„სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებების საერთაშორისო აკრედიტაციის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2023 წლის 26 იანვრის №4/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებების საერთაშორისო აკრედიტაციის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2023 წლის 26 იანვრის №4/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 46/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 31/12/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.017161
46/ნ
31/12/2024
ვებგვერდი, 31/12/2024
470230000.22.035.017161
„სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებების საერთაშორისო აკრედიტაციის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2023 წლის 26 იანვრის №4/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №46/ნ

2024 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებების საერთაშორისო აკრედიტაციის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2023 წლის 26 იანვრის №4/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებების საერთაშორისო აკრედიტაციის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2023 წლის 26 იანვრის №4/ნ ბრძანებაში (ვებგვერდი, 26/01/2023; 470230000.22.035.017027) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 

1. პირველი მუხლის:
ა) პირველ პუნქტ პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებული „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ (დანართი №1) მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებლად განისაზღვროს დაწესებულება, რომელსაც მოპოვებული ექნება საერთაშორისო აკრედიტაცია, შემდეგი წესის მიხედვით:“;

ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ლაბორატორიული მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებებისთვის, მათ შორის სამედიცინო დაწესებულებების ლაბორატორიებისთვის სავალდებულოა ISO15189 სტანდარტთან შესაბამისობის დამადასტურებელი მოწმობის მოპოვება. აღნიშნული ვალდებულება არ ვრცელდება საერთაშორისო აკრედიტაციის სერტიფიკატის მქონე სამედიცინო დაწესებულებებსა და ლაბორატორიებზე.

5. აკრედიტაციის/ISO სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასების განმახორციელებელი ორგანიზაციის ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ჩამონათვალიდან ან ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შერჩევის შემთხვევაში, სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია, შეტყობინება გაუგზავნოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომ  სამინისტრო), აკრედიტაციის პროცესის დაწყებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში.“.

 

2. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2

1. სტაციონარულ პირობებში განსახორციელებელი მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულება ვალდებულია საერთაშორისო აკრედიტაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასლი) სამინისტროს წარუდგინოს 2025 წლის 1 მაისამდე.

2. ამბულატორიული/დღის სტაციონარის პირობებში განსახორციელებელი მომსახურების, აგრეთვე, ლაბორატორიული მომსახურების მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია საერთაშორისო აკრედიტაციის/ISO სერტიფიცირების დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასლი) სამინისტროს წარუდგინოს არაუგვიანეს 2025 წლის 31 დეკემბრისა.

3. „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი უფლებამოსილია, სამედიცინო სერვისზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ან სხვა საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, დაწესებულებას მისცეს გონივრული ვადა ამ მოთხოვნასთან/მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, თუ ეს გავლენას არ მოახდენს დაწესებულებაში შესაბამისი სამედიცინო მომსახურების ხარისხზე. საამისოდ პროგრამის მიმწოდებელი დაწესებულება ვალდებულია სამინისტროს წარუდგინოს ინფორმაცია აკრედიტაციის პროცესში მიღწეული შედეგისა და დამატებითი ვადის საჭიროების შესახებ, დროში გაწერილი განსახორციელებელი ღონისძიებების დასაბუთებით.

4. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადის განმავლობაში დაწესებულება აგრძელებს პროგრამით განსაზღვრული სერვისების მიწოდებას. ეს გადაწყვეტილება გაუქმდება, თუ დაწესებულება დადგენილ ვადაში ვერ უზრუნველყოფს შესაბამის მოთხოვნასთან/მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენას.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიმიხეილ სარჯველაძე