დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 13 დეკემბრის №103 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 100 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/12/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2024 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.034.017525 |
|
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 13 დეკემბრის №103 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 13 დეკემბრის №103 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 16.12.2019, 040030000.22.034.016928) დამტკიცებული დებულების:
1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამედიცინო კომისიის საქმიანობის ორგანიზება და ჩატარება;“. 2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ცენტრალური სამედიცინო კომისია (ცსკ);“. 3. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. ცენტრალური სამედიცინო კომისია (ცსკ) ცენტრალური სამედიცინო კომისიის (ცსკ) ფუნქციებია: ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამედიცინო კომისიის ორგანიზება და ჩატარება; ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში წოდებით მისაღებ პირთა სამედიცინო შემოწმების უზრუნველყოფა სამსახურთან ვარგისიანობის/შესაბამისობის დადგენის მიზნით, ასევე მიღებული მოსამსახურეების სამედიცინო შემოწმება მათი შემდგომი სამსახურებრივი საქმიანობისათვის ვარგისიანობის/შესაბამისობის დადგენის მიზნით; გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, პოლიკლინიკის (სამმართველო) ბაზაზე არსებული კომისიის მიერ დადგენილი სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სავალდებულო და საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის სამსახურთან შეუსაბამობის დადასტურება; დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოსამსახურეთა და სამსახურიდან დათხოვნილ პირთა დაავადებებისა და დასახიჩრების სამსახურის გავლასთან მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა; ე) საჭიროებისამებრ, სავალდებულო სამსახურში გაწვეული სამხედრო მოსამსახურეების ჯანმრთელობის მდგომარეობის სამხედრო სამსახურთან შეუსაბამობის დადგენა; ვ) წარმოებული დოკუმენტაციის დაარქივება; ზ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“. 4. მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, პოლიკლინიკის (სამმართველო) ბაზაზე არსებული კომისიის მიერ, სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სავალდებულო და საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების სამედიცინო შემოწმება შემდგომი სამსახურისათვის ვარგისიანობის დადგენის მიზნით;“. 5. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 16. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები 1. ამ დებულების მე-4 მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა და მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 2025 წლის 1 იანვრამდე წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურის გასავლელად დანიშნულ/ჩარიცხულ პირებზე. 2. ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებისა და დამატების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები