ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, ფერმწერთა ქუჩასთან არსებული ჩიხებისა და შესახვევის სახელების დაზუსტების შესახებ

ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, ფერმწერთა ქუჩასთან არსებული ჩიხებისა და შესახვევის სახელების დაზუსტების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 710
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 20/12/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2024
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016956
710
20/12/2024
ვებგვერდი, 30/12/2024
000000000.00.101.016956
ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, ფერმწერთა ქუჩასთან არსებული ჩიხებისა და შესახვევის სახელების დაზუსტების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება 710

2024 წლის 20 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

ქალაქ თბილისში, ვაკის  რაიონში, ფერმწერთა ქუჩასთან არსებული ჩიხებისა და შესახვევის სახელების დაზუსტების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის - “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. ვაკის რაიონში, ფერმწერთა II ჩიხს მიენიჭოს ფერმწერთა I ჩიხის სახელი,  თანდართული რუკის თანახმად.

2. ვაკის რაიონში, ფერმწერთა შესახვევს მიენიჭოს ფერმწერთა II ჩიხის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.

3. ვაკის რაიონში, ფერმწერთა I ჩიხს მიენიჭოს ფერმწერთა III ჩიხის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.  

4. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

5. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი, №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საკრებულოს თავმჯდომარე    გიორგი ტყემალაძე