„სამედიცინო ჩარევების კლასიფიკაციისა და ამბულატორიული სერვისის მიმწოდებლების მინიმალური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 19 ივნისის №01-25/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 45/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 31/12/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.017160
45/ნ
31/12/2024
ვებგვერდი, 31/12/2024
470230000.22.035.017160
„სამედიცინო ჩარევების კლასიფიკაციისა და ამბულატორიული სერვისის მიმწოდებლების მინიმალური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 19 ივნისის №01-25/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №45/ნ

2024 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

„სამედიცინო ჩარევების კლასიფიკაციისა და ამბულატორიული სერვისის მიმწოდებლების მინიმალური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 19 ივნისის №01-25/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სამედიცინო ჩარევების კლასიფიკაციისა და ამბულატორიული სერვისის მიმწოდებლების მინიმალური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 19 ივნისის №01-25/ნ ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 20/06/2013; 470230000.22.035.016210) დამტკიცებული №1 დანართის (ამბულატორიული სერვისის მიმწოდებლების მინიმალური მოთხოვნები) მე-4 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. პირველადი ჯანდაცვის გუნდის სამედიცინო პერსონალი უწყვეტი პროფესიული განვითარების ფარგლებში უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) ექიმებისთვის (სპეციალობებში: „საოჯახო  მედიცინა“, „პედიატრია“, „შინაგანი მედიცინა“) – უნდა მონაწილეობდეს უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამებში საოჯახო მედიცინის კომპეტენციებით გათვალისწინებული მიმართულებებით და 2025 წლის 1 იანვრისთვის (და შემდეგ ყოველწლიურად) მოიპოვოს 30 უსგ ქულა. ამასთან,  შესაბამისი ქულები მოპოვებული უნდა იყოს განსხვავებულ პროგრამებში მონაწილეობისთვის.

შენიშვნა: 2024 წელს მოპოვებული ქულების შეფასება განხორციელდება 2025 წლის 1 აპრილიდან. 2025 წლის 1 აპრილამდე შესაძლებელია 2024 წელს მოსაპოვებელი ქულების შევსებაც, თუმცა აღნიშნული ქულები არ იქნება ჩათვლილი 2025 წელს მოსაპოვებელი ქულების ჯამურ რაოდენობაში;

ბ) ექთნებისთვის – უნდა მონაწილეობდეს უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამებში „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;

გ) პირველადი ჯანდაცვის გუნდის ექიმებსა (სპეციალობებში: „საოჯახო  მედიცინა“, „პედიატრია“, „შინაგანი მედიცინა“) და ექთნებს უნდა ჰქონდეთ გავლილი გულ-ფილტვის რეანიმაციის კურსი 3 წელიწადში ერთხელ (შეფასდეს 2027 წლის 1 იანვრიდან).“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან. 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიმიხეილ სარჯველაძე