ბავშვის უფლებათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

ბავშვის უფლებათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 90-Iმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 12/12/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/12/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 010100000.05.001.102408
90-Iმს-XIმპ
12/12/2024
ვებგვერდი, 28/12/2024
010100000.05.001.102408
ბავშვის უფლებათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

ბავშვის უფლებათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. ბავშვის უფლებათა კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 27.09.2019, სარეგისტრაციო კოდი: 010100000.05.001.019579) 93-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შესაბამისად ახორციელებს სათანადო პროგრამებსა და ღონისძიებებს განათლების ინკლუზიური სისტემის განვითარების, ინკლუზიური განათლების ყველა ბავშვისთვის თანაბარი ხელმისაწვდომობის, განათლების სისტემაში ძალადობისგან ბავშვის დაცვის, სოციალური მუშაობის გაძლიერების, მოზარდის მხარდაჭერისა და ახალგაზრდის განვითარების მიზნით, საქართველოს კულტურის სამინისტროსთან და საქართველოს სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით − ბავშვის ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების, კულტურისა და სპორტის სფეროებში ბავშვის სრულყოფილი მონაწილეობის და ბავშვის სხვა უფლებების რეალიზების მიზნით, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.

 

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე                                                                 შალვა პაპუაშვილი

თბილისი,

12 დეკემბერი 2024 წ.

№90-Iმს-XIმპ