დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 4 ოქტომბრის N85 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 106 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/12/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/12/2024 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.026.017283 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 4 ოქტომბრის №85 ბრძანებით (ვებგვერდი, 04/10/2024; სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.026.017262) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. გენერალურ დირექტორს ჰყავს პირველი მოადგილე/მოადგილეები, მოადგილე – მთავარი ინჟინერი და მოადგილე-ადმინისტრაციის უფროსი, რომელთა რაოდენობა განისაზღვრება საშტატო ნუსხით. 2. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ადმინისტრაცია: ა.ა) ადამიანური რესურსების მართვის სამსახური; ა.ბ) იურიდიული სამსახური; ა.გ) საორგანიზაციო სამსახური;“; ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახური;“; გ) „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; დ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მ) შრომის უსაფრთხოების სამსახური;“; ე) „ჟ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ვ) „ფ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ქ“ ქვეპუნქტი: „ქ) VI საწარმო.”. 3. მე-8 მუხლის: ა) პირველი პუნქტის: ა.ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ცენტრის ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის განსაზღვრა და შემუშავება;“; ა.ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ და ,,გ2“ ქვეპუნქტები: „გ1) ცენტრის საქმისწარმოების უზრუნველყოფა და არქივის მართვა; გ2) სამართალშემოქმედებითი საქმიანობა, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება და სასამართლო დავებზე ცენტრის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;“; ა.გ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) ცენტრის მიერ ორგანიზებული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;“; ა.დ) „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი: „ზ1) ცენტრის მოსამსახურეთა საზღვარგარეთ სამსახურებრივი მივლინების, ვიზიტების დაგეგმვა, ორგანიზება და ვიზებით უზრუნველყოფა;“; ბ) მე-2 - მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ამოცანები და ფუნქციებია: ა) ადამიანური რესურსების პოლიტიკის მიმართულებების განსაზღვრა და შემუშავება; ბ) ადამიანური რესურსების მართვა და ადმინისტრირება; გ) სათანადო კვალიფიკაციის მქონე ადამიანური რესურსების მოზიდვა, მათი პროფესიული განვითარებისა და შენარჩუნების ხელშეწყობა; დ) ცენტრის ორგანიზაციული განვითარების მხარდაჭერა; ე) ცენტრის მოსამსახურეთა დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადება; ვ) ცენტრის მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენა და წარმოება; ზ) მოსამსახურეთა პროფესიულ მომზადებასთან/გადამზადებასთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავება და ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფა/განხორციელება; თ) სამუშაო აღწერილობების, საკვალიფიკაციო მოთხოვნების მომზადება/განახლება, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობებისა და სამუშაოს შესრულების შეფასების კრიტერიუმების დადგენა; ი) მოსამსახურეთა სტაბილურობის, მოძრაობის და დენადობის თაობაზე სტატისტიკური მონაცემების შემუშავება, პერიოდული ანალიზი და შეფასება; კ) სტაჟირებასთან და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაცია/უზრუნველყოფა; ლ) „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება; მ) კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამოსილებებისა და ცენტრის ხელმძღვანელობის შესაბამისი დავალებების განხორციელება. 3. საორგანიზაციო სამსახურის ამოცანები და ფუნქციებია: ა) ცენტრის მიერ ორგანიზებული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; ბ) მოსამსახურეთა საზღვარგარეთ სამსახურებრივი მივლინების, ვიზიტების დაგეგმვა, ორგანიზება და ვიზებით უზრუნველყოფა; გ) დოკუმენტბრუნვის მოწესრიგება და საქმისწარმოების ერთიანი წესის დამკვიდრება; დ) საქმისწარმოების საკითხებზე ნორმატიული და მეთოდური დოკუმენტების პროექტებისა და წინადადებების შემუშავება/დანერგვა; ე) ერთიანი საქმისწარმოების (საიდუმლო/არასაიდუმლო) უზრუნველყოფა და არქივის მართვა; ვ) ცენტრის სახელზე შემოსული და ცენტრიდან გასული კორესპოდენციის (სადუმლო/არასაიდუმლო) მიღება, დამუშავება, რეგისტრაცია, სისტემატიზაცია და დროულად მიწოდება ადრესატისათვის; ზ) ხელმოსაწერად წარსადგენი/გასაგზავნი დოკუმენტების გაფორმების სისწორის კონტროლი; თ) საქმეთა ნომენკლატურის (საიდუმლო/არასაიდუმლო) შემუშავება; ი) საქმეთა შენახვისა და ჩამოწერის ორგანიზება; კ) მოთხოვნის შემთხვევაში დაცული დოკუმენტების მოძიება, გაცნობის უზრუნველყოფა. ასლის დამზადება და გაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით; ლ) წარმოებადასრულებული საქმეების მიღება, აღრიცხვა და შენახვა კანონმდებლობით დადგენილი წესით; მ) კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამოსილებებისა და ცენტრის ხელმძღვანელობის შესაბამისი დავალებების განხორციელება. 4. იურიდიული სამსახურის ამოცანები და ფუნქციებია: ა) კომპეტენციის ფარგლებში ცენტრის სამართლებრივი უზრუნველყოფა; ბ) სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; გ) საჭიროების შემთხვევაში, ცენტრში მომზადებული სამართლებრივი აქტების/პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა და შესაბამისი დასკვნების მომზადება; დ) სამართალშემოქმედებითი საქმიანობა და მასთან დაკავშირებული სამუშაოების ორგანიზება/უზრუნველყოფა/შესრულება; ე) კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების (დაკავშირებული ცენტრის საქმიანობასთან, მიზნებთან და ამოცანებთან) შესახებ გენერალური დირექტორისა და ცენტრის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის ინფორმაციის მიწოდება; ვ) სპეციალური მინდობილობის/რწმუნებულობის საფუძველზე, ცენტრის წარმომადგენლობა და ინტერესების დაცვა ყველა ინსტანციის სასამართლოში, სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებთან, აგრეთვე, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან ურთიერთობებში; ზ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შესაბამისი უფლებამოსილებებისა და ცენტრის ხელმძღვანელობის შესაბამისი დავალებების განხორციელება.”. 4. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახური საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის ამოცანები და ფუნქციებია: ა) ცენტრის პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების სტრატეგიის შემუშავება; ბ) ცენტრის საჭიროებიდან გამომდინარე, თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვა და განვითარება; გ) ცენტრის კომპიუტერული ტექნიკის და ლოკალური კომპიუტერული ქსელის გამართულად მუშაობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა; დ) ახალი პროგრამებისა და სისტემების შესახებ მომხმარებლის ინსტრუქციების შემუშავება; ე) ცენტრის პროგრამული უზრუნველყოფის სისტემაში ხარვეზების იდენტიფიცირება, მათი აღმოფხვრა და უწყვეტი მონიტორინგი; ვ) კრიტიკული სისტემების სარეზერვო ასლების უზრუნველყოფა; ზ) მაგისტრალური ოპტიკურ-ბოჭკოვანი და სხვა საკაბელო მეურნეობით ცენტრის სტრუქტურული ერთეულების უზრუნველყოფა; თ) სათვალთვალო კამერების ნორმალური ფუნქციონირების მონიტორინგი; ი) კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამოსილებებისა და ცენტრის ხელმძღვანელობის შესაბამისი დავალებების განხორციელება.“. 5. მე-12 მუხლი ამოღებულ იქნეს. 6. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 19. შრომის უსაფრთხოების სამსახური შრომის უსაფრთხოების სამსახურის ამოცანები და ფუნქციებია: ა) ცენტრში შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით, შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავება და მართვის სისტემის დანერგვა; ბ) ცენტრის შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მარეგულირებელი დოკუმენტების განახლება, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; გ) უბედური შემთხვევების მოკვლევაში მონაწილეობა; დ) ლიცენზიის მფლობელის ვალდებულების ფარგლებში, ბირთვული და რადიაციული მასალების მონიტორინგი; ე) კონტროლი მომეტებული საშიშროების ობიექტებზე ფეთქებად, ხანძარსაშიშ და საშემდუღებლო სამუშაოების ჩატარებისას შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვაზე; ვ) წინადადებების შემუშავება სახანძრო უსაფრთხოების სფეროში თანმიმდევრული პრევენციისა და მათზე რეაგირების შესაბამისი მოთხოვნების უზრუნველყოფისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე; ზ) ცენტრის ყველა ობიექტისათვის სახანძრო საგუშაგოების, სახანძრო დაფების რაოდენობის, მათი დაკომპლექტების და ადგილმდებარეობის განსაზღვრა; თ) ცენტრის ყველა ობიექტისა და შენობისთვის საევაკუაციო და ხანძრისქრობის გეგმების შედგენა; ი) სახანძრო უსაფრთხოების საკითხებზე ინსტრუქციებისა და წინადადებების შემუშავება; კ) ავარიის ლიკვიდაციისა და ლოკალიზაციის გეგმების შედგენაში მონაწილეობა; ლ) კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამოსილებებისა და ცენტრის ხელმძღვანელობის შესაბამისი დავალებების განხორციელება.". 7. 23-ე მუხლი ამოღებულ იქნეს. 8. 24-ე მუხლის: ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) წნეხფორმების, ტვიფრების, საგამოცდო სტენდების, შესადუღებელი სამარჯვების სპეციალური და სტანდარტული მჭრელი იარაღების, საკონტროლო, მზომი იარაღების და სხვა დანიშნულების სამარჯვი-მოწყობილობების დამზადება, გამოცდა და ექსპლუატაციაში გადაცემა;“; ბ) ,,ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 9. 28-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 281 მუხლი: „მუხლი 281. VI საწარმო VI საწარმოს ამოცანები და ფუნქციებია: ა) ხის და ლამინატის მასალებით საოფისე და სხვადასხვა დანიშნულების ნაკეთობების წარმოება და მონტაჟი; ბ) კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამოსილებებისა და ცენტრის ხელმძღვანელობის შესაბამისი დავალებების განხორციელება.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები