დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დანერგე მომავალი“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 თებერვლის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 457 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/12/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340170000.10.003.024852 |
|
„დანერგე მომავალი“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 თებერვლის №56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „დანერგე მომავალი“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 თებერვლის №56 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/02/2015, 340170000.10.003.018441) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროგრამის – „დანერგე მომავლის“:
1. მე-10 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ფსტის (ფისტა), ხოლო გურიაში, აჭარასა და სამეგრელოში თხილის კულტურის ბაღის გაშენება შესაძლებელია წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის გარეშე. ამასთანავე, პროგრამის ფარგლებში გაშენებულ ბაღებში, სადაც არ მოწყობილა წვეთოვანი სარწყავი სისტემა, შესაძლებელია, დაფინანსდეს წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობა შესასყიდი სარწყავი სისტემის ინვოისის ან ხელშეკრულების (ქართულ ენაზე/ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე) საფუძველზე, პროგრამის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.“. 2. დანართი №1, დანართი №2, დანართი №4 და დანართი №10 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები