დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2/29357-24 |
დოკუმენტის მიმღები | თბილისის საქალაქო სასამართლო |
მიღების თარიღი | 27/12/2024 |
დოკუმენტის ტიპი | სასამართლოს აქტები |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/12/2024 |
სარეგისტრაციო კოდი |
საქმე № 2/29357-24 330210324010452001
განჩინება საქართველოს სახელით მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ 2024 წლის 27 დეკემბერი ქ. თბილისი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია მოსამართლე არჩილ კოჭლამაზაშვილი
განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე განმცხადებელი – შპს „მარგალიტი“ (ს/ნ 217873852) შპს „მარგალიტის“ დირექტორის შპს „რეაბილიტაციის“ (ს/ნ 206096419) ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი – თამარ მუმლაძე (პ/ნ 01005022906) სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „მარგალიტის“ (ს/ნ 217873852) გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი და გამოარკვია: 2024 წლის 20 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა, შპს „მარგალიტის“ წარმომადგენელმა/ ხელმძღვანელმა, რომელმაც მოითხოვა შპს „მარგალიტი“-ს მიმართ, „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მიხედვით, გაკოტრების რეჟიმის გახსნა. 2024 წლის 22 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებით განმცხადებელს უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, განემარტათ კრედიტორებს, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს „მარგალიტის“ (ს/ნ 217873852) მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი იყო. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 22 ნოემბრის განჩინება გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ პროგრამაში გამოქვეყნდა 2024 წლის 22 ნოემბერს (18:46 წთ-ზე), ხოლო საკანონმდებლო მაცნეში განჩინება გამოქვეყნდა 2024 წლის 26 ნოემბერს. განჩინების გამოქვეყნებიდან, ერთი თვის ვადაში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით არცერთ კრედიტორს არ მოუმართავს სასამართლოსათვის. „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით: თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით გაკოტრების რეჟიმის გახსნას მოითხოვს და სასამართლო დაადგენს, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, იგი გამოიტანს განჩინებას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის თაობაზე. ამ განჩინებაში სასამართლო მიუთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება მისი რეგისტრაციის გაუქმებით, თუ აღნიშნული განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი სასამართლოში არ შეიტანს იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას. ამავე მუხლის მე-6 პუნქტიდან გამომდინარე, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი სასამართლოში არ შეიტანს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია. გამომდინარე აღნიშნულიდან, შპს „მარგალიტი“ (ს/ნ 217873852) უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და შესაბამისად, გაუქმდეს შპს „მარგალიტის“ (ს/ნ 217873852) რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში. სასამართლომ იხელმძღვანელა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ მე-9, მე-19, 48-ე მუხლებით, აგრეთვე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა: 1. შპს „მარგალიტი“ (ს/ნ 217873852) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს „მარგალიტის“ ს (ს/ნ 217873852) რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში. 2. განჩინება გამოქვეყნდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების ელექტრონულ პროგრამაში. 3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) განჩინების გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში.
მოსამართლე არჩილ კოჭლამაზაშვილი |
დოკუმენტის კომენტარები