დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„გორის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 22 დეკემბრის №50 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 30 |
დოკუმენტის მიმღები | გორის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 31/12/2024 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/12/2024 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2025 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.148.016817 |
|
„გორის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 22 დეკემბრის №50 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა.“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
„გორის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 22 დეკემბრის №50 დადგენილებით (www.matsne.gov.ge 25/12/2023; 190020020.35.148.016781) დამტკიცებული №1 დანართი შეიცვალოს შესაბამისად ახალი №1 დანართით. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
გორის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტი |
თავი I
გორის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის ძირითადი მაჩვენებლები მუხლი 1. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით: (ათას ლარში)
მუხლი 2. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით: (ათას ლარში)
მუხლი 3. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 101 643,9 ათასი ლარის ოდენობით: (ათას ლარში)
მუხლი 4. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 66 890,9 ათასი ლარის ოდენობით: (ათას ლარში)
მუხლი 5. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 23 650,9 ათასი ლარის ოდენობით: (ათას ლარებში)
მუხლი 6. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 11 102,1 ათასი ლარის ოდენობით: (ათას ლარში)
მუხლი 7. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 71 023,7 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: (ათას ლარში)
მუხლი 8. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 36 839,2 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 39 002,2 ათასი ლარის ოდენობით თანდართული რედაქციით: (ათას ლარში)
ბ) განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 2 163,0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: (ათას ლარში)
მუხლი 9. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით: (ათას ლარში)
მუხლი 10. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო თანდართული რედაქციით: (ათას ლარში)
მუხლი 11. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 1. განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება -8 568.9ათასი ლარის ოდენობით. 2. განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 8 568.9 ათასი ლარის ოდენობით. (ათას ლარში)
ფინანსური აქტივების კლება 8 568,9 ათასი ლარის ოდენობით წარმოადგენს მუნიციპალიტეტის სახაზინო არნგარიშზე არსებულ თავისუფალ ნაშთს, რომლის გამოყენებაც მოხდება 2024 წლის განმავლობაში. მუხლი 12. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება -2 350,0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: (ათას ლარში)
ვალდებულების ცვლილება წარმოადგენს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 2016-2020 წლებში მიღებული სესხის ძირითადი თანხის დაფარვას. 2024 წლის 01 იანვრის მდგომარეობით დასაფარი სესხის ოდენობა შეადგენს 12 117,1 ათ. ლარს. აქედან 2024 წლის განმავლობაში დაფარვა განხორციელდება 2 350,0 ათ. ლარის ოდენობით. მუხლი 13. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები, პროგრამები, ქვეპროგრამები ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების აღწერა, მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 14. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით: (ათას ლარში)
თავი II გორის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის მარეგულირებელი ნორმები მუხლი 15. გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 43,8 ათასი ლარის ოდენობით, რომელსაც განკარგავს გორის მუნიციპალიტეტის მერი საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის საფუძველზე. მუხლი 16. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 2 647,5 ათასი ლარი მიიმართოს: ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 318,9 ათასი ლარი; ბ) ცელიაკიით, ფენილკეტონურიით დაავადებული ადამიანების და აუტიზმის სპექტრის მქონე (0-დან 18 წლამდე) ბავშვების სარეაბილიტაციო საჭიროებების დაფინანსება/თანადაფინანსებისთვის - 6,0 ათასი ლარი; გ) მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურებისთვის - 40,0 ათასი ლარი; დ) რეინტეგრაციაში მყოფი ბავშვების თანადაფინანსებით უზრუნველყოფისთვის - 14,0 ათასი ლარი. ე) ტანისა და თეძმის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის დაფინანსებაზე - 320,0 ათ. ლარი. ვ) საჯარო სკოლების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება და მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფისთვის - 1 948,6 ათასი ლარი. 2. „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“-ს 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. მუხლი 17. მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 18. თანადაფინანსების პროგრამების უზრუნველყოფა ინფრასტრუქტურული პროექტების, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების, განათლების ხელშეწყობის, სპორტული ღონისძიებების და კულტურული ღონისძიებების ხელშეწყობის თანადაფინანსების პროგრამებისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. მუხლი 19. ბიუჯეტის ასიგნების გადანაწილება და ცვლილებები ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ასიგნების გადანაწილება და ცვლილებები პროგრამულ კლასიფიკაციაში განხორციელდება „გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების, მხარჯავი დაწესებულებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 08 დეკემბრის №30 დადგენილების შესაბამისად.
|
დოკუმენტის კომენტარები