დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 17 იანვრის №4 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 96 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/12/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2024 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140070000.22.034.017521 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 17 იანვრის №4 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 17/01/2019, 140070000.22.034.016833) დამტკიცებული წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 30-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 30. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურეთა სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნა 1. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე აიყვანება სპეციალურ სამხედრო აღრიცხვაზე და იხსნება წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან ან/და რეზერვისტის სამხედრო აღრიცხვიდან. 2. სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შესაბამისი საკადრო დანაყოფი ვალდებულია მისი გათავისუფლებიდან 2 კვირის ვადაში ამ პირის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, ხოლო თუ პირს რეგისტრაციის ადგილი არ აქვს − ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, მის შესაბამის სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანად სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელ სუბიექტს გაუგზავნოს დოკუმენტი სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.“. 2. დაემატოს შემდეგი შინაარსის 68-ე მუხლი: „მუხლი 68. გარდამავალი დებულებები 1. 2025 წლის 1 იანვრამდე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სპეციალური წოდებით დანიშნულ/ჩარიცხულ წვევამდელს 4 წლის განმავლობაში უწყვეტი სამსახური ჩაეთვლება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლად. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამსახურის ვადის გასვლის შემდეგ პირს, რომელსაც მინიჭებული არ აქვს სამხედრო წოდება, მინისტრის ბრძანებით მიენიჭება რიგითის სამხედრო წოდება და ჩაირიცხება თავდაცვის ძალების რეზერვში.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები