„საბიუჯეტო ორგანიზაციების ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 4 თებერვლის №24 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საბიუჯეტო ორგანიზაციების ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 4 თებერვლის №24 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 437
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 31/12/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2024
სარეგისტრაციო კოდი 360010010.22.033.017897
437
31/12/2024
ვებგვერდი, 31/12/2024
360010010.22.033.017897
„საბიუჯეტო ორგანიზაციების ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 4 თებერვლის №24 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №437

2024 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საბიუჯეტო ორგანიზაციების ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 4 თებერვლის №24 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საბიუჯეტო ორგანიზაციების ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 4 თებერვლის №24 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 04/02/2021, სარეგისტრაციო კოდი: 360010010.22.033.017435) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „საბიუჯეტო ორგანიზაციების ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის წესის შესახებ“ ინსტრუქციის:

ა) პირველი მუხლის მე-3 პუნქტის:

ა.ა) „ყ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ყ) სსბასს 38 – სხვა ერთეულებში წილების გამჟღავნება (მოქმედებს მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლების საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის);“;

ა.ბ) „ყ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „შ“ და „ჩ“ ქვეპუნქტები:

„შ) სსბასს 39 – დაქირავებულთა სარგებელი;

ჩ) სსბასს 40 –  საჯარო სექტორის ერთეულთა გაერთიანებები (მოქმედებს მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლების საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის).“;

ბ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ზ) ანგარიშგების წარდგენის თარიღი – საანგარიშგებო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე;“;

გ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5.  ფინანსური ანგარიშგების მომზადება

1. ერთეულებს ფინანსური ანგარიშგებების მომზადება ევალებათ სსბასს-ების მოთხოვნების გათვალისწინებით, წინამდებარე ინსტრუქციით განსაზღვრული ფინანსური ანგარიშგებისა და განმარტებითი შენიშვნების ფორმების შესაბამისად.

2. წინამდებარე ინსტრუქციით განსაზღვრული ფინანსური ანგარიშგებისა და განმარტებითი შენიშვნების ფორმები გამოიყენება როგორც ინდივიდუალური, ასევე კონსოლიდირებული (ნაერთი) ფინანსური ანგარიშგების მოსამზადებლად:

ა) ცენტრალური ხელისუფლების საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის დანართი №1-ის შესაბამისად;

ბ) ავტონომიური რესპუბლიკისა და ადგილობრივი ხელისუფლების საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის დანართი №2-ის  შესაბამისად.“;

დ) ინსტრუქციის მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. სახელმწიფო ბიუჯეტის კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში არ კონსოლიდირდება სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოები, ხაზინის ელექტრონულ სისტემაში მათ სრულ ინტეგრაციამდე.“;

ე) მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 17. განმარტებითი შენიშვნები

1. ფინანსური ანგარიშგების განმარტებითი შენიშვნების წარდგენა საჭიროა დამატებითი ინფორმაციის გამჟღავნებისთვის, რათა დაეხმაროს მომხმარებელს როგორც ერთეულის ფინანსური მდგომარეობის და ფინანსური შედეგების, ასევე აქტივების მართვის ხარისხის და რესურსების გამოყენების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შეფასებაში.

2. განმარტებითი შენიშვნები მოიცავს ცხრილებს და ასევე, ტექსტურ ინფორმაციას. ასევე, შეიძლება მოიცავდეს იმ მუხლების შესახებ ინფორმაციასაც, რომლებიც არ აკმაყოფილებს ფინანსურ ანგარიშგებაში აღიარების კრიტერიუმებს.

3. ერთეულებს წინამდებარე ინსტრუქციით თანდართული განმარტებითი შენიშვნების ფორმების შევსების გარდა, რეკომენდაცია ეძლევათ სსბასს-ების შესაბამისად მოამზადონ ასევე სხვა დამატებითი განმარტებითი შენიშვნები, შესაბამისი ნუმერაციის მითითებით, რაც დაეხმარება ფინანსური ანგარიშგების მომხმარებლებს ანგარიშგებაში ასახული ინფორმაციის უკეთ აღქმაში.

4. სსბასს-ებით გათვალისწინებულ შემ­თხვე­ვებ­ში, რო­დე­საც ერთეულის ხელმძღვანელი ან ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი დაას­კვნის, რომ ამა თუ იმ სსბასს-ის რომელიმე მოთხოვნის შესრულება ეწინა­აღ­მდე­გე­ბა სტანდარტებით განსაზღვრულ ფი­ნან­სუ­რი ანგარიშგების მი­ზანს, ერთეულმა ამ კონ­კრე­ტუ­ლი მოთ­ხოვ­ნი­დან უნ­და გა­და­უხ­ვი­ოს და ფინანსური ანგარიშგების განმარტებით შენიშვნებში გაამჟღავნოს შემდეგი სახის ინფორმაცია:

ა) ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირების დასტური იმის შესახებ, რომ ფი­ნან­სუ­რი ანგა­რიშ­გე­ბა სა­მარ­თლი­ა­ნად ასა­ხავს ერთეულის ფი­ნან­სურ მდგო­მა­რე­ო­ბას, მი­სი საქ­მი­ა­ნო­ბის ფინან­სუ­რ შე­დე­გებ­სა და ფუ­ლა­დი სახსრე­ბის მოძ­რა­ო­ბას;

ბ) დასტური იმის შესახებ, რომ ფი­ნან­სუ­რი ან­გა­რიშ­გე­ბა შე­ე­სა­ბა­მე­ბა ყველა სა­თა­ნა­დო სსბასს-ს, გარ­და იმ შემთხვევისა, როდე­საც სა­მარ­თლი­ა­ნი წარ­დგე­ნის უზ­რუნ­ველსაყოფად მან გა­და­უხ­ვია ამა თუ იმ კონკრეტული მოთ­ხოვ­ნი­დან;

გ) იმ სტანდარტის სა­ხელ­წო­დე­ბა, რო­მელ­საც ერთეულმა გა­და­უხ­ვია, ამ გა­დახ­ვე­ვის არსი, რაც, თა­ვის მხრივ, უნ­და მო­ი­ცავ­დეს ამ სტანდარტ­ის მი­ერ მოთ­ხოვ­ნი­ლი მიდგომის აღწერას, მიზეზის ახ­სნას, თუ რა­ტომ არ აკ­მა­ყო­ფი­ლებს და ეწინააღმდეგება ეს მიდ­გო­მა მოცე­მულ კონკრე­ტულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში წინამდებარე სტანდარტით განსაზღვრულ ფინანსური ანგა­რიშ­გების მიზანს და ასევე მიდ­გო­მა, რო­მე­ლიც გამოყენებულია ფი­ნან­სურ ანგარიშგებაში;

დ) ყო­ვე­ლი წარ­დგე­ნი­ლი სა­ან­გა­რიშ­გე­ბო პე­რი­ო­დი­სათ­ვის ამგვარი გა­დახ­რის ფინანსური გავლე­ნა ფი­ნან­სუ­რი ან­გა­რიშ­გე­ბის თი­თო­ე­ულ მუხ­ლზე, რო­მე­ლიც წარდგენილი იქ­ნე­ბო­და სტან­დარ­ტის მოთ­ხოვ­ნე­ბის დაც­ვის შემთხვევაში.“;

ვ) დანართი №1 და დანართი №2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;

ზ) დაემატოს დანართი №3 და დანართი №4 თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
აღნიშნული ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2024 წლის და შემდგომი წლების ფინანსურ ანგარიშგებებზე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი