„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 88-Iმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 12/12/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/12/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 280080020.05.001.102409
88-Iმს-XIმპ
12/12/2024
ვებგვერდი, 28/12/2024
280080020.05.001.102409
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

 

საქართველოს კანონი

 

 

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 28.07.2020, სარეგისტრაციო კოდი: 280080020.05.001.020008) 27-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს კულტურის სამინისტრო და საქართველოს სპორტის სამინისტრო“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს კულტურის სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის კულტურის ნებისმიერი სფეროს, მათ შორის, სახელოვნებო განათლების, ხელოვნების, შემოქმედების, კულტურული ღონისძიებებისა და კულტურული ტურიზმის, ხელმისაწვდომობას და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობას, რაც გულისხმობს:

ა) ადაპტირებული პროგრამებითა და მასალებით უზრუნველყოფის სამოქმედო გეგმების, ადაპტირების სტანდარტებისა და მეთოდიკის შემუშავებას, კულტურის ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობას;

ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მუშაობისთვის საჭირო უნარების შესაძენად თავისი კომპეტენციის ფარგლებში კულტურის დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში მომუშავე კადრებისთვის სამუშაო სტანდარტების/ინსტრუქციების შემუშავებას და ამ კადრების გადამზადებას.“;

გ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. საქართველოს სპორტის სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სპორტის ნებისმიერი სფეროს ხელმისაწვდომობას და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სპორტულ ცხოვრებაში მონაწილეობას, რაც გულისხმობს:

ა) ადაპტირებული პროგრამებითა და მასალებით უზრუნველყოფის სამოქმედო გეგმების, ადაპტირების სტანდარტებისა და მეთოდიკის შემუშავებას, სპორტის ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობას;

ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მუშაობისთვის საჭირო უნარების შესაძენად თავისი კომპეტენციის ფარგლებში სპორტის დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში მომუშავე კადრებისთვის სამუშაო სტანდარტების/ინსტრუქციების შემუშავებას და ამ კადრების გადამზადებას.“;

დ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საქართველოს სპორტის სამინისტრო ამ მუხლის 21 პუნქტით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით და შესაბამის სფეროში მომუშავე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და სათანადო კვალიფიკაციის ექსპერტთა მონაწილეობით შეიმუშავებს პარალიმპიური მოძრაობის განვითარების რეკომენდაციებს.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე                                                                 შალვა პაპუაშვილი

თბილისი,

12 დეკემბერი 2024 წ.

№88-Iმს-XIმპ