„2025 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის“ დამტკიცების შესახებ

„2025 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის“ დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 441
დოკუმენტის მიმღები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/12/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/12/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2025
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2026
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.157.016545
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
441
27/12/2024
ვებგვერდი, 28/12/2024
010250050.35.157.016545
„2025 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის“ დამტკიცების შესახებ
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (28/12/2024 - 26/12/2025)

 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №441

2024 წლის 27 დეკემბერი

ქ. თეთრიწყარო

 

„2025 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის“ დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს „2025 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამა“ დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს „2024 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29 დეკემბრის №405 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 30.12.2023 წ., სარეგ. კოდი:  010250050.35.157.016509).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა თედორაძე



დანართი
2025 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამა

თავი I

ზოგადი დებულებები

მუხლი 1. პროგრამის რეგულირების სფერო

1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, წინამდებარე პროგრამა აწესრიგებს მათთვის მატერიალური დახმარების მიზნით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტიდან „სოციალური დაცვის“ მუხლში გათვალისწინებული სოციალური დახმარებების დანიშვნასთან და გაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარებების დანიშვნასა და გაცემაზე უფლებამოსილ უწყებას, ადგენს სოციალური დახმარების სახეებს, მათი დანიშვნისა და გაცემის ძირითად სახელმძღვანელო პრინციპებს.

2. დახმარების გაცემის აუცილებელი პირობაა, მოქალაქეს (გარდა იძულებით გადაადგილებული პირისა) 2025 წლის პირველი იანვრიდან ჰქონდეს უწყვეტი რეგისტრაცია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

3. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის სოციალური დახმარებების გასაცემად საკითხების წინასწარი მომზადების, განხილვის, გადაწყვეტილებათა მომზადებისა და შესრულებისათვის ხელის შეწყობის მიზნით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, არანაკლებ 5 (ხუთი) კაცის შემადგენლობით იქმნება სოციალური დახმარებების გამცემი მუდმივმოქმედი კომისია (შემდგომ ,,კომისია), რომელიც წარმოადგენს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის მუდმივმოქმედ კოლეგიურ ორგანოს.

4. კომისიის უფლებამოსილება, სტრუქტურა და კომისიის წევრთა უფლება-მოვალეობები, აგრეთვე კომისიის მუშაობის წესი რეგულირდება ,,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის სოციალური დახმარებების გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის დებულებით“, რომელსაც ამტკიცებს მუნიციპალიტეტის მერი.

თავი II

სოციალური დახმარების სახეები

მუხლი 2. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების სახეები

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების სახეებია:

ა) ფულადი სოციალური დახმარება;

ბ) არაფულადი სოციალური დახმარება;

მუხლი 3. ფულადი სოციალური დახმარების სახეები

1. ფულადი სოციალური დახმარების სახეები, რომლებიც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაცემას ექვემდებარება, შემდეგია:

ა) დედ-მამით ობოლი ბავშვების ყოველთვიური დახმარება;

ბ) მრავალშვილიანი ოჯახების ყოველთვიური დახმარება;

გ) დიალიზის პროგრამაში ჩართულ პირთა ყოველთვიური დახმარება ტრანსპორტირების დაფინანსების მიზნით;

დ) უსახლკაროთა ქირით უზრუნველყოფა.

ე) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილე მეომრების, საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის  მონაწილე მებრძოლთან და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებთან გათანაბრებული პირების სარიტუალო მომსახურება;

ვ) სოციალურად დაუცველი ოჯახის მიცვალებულის  სარიტუალო მომსახურება;

ზ) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლების მონაწილე მეომართა და  ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახების დახმარება;

თ) ხანდაზმულ (90 წლის და უფროსი ასაკის) პირთა ფულადი დახმარება;

ი) შეზღუდული შესაძლებლობის მქობე ბავშვთა დახმარება;

კ) დედით, ან მამით ობოლი ბავშვების დახმარება;

ლ) იძულებით გადაადგილებული, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთჯერადი დახმარება;

მ)   ოჯახების სოციალური დახმარება ბავშვის შეძენის შემთხვევაში და 0-დან 3 წლამდე ასაკის ტყუპი ბავშვის ყოლისას. 

ნ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მატარებელ პირთა, მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შშმ ვეტერანების დახმარება;

ო) მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირთა დახმარება(არასრულწლოვანი შვილის/ შვილების ყოლის შემთხვევაში);

პ)  ძალადობის მსხვერპლთა (მათ შორის, ოჯახში ძალადობის ან/და ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლთა), სახელმწიფო მზრუნველობიდან ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნებულ (რეინტეგრირებულ) ბავშვთა ოჯახის,  სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების დამოუკიდებელი ცხოვრების მხარდაჭერა, ასევე პენიტენციური დაწესებულებიდან ახლადგამოსული, ოჯახის მხარდაჭერის გარეშე დარჩენილ პირთა დახმარება.

2.  ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი სოციალური დახმარების სახეებიდან მრავალშვილიანი ოჯახების, დედ-მამით ობოლი ბავშვების, დიალიზის პროგრამაში ჩართული პირთა ტრანსპორტირების დაფინანსების მიზნით დახმარებები და უსახლკაროთა ქირით უზრუნველყოფა ყოველთვიური ხასიათისაა და მთელი წლის განმავლობაში გაიცემა, ხოლო სოციალური დახმარების სხვა დანარჩენი სახეები ერთჯერადი ხასიათისაა და მათი გაცემა კალენდარული წლის განმავლობაში ერთხელ ხდება.

მუხლი 4. არაფულადი სოციალური დახმარების სახეები

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია შემდეგი სახის არაფულადი სოციალური დახმარებები:

ა) სამედიცინო მომსახურების, ასევე დიაგნოსტიკური კვლევების,  პალიატიური მომსახურების და თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შედეგად განვითარებული მდგომარეობის   სარეაბილიტაციო  მომსახურების დაფინანსება/თანადაფინანსება.

ბ) მედიკამენტებით უზრუნველყოფა;

გ) სოციალურად დაუცველი მოსახლეობის უფასო კვებით უზრუნველყოფა;

თავი III

ყოველთვიური ფულადი სოციალური დახმარების ბენეფიციართა კატეგორიები და საჭირო დოკუმენტაცია

 მუხლი 5. დედ-მამით ობოლი ბავშვების დახმარება

1.თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ 18 წლამდე ასაკის, დედ-მამით ობოლ ბავშვებს გაეწევათ სოციალური დახმარება ყოველთვიურად, 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;

2. დახმარების დასანიშნად დედ-მამით ობოლი ბავშვის ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა, ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) ცნობა მეურვედ დანიშვნის შესახებ;

ბ) მეურვის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ბავშვის/ბავშვების დაბადების მოწმობის ასლი;

დ) ბენეფიციარის/ბენეფიციარების მშობლების გარდაცვალების მოწმობების ასლები;

ე) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი;

მუხლი 6. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება

1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მრავალშვილიან (ოთხი და მეტი შვილი) ოჯახს, რომელსაც ჰყავს ოთხი და მეტი არასრულწლოვანი შვილი, გაეწევა ყოველთვიური ფულადი დახმარება, 18 წლამდე ასაკის თითოეულ ბავშვზე 20 (ოცი) ლარის ოდენობით.

2. დახმარების გაცემის აუცილებელ პირობას წარმოადგენს ორივე მშობლის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრაცია;

3. დახმარების დასანიშნად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულმა  მშობელმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;

ბ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;

გ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი;

მუხლი 7. იალიზის  სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პირთა დახმარება ტრანსპორტირების დაფინანსების მიზნით

1. დიალიზის  სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ პირთა ყოველთვიური დახმარება ტრანსპორტირების დაფინანსების მიზნით განისაზღვროს 200 (ორასი) ლარით.

2. დახმარების დასანიშნად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულმა  პირმა, ან მისმა უფლებამოსილმა წარმომადგენელმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) დახმარების მიმღების პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) სამედიცინო დაწესებულებიდან ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ(ფორმაNIV–100/ა);

გ) ბენეფიციარის საბანკო რეკვიზიტი;

მუხლი 8.უსახლკაროთა ქირით უზრუნველყოფა

1. უსახლკაროდ რეგისტრირებული პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თავშესაფრით უზრუნველყოფის მიზნით, ქირის საფასური განისაზღვროს ყოველთვიურად არაუმეტეს 200 (ორასი) ლარის ოდენობით.

2. დახმარების მისაღებად უსახლკაროდ რეგისტრირებულმა პირმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) უძრავი ქონების ქირავნობის ხელშეკრულება ;

გ) გამქირავებლის პირადობის მოწმობის ასლი;

დ) გამქირავებლის საბანკო რეკვიზიტი;

ე) განახლებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (რომლითაც დასტურდება ქირავნობა);

მუხლი 9. პროგრამის მესამე თავით გათვალისწინებული სოციალური  დახმარების გაცემის წესი

ამ თავში მითითებული სოციალური დახმარებები დაინიშნება სოციალური დახმარების გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის დასკვნის გათვალისწინებით და გაიცემა ყოველთვიურად, მუნიციპალიტეტის მერის მიერ გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.

თავი IV

 ერთჯერადი ფულადი დახმარების ბენეფიციართა კატეგორიები და საჭირო დოკუმენტაცია

მუხლი 10. საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის მონაწილე მეომრებისა, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთან გათანაბრებული  და მარჩენალდაკარგული პირების  სარიტუალო მომსახურება

1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის მონაწილე მეომრის, ასევე საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის მონაწილე მებრძოლთან და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთან გათანაბრებული პირის ან მარჩენალდაკარგული პირის გარდაცვალების შემთხვევაში დაკრძალვის ხარჯებისათვის ოჯახის სრულწლოვან წევრზე გაიცემა ერთჯერადი სოციალური დახმარება 300 (სამასი)ლარის ოდენობით.

2. დახმარების მისაღებად დაღუპულის ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) შესაბამისი სტატუსის დამდგენი პლასტიკური ბარათის ქსეროასლი, ან ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან;

ბ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;

გ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი;

ე) იძულებით გადაადგილებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვლილი პირის და განმცხადებლის დევნილის მოწმობა;

ვ) პირის ოჯახის წევრებად ჩაითვლება: მეუღლე, მშობელი, შვილი, და-ძმა, ბებია-პაპა, კანონიერი მეურვე, იძულებით გადაადგილებული პირის შემთხვევაში იგივე სარეგისტრაციო ნომრით რეგისტრირებული პირი(იგპ მოწმობის მიხედვით).  

მუხლი 11. სოციალურად დაუცველი ოჯახის მიცვალებულის  სარიტუალო     მომსახურება

1. აღნიშნული დახმარება გაეწევა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იმ სოციალურად დაუცველ ოჯახს, რომლის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65 000-ს;

2. სოციალურად დაუცველის გარდაცვალების შემთხვევაში, დაკრძალვის ხარჯებისათვის ოჯახის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ  სრულწლოვან წევრზე გაიცემა ერთჯერადი სოციალური დახმარება 300 (სამასი) ლარის ოდენობით;

3. დახმარების მისაღებად დაღუპულის ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) პირის გარდაცვალების მოწმობის ასლი;

 ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი, იძულებით გადაადგილებული პირის შემთხვევაში, დევნილის მოწმობაც;

გ) ცნობა სოციალურად დაუცველთა ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის თაობაზე.  

დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი;

4. გარდაცვლილი პირის ოჯახის წევრად ჩაითვლება სოციალურად დაუცველთა ერთიან მონაცემთა ბაზაში იმავე საიდენტიფიკაციო კოდით რეგისტრირებული პირი.

მუხლი 12. საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლების მონაწილე მეომართა და  ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახების დახმარება

1. ამ მუხლით გათვალისწინებულია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის კოდით (822) რეგისტრირებული, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის  ბრძოლების მონაწილე მეომრებისა და ბრძოლებში დაღუპულთა ოჯახების დახმარება:

2. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის კოდით - 822) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლების მონაწილე მეომრები მიიღებენ ერთჯერად დახმარებას 300 (სამასი) ლარის ოდენობით, ხოლო  ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახები მიიღებენ ფულად დახმარებას 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;

3. საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლების მონაწილე მეომარმა დახმარების მისაღებად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) ვეტერანის მოწმობის ასლი,

გ) საბანკო რეკვიზიტი.

მუხლი 13. ხანდაზმულ (90 წლის და უფროსი ასაკისპირთა ფულადი დახმარება

1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ხანდაზმული - 90 წლის და უფროსი ასაკის პირის ერთჯერადი დახმარება განისაზღვროს 100 (ასი) ლარის ოდენობით, ხოლო 100 წლის და უფროსი ასაკის პირთა ერთჯერადი დახმარება -1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.

2. დახმარების მისაღებად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული  ხანდაზმული (90 წლის და უფროსი ასაკის) პირის, ან მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრის მიერ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენილი უნდა იქნეს:

 ა) ხანდაზმული პირის პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი

გ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი;

დ) ნათესაური კავშირის/კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი რაიმე სახის დოკუმენტი/დოკუმენტები.

ე) პირის ოჯახის წევრად შეიძლება ჩაითვალოს: მეუღლე, შვილი, შვილიშვილი, და ან ძმა, კანონიერი წარმომადგენელი, ან სოციალურად დაუცველთა ამონაწერში მასთან   რეგისტრირებული პირი.

მუხლი 14. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დახმარება.

1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვროს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;

2.დახმარების მისაღებად ბენეფიციარის, ან კანონიერი წარმომადგენლის მიერ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენილი უნდა იქნეს:

 ა) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

 ბ) ბენეფიციარის დაბადების მოწმობის ასლი;

 გ) შშმ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

 დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი;

 ე) ნათესაური კავშირის/კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი რაიმე სახის  დოკუმენტი/დოკუმენტები.

მუხლი 15. დედითან მამით ობოლი ბავშვების დახმარება

1. დედით, ან მამით ობოლ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ  18 წლამდე ასაკის ბავშვებს გაეწევათ ერთჯერადი სოციალური დახმარება 200 (ორასი) ლარის ოდენობით;

2. დახმარების მისაღებად განმცხადებელმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) მშობლის (დედის, ან მამის) გარდაცვალების მოწმობის ასლი;

ბ) ბავშვის (ბავშვების) დაბადების მოწმობის ასლი;

გ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი;

დ) ნათესაური კავშირის/კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი რაიმე სახის დოკუმენტი/დოკუმენტები.

3. განმცხადებელი შეიძლება იყოს: მშობელი, სრულწლოვანი და ან ძმა, ბებია, პაპა ან კანონიერი წარმომადგენელი;

მუხლი 16. იძულებით გადაადგილებული, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთჯერადი დახმარება.

1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დროებით საცხოვრებელი ადგილის (რეგისტრაციის) მქონე იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახებზე, რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65 000-ს და არიან სოციალური დახმარების მიმღები, ერთჯერადი სოციალური დახმარება განისაზღვროს 100 (ასი) ლარის ოდენობით;

2. დახმარების მისაღებად იძულებით გადაადგილებული ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) იძულებით გადაადგილებული პირის - (დევნილის) დამადასტურებელი მოწმობა;

გ) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან“ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ამონაწერი;

დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი.

მუხლი 17.  ოჯახების სოციალური დახმარება ბავშვის შეძენის შემთხვევაში და 0-დან 3 წლამდე ასაკის ტყუპი ბავშვის ყოლისას.

1. პროგრამის ფარგლებში:

ა) 2025 წელს  ბავშვის   დაბადების  შემთხვევაში,  დახმარება გაეწევა იმ ოჯახებს, რომლებიც  ვერ სარგებლობენ ამ პროგრამის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ დახმარებით და არცერთ მშობელს არ აქვს  მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პირის სტატუსი, ერთჯერადად  200 (ორასი) ლარის ოდენობით. 

ბ) 0-დან 3 წლამდე ასაკის ტყუპი ბავშვების მშობლებს, ოჯახის გაძლიერებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ერთჯერადად 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.   

2. დახმარების გაცემის აუცილებელ პირობას წარმოადგენს ორივე მშობლის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრაცია;

3.  დახმარების მისაღებად ერთ-ერთმა მშობელმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) ორივე მშობლის პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) ბავშვის/ბავშვების დაბადების მოწმობების ასლები;

გ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი;

დ) ორივე მშობლის სრული სარეგისტრაციო ინფორმაცია სამოქალაქო რეესტრიდან;

მუხლი 18. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მატარებელ პირთა და ვეტერანების დღის (17 ოქტომბერი) აღსანიშნავად მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შშმ ვეტერანების დახმარება

1.  დახმარება გაიცემა:

ა) თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ  მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მატარებელ პირებზე და  მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატულ შშმ ვეტერანებზე.   დახმარება გაიცემა წელიწადში ერთხელ,  500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;

ბ) სოციალურად დაუცველი (0-დან 120 000 ქულამდე) ეტლით მოსარგებლისა და სხვა შეზღუდვის მქონე  მკვეთრად გამოხატული შშმ პირისთვის და   შშმ ბავშვისთვის  საცხოვრებელი  გარემოს გაუმჯობესების/ადაპტირების მიზნით 2000 (ორი ათასი) ლარის ფარგლებში.

2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა, ან მისი ოჯახის წევრმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) შშმ პირის  სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) ბენეფიციარის პირადობის/დაბადების მოწმობის ასლი;

დ) განმცხადებლის, ან ბენეფიციარის  საბანკო რეკვიზიტი;

 ე) ვეტერანის შემთხვევაში ომის მონაწილის პლასტიკური ბარათის ქსეროასლი, ან ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან;

ვ) ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან დოკუმენტი მხარდამჭერ პირად ცნობის შესახებ.

ზ) საცხოვრებელი  გარემოს გაუმჯობესების/ადაპტირებისთვის  განცხადება უნდა შეიცავდეს დაწვრილებით ინფორმაციას საჭიროებების თაობაზე, მას თან შესაძლოა ერთვოდეს საჭირო მასალის ან/და ინვენტარის ინვოისი, ამონაწერი  „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან“.  კომისია გადაწყვეტილებას მიიღებს  შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათის გათვალისწინებით.

3. განმცხადებელი შეიძლება იყოს ბენეფიციარი, მისი მშობელი, მეუღლე, შვილი, და/ძმა, ან მხარდამჭერი პირი.

მუხლი 19. მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირთაახმარება (არასრულწლოვანი შვილის/ შვილების ყოლის შემთხვევაში)

1. პროგრამის ფარგლებში დახმარება გაეწევა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ  მარტოხელა მშობელს;

2. დახმარება გაიცემა წელიწადში ერთხელ, 300 (სამასი) ლარის ოდენობით;

3. დახმარების მისაღებად მარტოხელა მშობელმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) მარტოხელა მშობლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი(ცნობა);

გ) ბავშვის/ბავშვების დაბადების მოწმობის ასლი;

დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი;

მუხლი 20. ძალადობის მსხვერპლთა (მათ შორის, ოჯახში ძალადობის ან/და ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლთა),  სახელმწიფო მზრუნველობიდან ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნებულ (რეინტეგრირებულ) ბავშვთა ოჯახის,   სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების დამოუკიდებელი ცხოვრების მხარდაჭერა, ასევე პენიტენციური დაწესებულებიდან ახლადგამოსული, ოჯახის მხარდაჭერის გარეშე დარჩენილ პირთა დახმარება.

1. პროგრამის ფარგლებში დახმარება გაეწევა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ, ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირს, ოჯახში ძალადობის ან/და ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლს,  რეინტეგრირებულ  ბავშვთა ოჯახებს,  სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული 18-დან 24 წლის ახალგაზრდებს, რომლრბმაც ზრუნვის სისტემაში გაატარეს არანაკლებ 2 წელი, ასევე პენიტენციური დაწესებულებიდან ახლადგამოსული, ოჯახის მხარდაჭერის გარეშე დარჩენილ პირებს.

2. დახმარება გაიცემა წელიწადში ერთხელ, 1000 (ათასი) ლარის ოდენობით;

3. დახმარების მისაღებად მოქალაქემ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ბ)ძალადობის მსხვერპლმა - სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი, რეინტეგრირებული ბავშვის მშობელმა -  მეურვეობა-მზრუნველობის საბჭოს გადაწყვეტილება ბავშვის ოჯახში დაბრუნების თაობაზე და ბავშვის დაბადების მოწმობა.

გ) ოჯახში ძალადობის, ან/და ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლმა - შესაბამისი სამართლებრივი, ან სასამართლო ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტის, ან სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა ბოლო 6 თვის განმავლობაში აღნიშნული სააგენტოს სერვისით (თავშესაფრით, კრიზისული ცენტრით, უფასო იურიდიული და ფსიქოლოგიური მხარდაჭერით) სარგებლობის შესახებ.

დ) სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასულმა ახალგაზრდამ - შესაბამისი უწყების მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება პროგრამის ბენეფიციარის სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასვლა (სახელმწიფო ზრუნვის ფორმის, დაწყებისა და დამთავრების თარიღის მითითებით).

ე) პენიტენციური დაწესებულებიდან ახლადგამოსულმა პირმა - ცნობა შესაბამისი უწყებიდან და წარმომადგენლის შუამდგომლობა.

ვ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი;

მუხლი 21. პროგრამის მეოთხე თავით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის წესი

წინამდებარე პროგრამის მეოთხე თავით გათვალისწინებული სოციალური დახმარებებიდან თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრებ მოქალაქეზე დახმარება გაიცემა სოციალური დახმარებების გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის დასკვნის გათვალისწინებით (მე-15 და მე-19 მუხლებით, ასევე მე-12 და მე-18 მუხლებით გათვალისწინებული დახმარებებიდან  გაიცემა ერთ-ერთი) მუნიციპალიტეტის მერის მიერ გამოცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.

თავი V

არაფულადი სოციალური დახმარების ბენეფიციართა კატეგორიები და საჭირო დოკუმენტაცია

მუხლი 22. სამედიცინო მომსახურების, ასევე დიაგნოსტიკური კვლევების,    პალიატიური მომსახურების  და თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შედეგად განვითარებული მდგომარეობის რეაბილიტაციის დაფინანსება/თანადაფინასება.

1. პროგრამის ფარგლებში:

ა) სამედიცინო მომსახურებისას, როდესაც პაციენტის თანაგადასახდელი თანხის ოდენობა არ აღემატება 3000 ლარს, მერიის მხრიდან დასაფინანსებელი თანხის ოდენობა განისაზღვროს, არაუმეტეს სამედიცინო დაზღვევის (საყოველთაო ჯანდაცვა, რეფერალური პროგრამა, ან კერძო დაზღვევა) მიერ დაფინანსებული თანხის პროცენტული ოდენობისა, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც მომსახურება არ ფინანსდება  მზღვეველის მიერ, დაფინანსება განხორციელდება წარმოდგენილი კალკულაციის მიხედვით, არაუმეტეს 70%-ით  კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად.

ბ) სამედიცინო მომსახურებისას პაციენტთათვის, რომელთა მხრიდან თანაგადასახდელი თანხის ოდენობა არ აღემატება 100 (ასი) ლარს, მომსახურება არ დაფინანსდება.

გ) დიაგნოსტიკური კვლევების საჭიროებისას, სოციალურად დაუცველ მოქალაქეთათვის, რომელთაც ესაჭიროებათ სამედიცინო კვლევა და გააჩნიათ 0-დან 65 000-ის ჩათვლით სოციალური სარეიტინგო ქულა, ასევე ძალადობის მსხვერპლთა (მათ შორის ოჯახში ძალადობის ან/და ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლთათვის), დაფინანსება განისაზღვრება წარმოდგენილი კალკულაციის 100%-მდე, ხოლო დანარჩენი მოქალაქეებისათვის - 80%-მდე.

დ) პალიატიური მომსახურების დაფინანსება/თანადაფინანსება განისაზღვროს წარმოდგენილი კალკულაციის შესაბამისად, არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარისა.

ე) თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შედეგად განვითარებული მდგომარეობის რეაბილიტაციის თანადაფინანსება  განისაზღვროს მზღვეველის  მიერ დაფინანსებული თანხის პროცენტული ოდენობის შესაბამისად.

2. სტაციონარში მოთავსებულ პაციენტთა დასაფინანსებლად დოკუმენტაციის მერიაში წარდგენის ვადად განისაზღვროს სამედიცინო დაწესებულების მიერ ცნობის (ფორმა # IV– 100/ა) გაცემის თარიღიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღე.

ბენეფიციარი მუნიციპალიტეტიდან იღებს საგარანტიო წერილს სამედიცინო დაწესებულებაში წარსადგენად. თანხა ჩაირიცხება შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე, შესაბამისი მომართვისა და შესრულებული სამუშაოს ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენის შემდეგ, მუნიციპალიტეტის მერის მიერ გამოცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე. სამედიცინო დაწესებულებიდან საბოლოო ანგარიშსწორებისთვის საჭირო  სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადად  განისაზღვროს საგარანტიო წერილის გაცემიდან 2 თვე.

3. დასრულებული სამედიცინო მომსახურების შემთხვევაში ანგარიშსწორება განხორციელდეს პირდაპირი ჩარიცხვის წესით, არაუმეტეს 500 (ხუთასი)  ლარისა.  პაციენტთა დასაფინანსებლად დოკუმენტაციის მერიაში წარდგენის ვადად განისაზღვროს სამედიცინო დაწესებულების მიერ ცნობის (ფორმა # IV– 100/ა) გაცემის თარიღიდან არაუგვიანეს მესამე სამუშაო დღე.

4. დახმარების მისაღებად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენილი უნდა იქნეს:

ა) განმცხადებლის/ ბენეფიციარის  პირადობის მოწმობის ასლი;

 ბ) შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებიდან ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N IV–100/ა);

 გ) ანგარიშ-ფაქტურა (კალკულაცია);

 დ) ინფორმაცია მზღვეველის მიერ დაფინანსებული თანხის ოდენობის შესახებ, ან ოფიციალური დოკუმენტი უარის თაობაზე.

ე) დასრულებული სამედიცინო მომსახურების შემთხვევაში დოკუმენტი კლინიკის მიმართ დავალიანების არსებობის თაობაზე;

ვ) არსებობის შემთხვევაში, ცნობა სოციალურად დაუცველთა ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის თაობაზე, ძალადობის მსხვერპლმა – სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი, ოჯახში ძალადობის ან/და ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლმა – შესაბამისი სამართლებრივი, ან სასამართლო ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტის, ან სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა ბოლო 6 თვის განმავლობაში აღნიშნული სააგენტოს სერვისით (თავშესაფრით, კრიზისული ცენტრით, უფასო იურიდიული და ფსიქოლოგიური მხარდაჭერით) სარგებლობის შესახებ.

 მუხლი 23. მედიკამენტებით უზრუნველყოფა

1. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ, სოციალური სააგენტოს მონაცემთა ერთიან ბაზაში (0-დან 120 000 ქულის ჩათვლით) რიცხულ მოქალაქეებზე, აგრეთვე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე, ვეტერანებზე და  ვეტარანთან გათანაბრებულებზე, მარჩენალდაკარგულ პირებზე, ძალადობის მსხვერპლზე (მათ შორის, ოჯახში ძალადობის ან/და ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლზე) გაიცემა სოციალური დახმარება მედიკამენტების შესაძენად არაუმეტეს 200 (ორასი) ლარისა.

2.  პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ძვირადღირებული (არანაკლებ 200 -ლარიანი) არაუმეტეს ორი ინექციის დაფინანსება, სოციალური სტატუსის მიუხედავად;

3. დახმარების მისაღებად განმცხადებელმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ბ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N IV – 100/ა);

გ) შესაბამისი სააფთიაქო/ სამედიცინო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურა;

დ) ცნობა სოციალურად დაუცველთა ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის თაობაზე, ან  შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ან ვეტერანის/ვეტერანთან გათანაბრებულის/მარჩენალდაკარგული პირის  მოწმობა,  ან ძალადობის მსხვერპლმა – სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან, ოჯახში ძალადობის ან/და ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლმა – შესაბამისი სამართლებრივი, ან სასამართლო ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტის, ან სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა ბოლო 6 თვის განმავლობაში აღნიშნული სააგენტოს სერვისით (თავშესაფრით, კრიზისული ცენტრით, უფასო იურიდიული და ფსიქოლოგიური მხარდაჭერით) სარგებლობის შესახებ;

4.  ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით გათვალისწინებული დახმარების გასაწევად თანხა ჩაირიცხება შესაბამისი სააფთიაქო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე, სოციალური დახმარებების გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის დასკვნის გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტის მერის მიერ გამოცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე, ხოლო სამედიცინო დაწესებულებიდან წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურის შემთხვევაში  გაიცემა საგარანტიო წერილი.  ამ შემთხვევაში საბოლოო ანგარიშსწორებისთვის საჭირო  სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადად  განისაზღვროს საგარანტიო წერილის გაცემიდან 3 თვე.

მუხლი 24. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის უფასო კვებით უზრუნველყოფა.

1. წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული დახმარება სუბსიდირების სახით გაიცემა მერიის მიერ შესაბამისი მიზნებისათვის დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,თეთრიწყაროს სკოლამდელი აღზრდა-განათლებისა და სოციალურად დაუცველთა დახმარების ცენტრის“ სახელზე და ხმარდება ქ. თეთრიწყაროში ფაქტობრივად მცხოვრებ, ცხელი სადილის ადგილზე მომხმარებელ იმ ბენეფიციარებს, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 65 000-ს და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში ფაქტობრივად მცხოვრებ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 1000-ს. აგრეთვე  სარეიტინგო ქულის მიუხედავად, მერის წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე.

2. 2025 წლის 1 იანვრიდან ა(ა)იპ ,,თეთრიწყაროს სკოლამდელი აღზრდა-განათლებისა და სოციალურად დაუცველთა დახმარების ცენტრმა“ ექვს თვეში ერთხელ უზრუნველყოს ბენეფიციართა რეესტრის გადამოწმება ბენეფიციარის სოციალური მდგომარეობის ამსახველი სარეიტინგო ქულებისა და  მერის წარმომადგენლების წერილობითი დასაბუთების საფუძველზე და შესაბამისად, განახორციელოს სიის ცვლილება.  საჭიროების შემთხვევაში ჩამოაყალიბოს მომლოდინეთა რიგი. რეკომენდებული ოჯახის  ძირითად სიაში ჩარიცხვა  განახორციელოს ოჯახის რეალური სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის,  ოჯახში მცირეწლოვან ბავშვთა,  ძალადობის მსხვერპლთა (მათ შორის, ოჯახში ძალადობის ან/და ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლთა) და შშმ პირთა გათვალისწინებით.

3. დახმარების მისაღებად მოქალაქე მიმართავს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერს შემდეგი დოკუმენტაციით:

ა) ოჯახის ყველა წევრის პირადობის მოწმობის ასლები (არასრულწლოვანის შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი);

ბ) ცნობა სარეიტინგო ქულების შესახებ – ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან.

გ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა.

დ) არსებობის შემთხვევაში, ოჯახის/პირის სოციალური მდგომარეობის ამსახველი სხვა დამატებითი დოკუმენტი

4. ა(ა)იპ ,,თეთრიწყაროს სკოლამდელი აღზრდა-განათლებისა და სოციალურად დაუცველთა დახმარების ცენტრის“ მიერ ბენეფიციარის რეესტრში ჩარიცხვა ხდება სოციალური დახმარებების გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე.

მუხლი 25. პროგრამის მეხუთე თავით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის წესი

წინამდებარე პროგრამის მეხუთე თავში გათვალისწინებული სოციალური დახმარებები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მოქალაქეებზე კალენდარული წლის განმავლობაში, სოციალური დახმარებების გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის დასკვნის გათვალისწინებით, გაიცემა მხოლოდ ერთხელ (ხოლო 22-ე და 23-ე მუხლებით გათვალისწინებული დახმარებებიდან გაიცემა ერთ-ერთი), მუნიციპალიტეტის მერის მიერ გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე.

თავი VI

სოციალური დახმარების გაცემის განსაკუთრებული პირობები და დასკვნითი დებულებები

მუხლი 26. სოციალური დახმარების გაცემის განსაკუთრებული პირობები               

სამედიცინო მომსახურების დაფინანსება/თანადაფინანსება, როდესაც პაციენტის მიერ გადასახდელი/თანაგადასახდელი თანხა აღემატება 3000 (სამი ათასი) ლარს, მიუხედავად მზღვევეილს მიერ დაფინანსებული თანხის ოდენობისა,  ასევე  გარკვეული მოწყვლადი კატეგორიისთვის ჯანმრთელობის მძიმე  მდგომარეობით, ან სოციალური პრობლემით გამოწვეული საჭიროებისას, დახმარება გაიცემა შესაბამის დოკუმენტაციაზე დაყრდნობით,   კომისიის სარეკომენდაციო დასკვნის გათვალისწინებით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის – საგარანტიო წერილის/ბრძანების საფუძველზე, არაუმეტეს 3000 (სამი ათასი) ლარისა, წინამდებარე პროგრამის სხვა მუხლებით სარგებლობის მიუხედავად.

თანხის პირად ანგარიშზე ჩარიცხვა განიხილება მხოლოდ საზღვარგარეთ მკურნალობის შემთხვევაში, შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე.

მუხლი 27. დასკვნითი დებულებები

1. წინამდებარე პროგრამას მერის წარდგინებით ამტკიცებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

2. პროგრამაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. თუ ამ პროგრამის ნორმა ბათილად იქნა ცნობილი, ეს არ მოახდენს გავლენას მთლიანად პროგრამის მართებულობაზე, ბათილი ნორმის ნაცვლად გამოიყენება წესი (ნორმა), რომელიც ძალაშია.