დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის მიერ სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის 2022 წლის 7 ივნისის №10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 29 |
| დოკუმენტის მიმღები | სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი |
| მიღების თარიღი | 30/12/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/12/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 080240000.79.092.016029 |
|
,,სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის მიერ სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის 2022 წლის 7 ივნისის №10 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის მიერ სამსახურის გავლის წესის შესახებ“ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის 2022 წლის 7 ივნისის №10 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 07/06/2022, სარეგისტრაციო კოდი: 080240000.79.092.016010) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და გავლის წესიში:
1. მე-2 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,გ) პროფესიული საჯარო მოხელეები – სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დასაქმებული პირები, მათ შორის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები (გარდა სამსახურის უფროსის, პირველი მოადგილის და მოადგილისა);“. 2. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ბ) სამსახურის შიდა კონკურსის საფუძველზე, რაც გულისხმობს კონკურსის გზით შესაფერისი კანდიდატის შერჩევას სამსახურის მოქმედი თანამშრომლებისგან, მოხელეთა რეესტრიდან და სტაჟიორ-გამომძიებელთა რეესტრიდან.“. 3. მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3.სამსახური, ამ წესის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით და მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ღია და დახურულ კონკურსს აცხადებს სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროს (შემდგომში – ბიურო) მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით, ხოლო ამ წესის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სამსახურის შიდა კონკურსს – სამსახურის მოქმედი თანამშრომლების სამსახურებრივ ელექტრონულ ფოსტაზე, მოხელეთა რეესტრში და სტაჟიორ-გამომძიებელთა რეესტრში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე შეტყობინების გაგზავნის გზით.” 4. დაემატოს შემდეგი შინაარის 301 მუხლი: „301. მოხელეთა რეზერვი 1. სამსახურის ფარგლებში უზრუნველყოფილია მოხელეთა სარეზერვო სისტემა, რომელშიც ირიცხებიან: ა) პირები, რომლებიც წარმატებით გაივლიან სტაჟირებას ან სტაჟიორ-გამომძიებელთა შესარჩევ კონკურსს, მაგრამ არ დაინიშნებიან სამსახურის გამომძიებლის თანამდებობაზე; ბ) სამსახურის თანამშრომელი, რომელიც შტატების შემცირების ან რეორგანიზაციის გამო გათავისუფლდება თანამდებობიდან. 2. მოხელეთა რეზერვში პირთა ჩარიცხვა ხორციელდება ერთი წლის ვადით. 3. მოხელეთა რეზერვიდან ამორიცხვის საფუძვლებია: ა) რეზერვში ყოფნის ვადის გასვლა; ბ) პირადი განცხადება; გ) შესაბამის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნა; დ) ამ კანონის 35-ე და 46-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა; ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი. 4. მოხელეთა რეზერვში ჩარიცხულ პირს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს ამ წესის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დახურულ კონკურსში.“. 5. 31-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 31. გამოსაცდელი ვადა 1. პირი სამსახურის თანამშრომლის თანამდებობაზე მიიღება არაუმეტეს 12 თვის გამოსაცდელი ვადით. 2. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მოწმდება პირის კვალიფიკაციის, საქმიანი უნარ-ჩვევების, შესაძლებლობების და პირადი თვისებების შესაბამისობა დაკავებული თანამდებობის (ამოცანის შესასრულებლად) მიმართ წაყენებულ მოთხოვნებთან. 3. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ორჯერ უარყოფითად შეფასების საფუძველზე პირი თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან. 4. გამოსაცდელ ვადაში არ ჩაითვლება დროებითი შრომისუუნარობის ან სხვა საპატიო მიზეზით გაცდენილი დრო. გამოსაცდელი ვადა ჩაითვლება საერთო შრომით სტაჟში. 5. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, შეფასების წესი და პროცედურა განისაზღვრება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 6. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება სტაჟიორ-გამომძიებელზე.“. 6. 45-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) ამ წესის 31-ე მუხლის შესაბამისად, გამოსაცდელი ვადით დანიშნული პირის არადამაკმაყოფილებელი შედეგით შეფასება.“. 7. დაემატოს 451 მუხლი შემდეგი რედაქციით: „451. სამსახურის თანამშრომლის შეფასება: 1. სამსახურის თანამშრომლის შეფასების წესი და პროცედურა განისაზღვრება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 2. შეფასებას ასევე ექვემდებარება გამოსაცდელი ვადით დანიშნული პირი. 3. სამსახურის თანამშრომელი ექვემდებარება შეფასებას, თუ იგი შესაბამის თანამდებობაზე სამსახურებრივ მოვალეობებს არანაკლებ 3 თვე ასრულებს.“. 8. 46-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) რეორგანიზაციის ან/და შტატების შემცირების გამო.“. 9. დაემატოს შემდეგი შინაარსის 461 მუხლი შემდეგი რედაქციით: „461. გათავისუფლება რეორგანიზაციის ან/და შტატების შემცირებისას 1. რეორგანიზაციის ან/და შტატების შემცირების შემთხვევაში, სამსახურის თანამშრომელი თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან და კომპეტენციის შესაბამისად, შესაძლოა შეეთავაზოს სამსახურში არსებულ სხვა ვაკანტურ თანამდებობაზე გადაყვანა. 2. სამსახურის თანამშრომელი მის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შეთავაზებაზე უარის თქმის ან შესაბამისი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან და მისივე წერილობითი თანხმობით ირიცხება მოხელეთა რეზერვში. 3. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოხელეთა რეზერვში მყოფ სამსახურის თანამშრომელს თანამდებობრივი სარგოს მიღების უფლებამოსილება უნარჩუნდება მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვიდან 3 თვის განმავლობაში, თუ ამ ვადაში არ დაუკავებია სამსახურის თანამშრომლისთვის შეუთავსებელი თანამდებობა ან ეწევა ამგვარ საქმიანობას. 4. მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვიდან 3 თვის გასვლის შემდგომ, ჩარიცხული პირი ანაზღაურების გარეშე ირიცხება მოხელეთა რეზერვში მომდევნო 9 თვის განმავლობაში, შეუთავსებელი თანამდებობის ან საქმიანობის დაკავებამდე ან პირადი განცხადების საფუძველზე მის ამორიცხვამდე.“. 10. გავლის წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 511 მუხლი: „511. რეორგანიზაცია 1. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ეფექტიანი მმართველობის უზრუნველსაყოფად, რეორგანიზაციის გადაწყვეტილებას იღებს, წესსა და პროცედურას განსაზღვრავს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი. 2. რეორგანიზაციად მიიჩნევა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სტრუქტურის არსებითი ცვლილება. 3. რეორგანიზაცია არ შეიძლება გახდეს სამსახურის თანამშრომლის გათავისუფლების საფუძველი, გარდა ამ წესით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები