების შესაბამისად:
1. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2005 წლის 13 იანვრის №3/4 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულებაში“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე III, 17.01.05, №5; მუხ. 54) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დებულების პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. საქართველოს ეროვნული მუზეუმი შექმნილია შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის, ს. ჯანაშიას სახელობის ისტორიის სახელმწიფო მუზეუმის, გ. ჩიტაიას სახელობის საქართველოს ხუროთმოძღვრებისა და ყოფის სახელმწიფო მუზეუმის, ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის სახელმწიფო მუზეუმის, ო. ლორთქიფანიძის სახელობის ვანის მუზეუმ-ნაკრძალისა და დმანისის მუზეუმ-ნაკრძალის ბაზაზე და წარმოადგენს მათ ერთობლიობას.“;
ბ) დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მუზეუმის გენარალურ დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი.“.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. გაბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები