„სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 112-Iმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 12/12/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/12/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 460000000.05.001.102411
112-Iმს-XIმპ
12/12/2024
ვებგვერდი, 28/12/2024
460000000.05.001.102411
„სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 


მუხლი 1. „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №24-25/3, 6 ნოემბერი, 1996, გვ. 21) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სპორტის სფეროში სახელმწიფო მართვის ორგანოა საქართველოს სპორტის სამინისტრო (შემდგომ − სამინისტრო), რომლის კომპეტენცია მოცემულ სფეროში განისაზღვრება ამ კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და სამინისტროს დებულებით.“.

2. 221 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საქართველოს ანტიდოპინგური წესები − მსოფლიო ანტიდოპინგური კოდექსის შესაბამისად საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ შემუშავებული, მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ დადასტურებული და საქართველოს სპორტის მინისტრის მიერ დამტკიცებული დოპინგსაწინააღმდეგო წესების ერთობლიობა, რომელიც გამოიცემა სამართლებრივი აქტის სახით და ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“;“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.

 

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე                                                                 შალვა პაპუაშვილი

თბილისი,

12 დეკემბერი 2024 წ.

№112-Iმს-XIმპ