„სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 108-Iმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 12/12/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/12/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 050050000.05.001.102414
108-Iმს-XIმპ
12/12/2024
ვებგვერდი, 28/12/2024
050050000.05.001.102414
„სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში

ცვლილების შეტანის თაობაზე

 


მუხლი 1. „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №5(12), 1999 წელი, მუხ. 22) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) მთლიანად ან რომელიმე ნაწილით ემთხვევა ისეთ სიმბოლოს, რომელიც პარიზის კონვენციის 6ter მუხლის საფუძველზე რეგისტრაციას არ ექვემდებარება, და არ არსებობს შესაბამისი კომპეტენტური უწყების ნებართვა მის გამოყენებაზე, ან მთლიანად ან რომელიმე ნაწილით ემთხვევა საქართველოს ან მისი ტერიტორიული ერთეულის არსებულ/ისტორიულ დასახელებას და არ არსებობს საქართველოს კულტურის სამინისტროს თანხმობა მის გამოყენებაზე;“.

2. მე-5 მუხლის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) შეიცავს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე განაცხადის შეტანამდე საქართველოში ცნობილი პირის სახელს, ფსევდონიმს, ფაქსიმილეს ან პორტრეტს და მის გამოყენებაზე არ არსებობს ამ პირის ან მისი მემკვიდრის თანხმობა, ხოლო თუ იგი საქართველოს ისტორიისა და კულტურის კუთვნილებაა, − საქართველოს კულტურის სამინისტროს თანხმობა;

ზ) შეიცავს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ან მუზეუმის სრულ ან შემოკლებულ დასახელებას ან გამოსახულებას და არ არსებობს საქართველოს კულტურის სამინისტროს თანხმობა მის გამოყენებაზე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.

 

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე                                                                 შალვა პაპუაშვილი

თბილისი,

12 დეკემბერი 2024 წ.

№108-Iმს-XIმპ