დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის 26 დეკემბრის №304 ბრძანებით დამტკიცებულ “კომერციული ბანკების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრის და დაკისრების წესში ცვლილებების შეტანის შესახებ" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 87 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 28/03/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 45, 04/04/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 14/08/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220.010.040.18.011.008.396 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.010.040.18.011.008.396
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №87
2006 წლის 28 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის 26 დეკემბრის №304 ბრძანებით დამტკიცებულ „კომერციული ბანკების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების წესში“ ცვლილებების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის 26 დეკემბრის №304 ბრძანებით დამტკიცებულ „კომერციული ბანკების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების წესში“ (სსმ III, №150, 29.12.03 წ., მუხ. 1239) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. პირველი მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ბანკებისათვის ფულადი ჯარიმის დაკისრების შესახებ ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების სახით, რომელშიც მითითებული იქნება მისი აღსრულების წესი.
4. ბანკებისათვის ფულადი ჯარიმების დაკისრების შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაშია მისი ბანკისათვის გაცნობისთანავე.“.
2. მე-2 მუხლის 81 პუნქტის „ა“, „ბ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა) „ა) ბანკის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის განკარგულებით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ ინფორმაციის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის დადგენილი წესით წარუდგენლობის ან/და დადგენილი ვადის დაუცველად, დაგვიანებით წარდგენის გამოვლენის შემთხვევაში, დარღვევის თითოეულ ფაქტზე:
– 30 დღემდე დაგვიანებისათვის 100 (ასი) ლარის ოდენობით;
– 30 და მეტი დღით დაგვიანებისათვის 300 (სამასი) ლარის ოდენობით;“;
ბ) „ბ) ბანკის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის განკარგულებით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების შესახებ ინფორმაციის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარუდგენლობის გამოვლენის შემთხვევაში, 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თი-თოეულ ფაქტზე;“;
გ) „ე) ბანკის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის განკარგულებით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაციისა და დოკუმენტების დადგენილი წესით წარუდგენლობის ან/და დადგენილი ვადის დაუცველად, დაგვიანებით წარდგენის გამოვლენის შემთხვევაში, დარღვევის თითოეულ ფაქტზე:
– 30 დღემდე დაგვიანებისთვის 100 (ასი) ლარის ოდენობით;
– 30 და მეტი დღით დაგვიანებისთვის 300 (სამასი) ლარის ოდენობით;“;
დ) „ვ) ბანკის შემოწმების თაობაზე ეროვნული ბანკის განკარგულებით განსაზღვრული შემოწმების დაწყების თარიღისათვის, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი დამატებითი ინფორმაციისა და დოკუმენტების წარუდგენლობის გამოვლენის შემთხვევაში, 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე.“.
3. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ფულადი ჯარიმის დაკისრებისაგან და დაკისრებული ფულადი ჯარიმის გადახდისაგან ბანკის გათავისუფლების შესახებ ეროვნული ბანკი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების სახით.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
რ. გოცირიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები