დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 8 ნოემბრის №1-1/588 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/500 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/12/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/12/2024 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310000000.22.024.016890 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 8 ნოემბრის №1-1/588 ბრძანებით (ვებგვერდი, 14/11/2016, 310000000.22.024.016471) დამტკიცებულ „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიუროს დებულებაში“ (შემდგომში – დებულება) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სატრანსპორტო უსაფრთხოების მოკვლევის ბიუროს დებულება“. 2. დებულების პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მოკვლევის ბიურო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საკანონმდებლო აქტების, საქართველოს საჰაერო კოდექსის, საქართველოს საზღვაო კოდექსის, საქართველოს სარკინიგზო კოდექსის, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტების, წინამდებარე დებულებისა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.“ ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის სფეროში მოკვლევის ბიუროს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:“ ა) განახორციელოს იმ სამოქალაქო საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევა, რომელთაც ადგილი ჰქონდათ საქართველოს ტერიტორიაზე, მონაწილეობა მიიღოს როგორც დაინტერესებული ქვეყნის წარმომადგენელმა იმ საზღვაო შემთხვევებისა და სერიოზული ინციდენტების მოკვლევაში, რომელთაც ადგილი ჰქონდათ საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებულ გემებზე სხვა ქვეყანაში და დაზარალდა და/ან დაიღუპა საქართველოს მოქალაქე(ები); ბ) საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის სფეროში მომხდარი ინციდენტისა და შემთხვევის მოკვლევისას ყოველმხრივ შეისწავლოს მისი თანამდევი გარემოებები, დაადგინოს გამომწვევი მიზეზები და შედეგები, შეაფასოს მასში მონაწილე პირთა ქმედებები, შეიმუშაოს პრევენციული ღონისძიებები საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციისა და ევროკავშირის შესაბამისი რეზოლუციებისა და დირექტივების შესაბამისად; გ) აცნობოს საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის სფეროში მომხდარ შემთხვევასა და/ან სერიოზულ ინციდენტში მონაწილე ქვეყნების საზღვაო უფლებამოსილ ორგანოებს და საზღვაო საერთაშორისო ორგანიზაციებს იმ შემთხვევებისა და სერიოზული ინციდენტების შესახებ, რომელთაც ადგილი ჰქონდათ საქართველოს ტერიტორიაზე და ასევე მათთან დაკავშირებული მოკვლევის დაწყების შესახებ. ასევე მოკვლევაში მონაწილეობის უფლების მქონე ქვეყნების თხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს მათი წარმომადგენლების მოკვლევაში მონაწილეობა; დ) უზრუნველყოს მუდმივი 24-საათიანი მზადყოფნა საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების შემთხვევებისა და ინციდენტების ადგილზე დაუყოვნებლივ გასამგზავრებლად; ე) მოამზადოს საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის სფეროში მომხდარი შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის საბოლოო ანგარიში (დასკვნა), ასევე მონაწილეობა მიიღოს წინადადებების და უსაფრთხოების რეკომენდაციების მომზადებაში, მსგავსი შემთხვევებისა და ინციდენტების მომავალში თავიდან აცილების მიზნით; ვ) წერილობით მიაწოდოს საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის სფეროში მომხდარი შემთხვევებისა და ინციდენტების პრევენციის მიზნით შემუშავებული უსაფრთხოების რეკომენდაციები სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, საქართველოს გემების და შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებულ ექსპლუატანტებს, მფლობელებს და აღრიცხოს ბიუროს მიერ გამოცემულ უსაფრთხოების რეკომენდაციებზე მიღებული პასუხები; ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ითანამშრომლოს როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან და/ან სხვა ქვეყნების ორგანიზაციებთან, რომლებიც ახორციელებენ საზღვაო და/ან შიდა სახმელეთო წყლების სფეროში მომხდარი შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევას და/ან საზღვაო ხომალდის ბორტზე განთავსებულ ან სხვა ობიექტური კონტროლის თვითჩამწერი მოწყობილობის გაშიფვრას; თ) აწარმოოს აღრიცხვა, ინფორმაციის შენახვა და სტატისტიკა როგორც საქართველოს ტერიტორიაზე საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის სფეროში მომხდარი შემთხვევებისა და ინციდენტებისა, ასევე საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული გემებზე სხვა სახელმწიფოში მომხდარ საზღვაო შემთხვევებსა და სერიოზულ ინციდენტებზე; ი) განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის სფეროში მომხდარი შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევაში ჩართოს სხვა ექსპერტები, ასევე, მოკვლევის ინტერესებიდან გამომდინარე მოითხოვოს და მიიღოს საჯარო და ფიზიკური პირებისაგან საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია; კ) თანამდებობრივი ვალდებულებების შესრულებისას ისარგებლოს საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის საწარმოებისა თუ სხვა ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე თავისუფალი დაშვებით; ლ) საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლებში მომხდარი შემთხვევისას ისარგებლოს დაუბრკოლებელი დაშვებით საქართველოს ნებისმიერ ტერიტორიაზე, სადაც ის მოხდა ან განთავსებულია საზღვაო ხომალდის ან შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალების ნამსხვრევები და განახორციელოს მოკვლევისათვის საჭირო ნებისმიერი ქმედება; მ) მიმართოს შესაბამის ორგანოებს საზღვაო და შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის სფეროში მომხდარი შემთხვევის ან ინციდენტის მოკვლევასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის მასალის გამოთხოვაზე; ნ) მიიღოს მონაწილეობა საზღვაო ნაოსნობის ან/და შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის სფეროს უსაფრთხოების საკითხებზე გამართულ საერთაშორისო თათბირებში, სწავლებებსა და კონფერენციებში;“ ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს მე-3 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში მოკვლევის ბიუროს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) განახორციელოს იმ სერიოზული სარკინიგზო შემთხვევების და საჭიროების შემთხვევაში იმ სარკინიგზო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევა, რომელთაც ადგილი ჰქონდათ საქართველოს ტერიტორიაზე. ბ) სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში მომხდარი შემთხვევისა და ინციდენტის მოკვლევისას ყოველმხრივ შეისწავლოს მისი თანამდევი გარემოებები, დაადგინოს გამომწვევი მიზეზები და შედეგები, შეაფასოს მასში მონაწილე პირთა ქმედებები, შეიმუშაოს პრევენციული ღონისძიებები საერთაშორისო სარკინიგზო ორგანიზაციისა და ევროკავშირის შესაბამისი რეზოლუციებისა და დირექტივების შესაბამისად; გ) სარკინიგზო შემთხვევის ან სერიოზული სარკინიგზო შემთხვევის დადგომისას, ასევე მათთან დაკავშირებული მოკვლევის დაწყების შესახებ, აცნობოს სარკინიგზო ტრანსპორტის რეგისტრაციის, ექსპლუატანტის, დამპროექტებლის ან დამზადების სახელმწიფოებს, ხოლო მოკვლევაში მონაწილეობის უფლების მქონე ქვეყნების თხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს მათი წარმომადგენლების მოკვლევაში მონაწილეობა; დ) უზრუნველყოს მუდმივი 24-საათიანი მზადყოფნა სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში მომხდარი შემთხვევებისა და სერიოზული ინციდენტების ადგილზე დაუყოვნებლივ გასამგზავრებლად; ე) მოამზადოს სარკინიგზო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის საბოლოო ანგარიში (დასკვნა), ასევე მონაწილეობა მიიღოს წინადადებების და უსაფრთხოების რეკომენდაციების მომზადებაში, მსგავსი სარკინიგზო შემთხვევებისა და ინციდენტების მომავალში თავიდან აცილების მიზნით; ვ) წერილობით მიაწოდოს სარკინიგზო შემთხვევებისა და ინციდენტების პრევენციის მიზნით შემუშავებული უსაფრთხოების რეკომენდაციები სსიპ − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს და რეკომენდაციების სპეციფიკიდან გამომდინარე, − სხვა ორგანოს, უწყებას ან იურიდიულ პირს, აღრიცხოს ბიუროს მიერ გამოცემულ უსაფრთხოების რეკომენდაციებზე მიღებული პასუხები; ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოოს ყოველწლიური ანგარიშგება, ითანამშრომლოს საერთაშორისო სარკინიგზო ორგანიზაციასთან, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და უცხო სახელმწიფოთა შესაბამის დაწესებულებებთან, მონაწილეობა მიიღოს სხვა სახელმწიფოთა სარკინიგზო დაწესებულებებთან შეთანხმებების დადებაში; თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ითანამშრომლოს როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან და/ან სხვა ქვეყნების ორგანიზაციებთან, რომლებიც ახორციელებენ სარკინიგზო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევას და/ან სარკინიგზო ტრანსპორტზე განთავსებულ ან სხვა ობიექტური კონტროლის თვითჩამწერი მოწყობილობის გაშიფვრას; ი) აწარმოოს მომხდარი სარკინიგზო შემთხვევების და ინციდენტების აღრიცხვა, ინფორმაციის შენახვა და სტატისტიკა. კ) განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად სარკინიგზო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევაში ჩართოს სხვა ექსპერტები, ასევე მოკვლევის ინტერესებიდან გამომდინარე მოითხოვოს და მიიღოს იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია; ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს საკანონმდებლო, ასევე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ბაზის შემუშავებაში და მიაწოდოს საკუთარი მოსაზრებები სხვა უწყებების მიერ მომზადებულ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებთან დაკავშირებით; მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო სტანდარტებისა და რეკომენდირებული პრაქტიკის შესაბამისად შეიმუშაოს მოკვლევის სახელმძღვანელო და პროცედურები; ნ) თანამდებობრივი ვალდებულებების შესრულებისას ისარგებლოს საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული სარკინიგზო საწარმოებისა თუ ინფრასტრუქტურის მენეჯერების ობიექტებზე თავისუფალი დაშვებით; ო) სარკინიგზო შემთხვევისას ისარგებლოს დაუბრკოლებელი დაშვებით საქართველოს ნებისმიერ ტერიტორიაზე, სადაც ის მოხდა ან განთავსებულია სარკინიგზო ტრანსპორტის ნამსხვრევები და განახორციელოს მოკვლევისათვის საჭირო ნებისმიერი ქმედება; პ) მიმართოს შესაბამის ორგანოებს სარკინიგზო შემთხვევის ან ინციდენტის მოკვლევასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის მასალის გამოთხოვაზე; ჟ) მიიღოს მონაწილეობა სარკინიგზო ტრანსპორტის უსაფრთხოების საკითხებზე გამართულ საერთაშორისო თათბირებში, სწავლებებსა და კონფერენციებში; რ) თანამდებობრივი ვალდებულებების შესრულებისას ისარგებლოს სამინისტროს ტრანსპორტითა და კომუნიკაციის საშუალებებით მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები