დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების დონეზე დაკვირვების პუნქტების/სადგურების მინიმალური სტანდარტული რაოდენობის, განლაგებისა და ფუნქციონირების წესების, აგრეთვე დაბინძურების დონის გაზომვის სტანდარტული მეთოდების ჩამონათვალის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 1 დეკემბრის №563 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 455 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 27/12/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.024850 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების დონეზე დაკვირვების პუნქტების/სადგურების მინიმალური სტანდარტული რაოდენობის, განლაგებისა და ფუნქციონირების წესების, აგრეთვე დაბინძურების დონის გაზომვის სტანდარტული მეთოდების ჩამონათვალის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 1 დეკემბრის №563 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 03/12/2021, 300160070.10.003.023119) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. დადგენილების მე-2 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) მე-4 მუხლის პირველი − მე-6 და მე-8-მე-9 პუნქტები, მე-5 მუხლის პირველი − მე-3, მე-5 და მე-7 პუნქტები, მე-6 მუხლის მე-5 პუნქტი, მე-9 მუხლი და მე-10 მუხლის პირველი, მე-2, მე-8 და მე-11 პუნქტები ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან;“; ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები: „გ) მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი და მე-6 მუხლის მე-6 და მე-8 პუნქტები ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან; დ) მე-4 მუხლის მე-7 პუნქტი, მე-5 მუხლის მე-6 პუნქტი და მე-10 მუხლის მე-3 − მე-7, მე-9, მე-10, მე-12 და მე-13 პუნქტები ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან.“. 2. დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. მცენარეული საფარის დასაცავად კრიტიკულ დონესთან შესაბამისობის შეფასების მიზნით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე წარმოდგენილი უნდა იყოს მინიმუმ ერთი დაკვირვების წერტილი.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები