„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ხანდაზმულთა შინმოვლის პროგრამის“ დამტკიცების შესახებ

„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ხანდაზმულთა შინმოვლის პროგრამის“ დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 446
დოკუმენტის მიმღები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/12/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.157.016550
446
27/12/2024
ვებგვერდი, 30/12/2024
010250050.35.157.016550
„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ხანდაზმულთა შინმოვლის პროგრამის“ დამტკიცების შესახებ
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №446

2024 წლის 27 დეკემბერი

ქ. თეთრიწყარო

„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ხანდაზმულთა შინმოვლის პროგრამის“ დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა საფუძველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ხანდაზმულთა შინმოვლის პროგრამა“ დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა თედორაძე



დანართი
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ხანდაზმულთა შინმოვლის პროგრამა

 


მუხლი 1. პროგრამის აღწერა და მიზანი

1. თეთრიწყაროს  მუნიციპალიტეტის მერიასა და  ა(ა)იპ „მხარდაჭერის სახლს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში,  პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს ხანდაზმულთათვის მობილური ზრუნვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, ხანდაზმულთა საკითხებზე კონსულტაციების გაწევას; პროგრამა ითვალისწინებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ არანაკლებ 10 (ათი) ხანდაზმულისთვის ბინაზე მოვლას, ჯანმრთელობის მდგომარეობის სტაბილიზაციისა და   ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, მათთვის ჩვეულ საცხოვრებელ გარემოში,  პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფითა და სრულფასოვანი ცხოვრების ეთიკური ნორმების დაცვით.

ხანდაზმულთა შინმოვლის პროგრამა განსაზღვრავს მოვლის საჭიროების მქონე ხანდაზმულ პირთა მიმართ მომსახურების განხორციელების პირობებს, მოცულობას, მომსახურებაში მათი  ჩართვისა და მომსახურების მიწოდების წესებს.

2. შინმოვლის მომსახურებები მოიცავს:

ა) საექთნო-სამედიცინო მომსახურებას;

ბ) საყოფაცხოვრებო მომსახურებას;

გ) ფსიქოსოციალურ მომსახურებას;

3. მომსახურების სახეობა, პირობები და ხანგრძლივობა დგინდება ინდივიდუალური საჭიროებების     შეფასებიდან გამომდინარე, რომელსაც ატარებს მულტიდისიპლინარული ჯგუფი და თანხმდება ბენეფიციართან, ან მის წარმომადგენელთან.

მუხლი 2. პროგრამის ამოცანა

პროგრამის ამოცანაა ამ პროგრამით დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული მოცულობის ფარგლებში მომსახურების მიმღები პირისთვის შინმოვლის სერვისის მიწოდება, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მოვლის საჭიროების მქონე ადამიანებისთვის პროფესიონალური, ინტეგრირებული მოვლის მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის ზრდა და ამგვარად, მათთვის იმის შესაძლებლობის მიცემა, რომ რაც შეიძლება დიდხანს დარჩნენ მათთვის ნაცნობ გარემოში.

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

ა) ხანდაზმულთა შინმოვლა –  მომსახურება, რომელიც მოვლის საჭიროების მქონე ხანდაზმულ პირს მათთვის ჩვეულ საცხოვრებელ გარემოში   უწევს სათანადო დახმარებას ჯანმრთელობის მდგომარეობის სტაბილიზაციისა და   ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფითა და სრულფასოვანი ცხოვრების ეთიკური ნორმებისა და შინმოვლის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტის დაცვით.

ბ) ბენეფიციარი - შინმოვლის კომპონენტში ჩართული პირი, რომელიც საჭიროებს შინმოვლის ინდივიდუალურ მომსახურებას;

გ) მიმწოდებელი – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ხანდაზმულთა შინმოვლის  მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრირებული იურიდიული პირი (ორგანიზაცია);

მუხლი 4.  ინფორმაციის გავრცელება

შინმოვლის მომსახურების პროგრამის შესახებ ინფორმაციის (სერვისის შინაარსი, ფორმები,  მოცულობა, სამიზნე ჯგუფი, უფლებები, ინფორმაცია შინმოვლის  მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის/ების შესახებ და სხვა) გავრცელებას უზრუნველყოფს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერია შემდეგი საშუალებებით:

ა) სოციალური ქსელი;

ბ) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდი;

გ) მერის წარმომადგენლები მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულებში;

მუხლი 5. პროგრამით მომსახურების მიმღები პირები და პროგრამაში ჩართვის კრიტერიუმები

1. ხანდაზმულთა შინმოვლის  მომსახურების მიმღები ბენეფიცარები არიან თეთრიწყაროს  მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ხანგრძლივად მცხოვრები 60 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეები. 

 2. შინმოვლის მომსახურებაში ჩართვის კრიტერიუმად  განისაზღვროს   ბართელის შეფასების  სკალის შესაბამისად არაუმეტეს 95 ქულა. პრიორიტეტი ენიჭება სოციალურად დაუცველს (0-დან 120 000 ქულამდე) და ბართელის სკალის  უფრო დაბალი ქულის მქონე ხანდაზმულს;

3. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა   სამსახურის მიმართვის ან/და დაინტერესებული პირის მიმართვის საფუძველზე ბენეფიცარების შერჩევას ახდენს ა(ა)იპ „მხარდაჭერის სახლი“. განსაკუთრებულ შემთხვევებში პროგრამაში ჩართვის საკითხი გადაწყდება დამატებითი არგუმენტებისა და გარემოებების გათვალისწინებით მუნიციპალიტეტის მერიის და შინმოვლის ექთნის რეკომენდაციით.

მუხლი 6. პროგრამის დაფინანსების წყარო

პროგრამის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი და ა(ა)იპ „მხარდაჭერის სახლი“.

მუხლი 7. მოსალოდნელი შედეგები

ხანდაზმულ პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობის სტაბილიზაცია და   ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.

მუხლი 8. პროგრამის განხორციელების პერიოდი

პროგრამა განხორციელდება 2025 წლის განმავლობაში.