„საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 აგვისტოს №193/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 327/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 31/12/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2024
სარეგისტრაციო კოდი 220020000.18.011.016896
327/04
31/12/2024
ვებგვერდი, 31/12/2024
220020000.18.011.016896
„საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 აგვისტოს №193/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №327/04

2024 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 აგვისტოს №193/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 27 აგვისტოს №193/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 29/08/2018, 220020000.18.011.016332) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) განსაკუთრებულ შემთხვევებში უფლებამოსილია განახორციელოს მონაცემთა სუბიექტის (ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის, ფიზიკური პირი) უფლებების შეზღუდვა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად;“.

2. მე-4 მუხლის:

ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ბიურო ვალდებულია მის მიერ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით და მის საფუძველზე გამოცემული ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტებით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობით გამოწვეული შესაძლო მატერიალური ზიანის ანაზღაურების მიზნით დააზღვიოს თავისი პროფესიული პასუხისმგებლობა (მათ შორის, კიბერრისკი) არანაკლებ  5,000,000 (ხუთი მილიონი) ლარის ოდენობით. პროფესიული პასუხისმგებლობის (მათ შორის, კიბერრისკის) დაზღვევის პირობები უნდა შეთანხმდეს ეროვნულ ბანკთან.“;

ბ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. ბიურო/პლატფორმა ვალდებულია განახორციელოს ეროვნული ბანკის დაუყოვნებლივი ინფორმირება, თუ საქმიანობის განხორციელების პროცესში მისთვის ცნობილი გახდა სესხის გამცემი ორგანიზაციების ან ინფორმაციის მიმღებთა/მიმწოდებელთა მიერ საქართველოს კანონმდებლობით ან/და ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა, რაც უკავშირდება პირის შესახებ საკრედიტო, არასაკრედიტო ან/და სხვა რელევანტური ინფორმაციის შეგროვებას, შენახვას, დამუშავებას და გაცემას.“.

3. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:

„დ1) მასთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფი სესხის გამცემი ორგანიზაციის და ინფორმაციის მიმღების/მიმწოდებლის ციფრულ არხებში პირის (მონაცემთა სუბიექტის) იდენტიფიკაციის სერვისის მიწოდება, ამ პირის (მონაცემთა სუბიექტის) თანხმობის მოპოვებისა და ბიუროში მასზე დაცული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით;“.

4. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მაღალი რეპუტაციის მქონე კომპანიის მიერ მომზადებული ტექნიკური აუდიტის დასკვნა, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რომელიც ადასტურებს, რომ განმცხადებლის ტექნიკური/პროგრამული შესაძლებლობები სრულად პასუხობს ამ წესის მოთხოვნებს;“.

5. მე-10 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ ქვეპუნქტი:

„ო) ბიუროს/პლატფორმის მიერ რეგისტრაციის დღიდან 12 თვის განმავლობაში საქმიანობის განუხორციელებლობა, ხოლო მოქმედი ბიუროს/პლატფორმის მიერ საქმიანობის 6 თვეზე მეტი ხნით შეწყვეტა.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ბიურო ვალდებულია რეგისტრაციის გაუქმებისას, გადახდისუუნარობის ან/და ლიკვიდაციის შემთხვევაში, ბიუროში დაცული ინფორმაცია (მათ შორის, მონაცემთა სუბიექტების პერსონალური მონაცემები) სრულად გადასცეს ეროვნულ ბანკს, რომელიც მონაცემთა ბაზის შემდგომი გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან შეთანხმებით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელინათელა თურნავა