დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 105-Iმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 12/12/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/12/2024 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 450130010.05.001.102420 |
|
„პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე |
მუხლი 1. „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 24.04.2013, სარეგისტრაციო კოდი: 450130010.05.001.016970) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ტ) პროფესიული სახელმწიფო თეატრი − საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც აფუძნებს საქართველოს კულტურის სამინისტრო (შემდგომ − სამინისტრო) ან აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანო;“. 2. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. პროფესიული სახელმწიფო თეატრის დებულებას (წესდებას) ამტკიცებს საქართველოს კულტურის მინისტრი (შემდგომ − მინისტრი).“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თბილისი, 12 დეკემბერი 2024 წ. №105-Iმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები