დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ადიგენის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 22 დეკემბრის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 65 |
დოკუმენტის მიმღები | ადიგენის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 30/12/2024 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2024 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2025 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.137.016772 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ადიგენის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 22 დეკემბრის №77 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 25/12/2023, 190020020.35.137.016699) კერძოდ: დადგენილებით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
თავი I
ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მაჩვენებლები მუხლი 1. ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით: თანხა ათას ლარებში
მუხლი 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები გადასახდელები და ნაშთის ცვილება თანდართული რედაქციით.
ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები მუხლი 3. ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 25 243,1 ათასი ლარის ოდენობით
მუხლი 4. ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 15 667,9 ათასი ლარის ოდენობით.
მუხლი 5.ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 8 634,5 ათასი ლარის ოდენობით
მუხლი 6. ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 940,7 ათასი ლარის ოდენობით.
ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები, არაფინანსური აქტივები და მათი ფუნქციონალური კლასიფიკაცია მუხლი 7. ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 11 896,2 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით
მუხლი 8. ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 15 792,2 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 16 856,7 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 884,5 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
მუხლი 9. ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს ადიგენი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო, ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების ცვლილება მუხლი 10. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი და საოპერავიო სალდო თანდართული რედაქციით:
მუხლი 11. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება - 2 680.9 ათასი ლარის ოდენობით.
მუხლი 12. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 1. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება -55,6 ლარის ოდენობით.
2. განისაზღვროს ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალის საპროგნოზო მოცულობა 2024 წელს 76,6 ლარი
მუხლი 13. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 150,0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებების შესაბამისად. მუხლი 14. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი, 178,1 ათასი ლარი მიიმართოს: ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 178,1 ათასი ლარი; მუხლი 15. მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
თავი V ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები 2024-2027 წლებისთვის, პროგრამები/ქვეპროგრამები მუხლი 16. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2024-2027 წლების პრიორიტეტები და პროგრამები/ქვეპროგრამები ინფრასტრუქტურის განვითარევა მმართველობითი და საერთო დანიშნულების ხარჯები დასუფთავება და გარემოს დაცვა განათლება კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა 1. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 02 00) ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 15 565,3 ათასი ლარი. ინფრასტრუქტურის განვითარების პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რდაქციით: ათას ლარში
1.1 საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა
1.2 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია
1.2.1 წყლის სისტემების რეაბილიტაცია-ექსპლოატაცია
1.2.2. საკანალიზაციო სისტემები
1.2.3. ა(ა)იპ ადიგენის წყალმომარაგების სამსახური
1.2.4. გარე განათების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია
1.2.5 სარწყავი ახრების, ნაპირსამაგრი ნაგებობების და საგუბრების მშენებლობა რეაბილიტაცია
1.2.6 შენობა-ნაგებობების გამრიცხველიანება
1.3 მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები
1.3.1 საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების შეკეთება, გამაგრება
1.3.2 საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციისა და საკადასტრო აზომვითი ნახაზების შედგენის, საექსპერტო მომსახურების და საპროექტო დოკუმენტაციის და სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის ხარჯი
1.3.3. მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ღონისძიებები
2. მმართველობითი და საერთო დანიშნულების ხარჯები მმართველობითი და საერთო დანიშნულების ხარჯების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 6 486,2 ათასი ლარი. მმართველობითი და საერთო დანიშნულების ხარჯების პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რდაქციით:
2.1 მ.გ.ფ-სა და სხვა ვალდებულებების დაფარვა.
3. დასუთავება და გარემოს დაცვა დასუთავება და გარემოს დაცვა პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 1 201,6 ათასი ლარი. დასუთავება და გარემოს დაცვა პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რდაქციით:
3.1 ა(ა)იპ ადიგენის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახური
განათლების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 1 792,0 ათასი ლარი. განათლების პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
4.1 ა.ა.ი.პ.ადიგენის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება
5. კულტურა „ახალგაზრდობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) კულტურა „ახალგაზრდობა და სპორტი პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 2 722,0 ათასი ლარი. პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რდაქციით:
5.1 ააიპ კომპლექსური სასპორტო სკოლა
5.2 სპორტული ობიექტების მშენებლობა, რეაბილიტაცია და აღჭურვა
5.3 ააიპ ადიგენის მთავარი ბიბლიოთეკა
5.4 ააიპ ადიგენის სამუსიკო სკოლა
5.5 ააიპ ადიგენის კულტურის ცენტრი
5.6 საზოგადოებრივი და ახალგაზრდული ორგანიზაციების ხელშეწყობა
6. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 1 041,4 ათასი ლარი. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რდაქციით:
6.1. ა.(ა).ი.პ ადიგენის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სამსახური
6.2 სოციალური პროგრამები
6.2.2. ახალშობილთა დახმარება
6.2.3 ომის მონაწილეთა დაკრძალვის ხარჯები
6.2.4 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული ოჯახების დახმარება
6.2.5 სოფელ არლის უნარშეზღუდულ და მენტალობადაქვეითებულთა საინტეგრაციო ცენტრის დახმარება
6.2.6 მოსახლეობის ერთჯერადი დახმარება
6.2.7. მრავალშვილიანი ოჯახების ერთჯერადი დახმარება
6.2.8 საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომებში დაღუპული მებრძოლი ოჯახების დახმარება
6.2.9 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარება
6.2.10 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე თავდაცვის ძალების ვეტერანების დახმარება
ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები მუხლი 17. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით.
თავი VII მარეგულირებელი ნორმები მუხლი 18. ადიგენის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის ასიგნებების დაფინანსება გაგრძელდეს სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფინანსების მართვის საინფორმაციო (ელექტრონული) სისტემის მეშვეობით. მუხლი 19. ადიგენის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება და ცვლილებები პროგრამულ კლასიფიკაციაში განხორციელდეს დამტკიცებული წლიური ასიგნებების ფარგლებში საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის და ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის თანახმად. მუხლი 20. კანონმდებლობით განსაზღვრული ფულადი ჯილდო, დანამატი და სხვა გასაცემლების ანალიზი 2024 წლის განმავლობაში ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მოსამსახურეებზე საქართველოს კანომდებლობით განსაზღვრული ფულადი ჯილდო, დანამატი და სხვა ანაზღაურება გაიცეს მათთვის შესაბამისი ბიუჯეტებით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. მუხლი 21. სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებებზე ზედამხედველობა ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელება, ამ პროგრამებისა და ქვეპროგრამების ფარგლებში გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლი (ინსპექტირება), დაევალოთ მერიის სამსახურებს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 22. პროგრამებისა და ქვეპროგრამების განმახორციელებელი ორგანიზაციების ნუსხა დამტკიცდეს მუნიციპალიტეტის მერის მიერ და მასვე მიენიჭოს ცვლილებების შეტანის უფლებამოსილება. მუხლი 23. მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამული კოდი 01 02 02-დან დაფინანსდება წინა წლების დავალიანებები, სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იძულებით ჩამოჭრილი თანხები და მუნიციპალიტეტის მიერ აღიარებული ვალდებულებები. წინა წლებში წარმოქმნილი ფაქტობრივი დავალიანებების დასაფარავად ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფმა საბიუჯეტო ორგანიზაციებმა და დაწესებულებებმა შესაძლებელია გამოიყენონ 2024 წელს მათთვის გამოყოფილი ასიგნებები იმ პირობით, რომ არ დაიშვება ახალი დავალიანების დაგროვება, რისთვისაც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრებათ აღნიშნულ ორგანიზაციებს. მუხლი 24 1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 178,1 ათასი ლარი მიიმართოს: ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 178,1 ათასი ლარი; მუხლი 25. 2024 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის მოცულობა განისაზღვროს 150,0 ათასი ლარის ოდენობით, სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. |
დოკუმენტის კომენტარები