დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამხედრო-საექიმო და სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 11 მაისის №69 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 94 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/12/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2024 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140030000.22.034.017519 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამხედრო-საექიმო და სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 11 მაისის №69 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 13/05/2020, 140030000.22.034.017001) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამედიცინო შემოწმებისა და ექსპერტიზის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ.“. 2. ბრძანების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1 დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამედიცინო შემოწმებისა და ექსპერტიზის ჩატარების თანდართული წესი“. 3. ბრძანებით დამტკიცებული წესის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამედიცინო შემოწმებისა და ექსპერტიზის ჩატარების წესი.“; ბ) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა (შემდგომ – სამინისტრო) და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში (შემდგომ – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური) სამედიცინო შემოწმებისა და ექსპერტიზის ორგანიზებასა და ჩატარების წესს.“. გ) მე-2 მუხლის: გ.ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ექსპერტიზის გავლის გზით (შემდგომ – ექსპერტიზა);“; გ.ბ) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სამინისტროში ან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სპეციალური წოდებით მისაღები პირი, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;“; გ.გ) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე;“; დ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ცენტრალური სამედიცინო კომისია (ცსკ) (შემდგომ – ცსკ);“; ე) მე-6 მუხლი ამოღებულ იქნეს; ვ) მე-7 მუხლის: ვ.ა) 51 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „51. ექსპერტიზას დაქვემდებარებული პირი ვალდებულია ექსპერტიზის გასავლელად ცსკ-ს წარუდგინოს სამხედრო აღრიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ იგი იმყოფება სამხედრო აღრიცხვაზე.“; ვ.ბ) 61 და 62 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „61. სამინისტროს გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) მიმართვის საფუძველზე, ცსკ აფასებს მოსამსახურის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობას და იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) მოსამსახურის ფსიქიატრიული ექსპერტიზის (სტაციონარული) ჩატარების საჭიროების შესახებ; ბ) მოსამსახურის ფსიქიატრიული ექსპერტიზის (სტაციონარული) ჩატარების საჭიროების არარსებობის შესახებ. 62. ამ მუხლის 61 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსამსახურე ვალდებულია ფსიქიატრიული ექსპერტიზის (სტაციონარული) ჩატარების მიზნით მიმართოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, რომლის დასკვნასაც წარუდგენს ცსკ-ს. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა წარმოადგენს სამინისტროს მოსამსახურის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველს.“; ვ.გ) მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „17. სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის იმ მოსამსახურეებს, რომლებსაც სამინისტროში, გავლილი აქვთ „საქართველოს სამხედრო ძალებში სამხედრო-საექიმო წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 1996 წლის 26 დეკემბრის № 360 ბრძანების დანართით გათვალისწინებული დაავადებათა ცხრილის III და IV გრაფებით სამხედრო-საექიმო შემოწმება, ამ წესის შესაბამისად „შემდგომი სამსახურისთვის“ ვარგისიანობის კატეგორიით ექსპერტიზას გაივლიან ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ცხრილების II და III გრაფებით.“; ვ.დ) მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „18. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ დაავადებათა ცხრილების II-III გრაფების შესაბამისად, ექსპერტიზის გასავლელად დაიშვება პირი, ამავე მუხლის 51 პუნქტით გათვალისწინებული სამხედრო აღრიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტისა და საჭიროებისამებრ, ცსკ-ს მოთხოვნით, შეზღუდვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში, თუ იგი იმყოფება სამხედრო აღრიცხვაზე და წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისთვის შესაბამისობის კატეგორიების მიხედვით, ცნობილ იქნა: ა) შესაბამისად სამხედრო სამსახურისთვის უმნიშვნელო შეზღუდვით; ბ) შეზღუდულად შესაბამისად სამხედრო სამსახურისთვის; გ) დროებით შეუსაბამოდ სამხედრო სამსახურისთვის.“; ზ) მე-8 მუხლის: ზ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სამედიცინო შემოწმების/ექსპერტიზის გასასვლელად წარდგენილმა კანდიდატმა უნდა შეავსოს წერილობითი ინფორმირებული თანხმობის ბლანკი სამედიცინო შემოწმების/ექსპერტიზის გავლისა (სამედიცინო შემოწმების/ექსპერტიზის გავლის საჭიროების შესახებ, სამედიცინო შემოწმების/ექსპერტიზის გავლისა და შემდგომი შედეგების შესახებ, განზრახული სამედიცინო და ფსიქოლოგიური კვლევების შესახებ, სამედიცინო კვლევებზე უარის თქმის შესახებ, კვლევების პროცესში დაშვებული აუდიო-ვიზუალური კონტროლის შესახებ (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისებისა)) და მისი პერსონალური მონაცემების, შენახვის, გაცვლის ან სხვაგვარად დამუშავებაზე თანხმობის შესახებ (წესის დანართი №3).“; ზ.ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. სამედიცინო შემოწმებასა და ექსპერტიზას დაქვემდებარებულ პირს უტარდება ზოგადი ქირურგის, შინაგანი მედიცინის სპეციალისტის, ნევროპათოლოგის, ფსიქიატრის, ოფთალმოლოგის, ოტორინოლარინგოლოგის, სტომატოლოგის, დერმატო-ვენეროლოგის, ფთიზიატრია-პულმონოლოგიის სპეციალისტის, ორთოპედ-ტრავმატოლოგის და ქალი კანდიდატებისთვის მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია. ორმოც წელს გადაცილებულ ექსპერტიზას დაქვემდებარებულ პირს უტარდება ელექტროკარდიოგრაფია და თვალის შიდა წნევის გაზომვა.“; ზ.გ) მე-10 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ზ.დ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. ცსკ-ის უფროსის (თავმჯდომარე) მოტივირებული წერილობითი გადაწყვეტილებით, შესაძლებელია კომისიის მიერ შემოწმებულ, ექსპერტიზას დაქვემდებარებულ პირთა გადამოწმება ან დამატებითი გამოკვლევებისა და განმეორებითი სამედიცინო შემოწმების ჩატარება.“; ზ.ე) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „13. გამოკვლევის პროცესში, თუ პირს გამოუვლინდა ისეთი დაავადება, რომლის მიხედვითაც ამ წესის დანართი №2-ით გათვალისწინებული დაავადებათა ცხრილით გათვალისწინებულია ვარგისიანობის/შესაბამისობის კატეგორია – „ე“ არ არის ვარგისი სამსახურისათვის, შემოწმება შეწყდება და შედგება შესაბამისი დასკვნა.“; ზ.ვ) მე-14 და მე-15 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „14. გამოსაკვლევ პირს დიაგნოზის დაზუსტების მიზნით, საჭიროების შემთხვევაში უტარდება დამატებითი გამოკვლევები და სხვადასხვა ექიმ-სპეციალისტთა კონსულტაციები. ცსკ-მ შესაძლებელია ისარგებლოს სპეციალიზებული სამედიცინო დაწესებულებების მომსახურებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 15. ამ წესის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გამოსაკვლევ პირს შესაბამისი გრაფით გათვალისწინებული მოცულობით ექსპერტიზის გავლისას თუ დაუდგინდა ამ მუხლის მე-12 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვარგისიანობის/შესაბამისობის კატეგორია, ასეთ შემთხვევაში ცსკ, ამ პირს უტარებს ექსპერტიზას მის მიერ დაკავებული თანამდებობისთვის გათვალისწინებული ფუნქციის შესაბამისი გრაფის „შემდგომი სამსახურისთვის“ ვარგისიანობის კატეგორიის მიხედვით.“; თ) მე-9 და მე-10 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. ცსკ-ის შემადგენლობა და გადაწყვეტილების მიღების წესი 1. ცსკ-ს ხელმძღვანელობს კომისიის უფროსი (თავმჯდომარე). 2. ცსკ-ს შემადგენლობაში შედიან: კომისიის უფროსი (თავმჯდომარე), ექიმი-სპეციალისტი (არანაკლებ 5) და კომისიის მდივანი (ხმის უფლების გარეშე). 3. კომისიის შემადგენლობაში უნდა შედიოდნენ შემდეგი სპეციალობის ექიმი-სპეციალისტები: შინაგანი მედიცინა, ზოგადი ქირურგია, ნევროლოგია, ფსიქიატრია, ოტორინოლარინგოლოგია, ოფთალომოლოგია. 4. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაძლებელია ცსკ-ს წევრად მოწვეულ იქნეს სხვა ექიმი-სპეციალისტი. 5. ცსკ კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს დასკვნებსა და სხვა გადაწყვეტილებებს, მათ შორის, ცნობას (წესის დანართი №5), ავადმყოფობის მოწმობასა (წესის დანართი №6) და სამკურნალო შვებულების შესახებ ცნობას (წესის დანართი №7). 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებებს ცსკ იღებს კოლეგიალურად ხმათა უმრავლესობით. 7. კომისიის უფროსის (თავმჯდომარის) ან ცსკ-ის სხვა წევრის განსხვავებული აზრის შემთხვევაში განსხვავებული აზრი იწერება სამედიცინო შემოწმების აქტში (კომისიის სხდომის ოქმში), ხოლო გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით, ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია ცსკ-ის უფროსის (თავმჯდომარე) ხმა. 8. ცსკ შემოწმების შემდეგ ექსპერტიზას დაქვემდებარებული პირის შესახებ ადგენს დასკვნას სამსახურისათვის მისი ვარგისიანობის/შესაბამისობის თაობაზე ამ წესის მე-8 მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული კატეგორიების მიხედვით. მუხლი 10. დაავადებებისა და დასახიჩრების სამსახურის გავლასთან მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა ცსკ-ის მიერ სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემის მოსამსახურეთა და სამსახურიდან დათხოვნილ პირთა დაავადებებისა და დასახიჩრების სამსახურის გავლასთან მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენას ხორციელდება ამ წესის დანართი №1-ით გათვალისწინებული მეთოდური მითითებებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.“; ი) დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-15 მუხლი: „მუხლი 15. გარდამავალი დებულებები 1. სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 2025 წლის 1 იანვრამდე წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გასავლელად ჩარიცხულ პირზე ცსკ-ს მიერ ექსპერტიზა ტარდება ამ ბრძანებით დადგენილი წესით. 2. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურიდან ვადამდე გათავისუფლების მიზნით ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირი გადის ექსპერტიზას ამ წესის მე-7 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი ცხრილების I გრაფის შესაბამისად.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები