„დაცული ტერიტორიების უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემისა და სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 10 მაისის №235 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 450
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/12/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/12/2024
სარეგისტრაციო კოდი 040110050.10.003.024845
450
27/12/2024
ვებგვერდი, 28/12/2024
040110050.10.003.024845
„დაცული ტერიტორიების უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემისა და სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 10 მაისის №235 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №450

2024 წლის 27 დეკემბერი

   ქ. თბილისი

„დაცული ტერიტორიების უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემისა და სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 10 მაისის №235 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „დაცული ტერიტორიების უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემისა და სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 10 მაისის №235 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/05/2022, 040110050.10.003.023446) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „დაცული ტერიტორიების უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემისა და  სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის წესის“ პირველი მუხლის:

1. მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ქონების სარგებლობაში გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცული ტერიტორიების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), სამინისტროსთან შეთანხმებით, ხოლო „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის 2​2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში − აგრეთვე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ორგანოს წარდგინების საფუძველზე.“.

2. მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე