დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 95-Iმს-XIმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 12/12/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/12/2024 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2025 |
სარეგისტრაციო კოდი | 040110030.05.001.102415 |
|
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე |
მუხლი 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №48, 09.08.2010, მუხ. 312) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის მე-5 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული და მის ბალანსზე რიცხული ბეჭდური და ელექტრონული გამოცემების ქართული კულტურის პოპულარიზაციის მიზნით ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირებისთვის გადაცემაზე;“. 2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) კულტურული ფასეულობა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, არქეოლოგიური დაცვის ზონაში არსებული მიწის ნაკვეთი, აგრეთვე კულტურული და სახელოვნებო დანიშნულების შენობა-ნაგებობები და მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია აღნიშნული შენობა-ნაგებობები, შესაბამისი პირობებისა და საქართველოს კულტურის სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თბილისი, 12 დეკემბერი 2024 წ. №95-Iმს-XIმპ |
დოკუმენტის კომენტარები