ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები ხაშურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/12/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2025
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.143.016707
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
16
30/12/2024
ვებგვერდი, 31/12/2024
010250050.35.143.016707
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ
ხაშურის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (31/12/2024 - 21/01/2025)

 

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16

2024 წლის 30 დეკემბერი

ხაშური

 

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ვ“, „დ.დ“, „დ.ე“ ქვეპუნქტების, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების,  „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის, 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 და 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ხაშურის  მუნიციპალიტეტის  საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
განისაზღვროს ხაშურის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს თანამდებობის პირთა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობები და დამტკიცდეს საშტატო ნუსხა დანართის შესაბამისად.

 

მუხლი 2
ამ დადგენილების გამოქვეყნებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხაშურის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს თანამდებობის პირთა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის  პროფესიულ საჯარო მოხელეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ‘‘ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 ნოემბრის №29 დადგენილება (www.matsne.gov.ge 01/01/2020; 010250050.35.143.016568)

 

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის  1 იანვრიდან.

 


ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენინო ლიპარტელიანი



დანართი

 

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოსამსახურეთა  თანამდებობრივი სარგოები და საშტატო ნუსხა

 


 

რანგი

თანამდებობა

საშტატო 
ერთეული

საბაზისო

კოეფიციენტი

თანამდებობრივი
 სარგო  ( ლარებში )

 

 

პოლიტიკური თანამდებობა

 

 

 

 

1

 

საკრებულოს თავმჯდომარე

1

1460

4.1

5986

2

 

საკრებულოს თავმჯდომარის პირველი
მოადგილე

1

1460

3.1

4526

 

 

საკრებულოს თავმჯდომარის
მოადგილე

2

1460

2.7

3942

3

 

საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე

5

1460

2.2

3212

4

 

საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე

3

1460

2.0

2920

5

 

საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის
მოადგილე

6

1460

1.6

2336

 

 

აპარატი

 

 

 

 

6

I რანგი

საჯარო დაწესებულების პირველადი 
სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი  –  საკრებულოს აპარატის უფროსი

1

 

1460

 

1.7

2482

7

II   რანგი

საჯარო დაწესებულების მეორადი 
სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - განყოფილების უფროსი

1

 

1460

 

1.4

2044

8

III    რანგი

 პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

4

 

1460

 

1.1

1606