დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა და სავალდებულო სამხედრიო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური დაცვის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 2 თებერვლის №116 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 426 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 29/03/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 50, 12/04/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280.120.000.22.034.008.401 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 280.120.000.22.034.008.401
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №426
2006 წლის 29 მარტი
ქ. თბილისი
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა და სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური დაცვის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 2 თებერვლის №116 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 47-ე მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა” და „ნ” ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა და სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური დაცვის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ” 2006 წლის 2 თებერვლის №116 ბრძანებაში (სსმ III, 03.02.2006 წ,, №14, მუხ. 180) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული №14, №15 დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს 2006 წლის 1 მარტიდან
ი. მერაბიშვილი
დანართი №14
ქ. თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველო
| თანამდებობა | დანამატი (ლარი) |
| მთავარი სამმართველოს უფროსი | 40 |
| მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე | 40 |
| სამმართველოს უფროსი | 40 |
| სამმართველოს უფროსის მოადგილე | 40 |
| განყოფილების უფროსი | 40 |
| განყოფილების უფროსის მოადგილე | 40 |
| ქვეგანყოფილების უფროსი, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი | 40 |
| უფროსი ინსპექტორი, უბნის უფროსი ინსპექტორი, მთავარი სპეციალისტი | 40 |
| ინსპექტორი, უბნის ინსპექტორი, წამყვანი სპეციალისტი | 40 |
დანართი №15
ტერიტორიული ორგანოები (ქ.თბილისის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს გარდა)
| თანამდებობა | დანამატი (ლარი) |
| განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი | 20 |
| უფროსი გამომძიებელი | 20 |
| გამომძიებელი | 20 |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები