„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 89
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 27/12/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.017514
89
27/12/2024
ვებგვერდი, 30/12/2024
140130000.22.034.017514
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №89

2024 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, 140130000.22.034.016246) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სამხედრო მოსამსახურე – სამინისტროს სისტემაში 2025 წლის 1 იანვრამდე წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გასავლელად დანიშნული/ჩარიცხული პირი;“.

2. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საშტატო განრიგში მიეთითება თითოეული საშტატო ერთეულის შესაბამისი ზღვრული სპეციალური წოდება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული საშტატო ერთეული ასევე ითვალისწინებს წოდების არმქონე პირის დანიშვნას, დამატებით მიეთითება – საჯარო მოხელე, სამოქალაქო პირი.“.

3. 41 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 41. სამინისტროს მოსამსახურეთა (გარდა სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა) თანამდებობების რანგირება.“;

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე სამინისტროს მოსამსახურის (გარდა სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურისა) თითოეული თანამდებობა შეესაბამება თითო კარიერულ საფეხურს და ნაწილდება შემდეგ იერარქიულ რანგებში:

ა) პირველი რანგი – მაღალი მმართველობითი დონე;

ბ) მეორე რანგი – საშუალო მმართველობითი დონე;

გ) მესამე რანგი – უფროსი სპეციალისტის დონე;

დ) მეოთხე რანგი – უმცროსი სპეციალისტის დონე.“.

4. მე-7 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეს, ასევე საჯარო მოხელეს  უფლება არ აქვს ეკავოს რაიმე თანამდებობა (გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ან შემოქმედებითი საქმიანობისა) რომელიმე სხვა სახაზინო დაწესებულებაში, უცხო ქვეყნის ორგანოში ან დაწესებულებაში.“;

ბ) მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სამინისტროს სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეს ეკრძალება იმავე ან სხვა დაწესებულებაში შეთავსებით სხვა თანამდებობის დაკავება ან/და სხვა ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულება;“;

გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. პოლიციელს, საჯარო მოხელესა და სამოქალაქო პირს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უფლება აქვთ შეინახონ, ატარონ ან/და გამოიყენონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი და სპეციალური საშუალებები, აგრეთვე დამატებითი სამსახურებრივი საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი. ცივი იარაღის შენახვის, ტარებისა ან/და გამოყენების უფლება აქვს სამინისტროს იმ მოსამსახურეს, რომელსაც იმავდროულად გააჩნია სამსახურებრივ-საშტატო იარაღის შენახვის, ტარების ან/და გამოყენების უფლება.“.

5. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამინისტროს მოსამსახურეს „პოლიციის შესახებ“, „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული უფლებების გარდა, უფლება აქვს:

ა) გაეცნოს ყველა შესაბამის დოკუმენტს, რომლითაც განსაზღვრულია მისი უფლება-მოვალეობები, მიიღოს სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები;

ბ) დადგენილი წესით მიიღოს ყველა საჭირო ინფორმაცია და მასალები, რომლებიც საჭიროა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისათვის;

გ) მიიღოს მონაწილეობა ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ სპეციალურ კონკურსში დადგენილი წესით;

დ) დაწინაურდეს დადგენილი წესით სამინისტროს შესაბამის თანამდებობაზე;

ე) გაიაროს საკვალიფიკაციო სწავლებები, რომლებიც, სამინისტროს ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად;

ვ) მოითხოვოს სამსახურებრივი გამოძიება თავისი პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების ბათილობის მიზნით;

ზ) გაასაჩივროს ზემდგომ ინსტანციაში ან სასამართლოში მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილებანი, თუ იგი თვლის, რომ ამით იზღუდება მისი კანონიერი უფლებები და ილახება ღირსება;

თ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებებით.“.

6. 91 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე სამინისტროს მოსამსახურის (გარდა სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურისა) თანამდებობრივი სარგოს დადგენა ხორციელდება აღნიშნული მოსამსახურის პირის ამა თუ იმ თანამდებობისადმი კუთვნილებისა და მისი ფუნქციური დატვირთვის/ეკვივალენტური ფუნქციური დატვირთვის განსაზღვრისას.

8. შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე სამინისტროს მოსამსახურის (გარდა სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურისა) თანამდებობრივი სარგო დგინდება საშტატო განრიგით, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ამ წესის 41 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად განსაზღვრული თანამდებობრივი იერარქიისა და ფუნქციური დატვირთვის/ეკვივალენტური ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით.“.

7. მე-12 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) იმ შემთხვევაში, თუ საშტატო ერთეულით გათვალისწინებული თანამდებობა მაქსიმალური ზღვრული წოდების სახით ითვალისწინებს უმცროს სპეციალურ წოდებას, მაშინ აღნიშნულ თანამდებობაზე მისაღებ/დასანიშნ კანდიდატს უნდა ჰქონდეს მინიმუმ სრული ზოგადი განათლება;

ბ) იმ შემთხვევაში, თუ საშტატო ერთეულით გათვალისწინებული თანამდებობა მაქსიმალური ზღვრული წოდების სახით ითვალისწინებს საშუალო სპეციალურ წოდებას, მაშინ აღნიშნულ თანამდებობაზე მისაღები/დასანიშნი კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:

ბ.ა) მიღებული აქვს უმაღლესი განათლება;

ბ.ბ) მიღებული აქვს სრული ზოგადი განათლება და აკადემიაში დადგენილი წესით გავლილი აქვს შესაბამისი სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო ან სპეციალური მომზადების პროგრამა ან კურსი;

ბ.გ) მიღებული აქვს სრული ზოგადი განათლება, თუ ის ინიშნება უბნის ინსპექტორის ან მართლწესრიგის ოფიცრის ვაკანტურ თანამდებობაზე;

გ) იმ შემთხვევაში, თუ საშტატო ერთეულით გათვალისწინებული თანამდებობა მაქსიმალური ზღვრული წოდების სახით ითვალისწინებს უფროს სპეციალურ წოდებას, უმაღლეს სპეციალურ წოდებას, მაშინ აღნიშნულ თანამდებობაზე მისაღები/დასანიშნი კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:

გ.ა) მიღებული აქვს უმაღლესი განათლება;

გ.ბ) მიღებული აქვს სრული ზოგადი განათლება, ინიშნება დეტექტივის ან უბნის უფროსი ინსპექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე და დანიშვნის მომენტისთვის აქვს სამინისტროს სისტემაში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;

გ.გ) მიღებული აქვს სრული ზოგადი განათლება, თუ ის ინიშნება სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორის, პატრულ-ინსპექტორის (მესაზღვრე-კონტროლიორი) ან ტურისტული უსაფრთხოების ინსპექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე;“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი თანამდებობა ითვალისწინებს როგორც სპეციალური წოდებით, ასევე საჯარო მოხელედ ან სამოქალაქო პირად მიღების შესაძლებლობას, მაშინ ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული, განათლებასთან დაკავშირებული მოთხოვნები ვრცელდება საჯარო მოხელის და სამოქალაქო პირის მიმართაც.“;

გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. საქართველოს მოქალაქეთა პოლიციაში მიღება ხდება სპეციალური კონკურსის წესით. ვაკანტურ თანამდებობაზე სპეციალური კონკურსის გარეშე შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელიც უკვე მიღებულია პოლიციაში (მსახურობს სამინისტროში ან აყვანილია კადრების განკარგულებაში) და გააჩნია შესაბამისი სპეციალური წოდება.“;

დ) მე-9 და მე-10 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

8. მე-17 მუხლი ამოღებულ იქნეს.

9. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 20. სამინისტროს მოსამსახურეთა სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნა

1. სამინისტროს სპეციალური წოდების მქონე პირი აიყვანება სპეციალურ სამხედრო აღრიცხვაზე და იხსნება წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან ან/და რეზერვისტის სამხედრო აღრიცხვიდან.

2. სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირის სამინისტროდან გათავისუფლების შემთხვევაში სამინისტროს შესაბამისი საკადრო დანაყოფი ვალდებულია მისი გათავისუფლებიდან 2 კვირის ვადაში ამ პირის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, ხოლო თუ პირს რეგისტრაციის ადგილი არ აქვს − ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, მის შესაბამის სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანად სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელ სუბიექტს გაუგზავნოს დოკუმენტი სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.“.

10. 26-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ  მუხლის პირველი პუნქტის „დ“-„ვ“ ქვეპუნქტებით დადგენილი ეტაპების გავლას არ ექვემდებარება სამინისტროს ყოფილი მოსამსახურე (სპეციალური წოდების მქონე პირი), თუ მისი სამინისტროდან დათხოვნის დღიდან არ არის გასული 6 თვე.“.

11. 34-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 34. პოლიციელის, საჯარო მოხელისა და სამოქალაქო პირის  კადრების განკარგულებაში აყვანა.“;

ბ) პირველიმე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პოლიციელი, საჯარო მოხელე და სამოქალაქო პირი უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არაუმეტეს 4 თვის ვადით:

ა) პირადი განცხადების (პატაკი) საფუძველზე;

ბ) შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რასაც თან სდევს შტატების შემცირება;

გ) სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის დროს.

2. კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში პოლიციელს, საჯარო მოხელესა და სამოქალაქო პირს 2 თვის განმავლობაში უნარჩუნდება ფულადი სარგო (მხოლოდ თანამდებობრივი და წოდებრივი სარგო) ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად.

3. კადრების განკარგულებაში აყვანილ პოლიციელს, საჯარო მოხელესა და სამოქალაქო პირს, მისივე თანხმობით, შეიძლება დაეკისროს მოვალეობის დროებით შესრულება არაუმეტეს კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადით, რა დროსაც ბოლო დაკავებული თანამდებობის შესაბამისად უნარჩუნდება ფულადი სარგო (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგო), ამასთან, დადგენილი წესით შეიძლება მიეცეს პრემიაც.

4. კადრების განკარგულებაში აყვანილი პოლიციელი, საჯარო მოხელე და სამოქალაქო პირი განკარგულებაში აყვანის დღიდან ითვლება შესაძლო დათხოვნის შესახებ გაფრთხილებულად.“;

გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. 2 დღეზე მეტი ვადით კადრების განკარგულებაში მყოფი პოლიციელი,  საჯარო მოხელე და სამოქალაქო პირი ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნამდე შესაბამისი მოთხოვნით მოწმდება სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში შესაძლო ხელშემშლელი მასალების არსებობის ფაქტზე.“.

12. 37-ე და 38-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 37. დათხოვნა კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო

კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის მეორე დღიდან შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე ხდება სამინისტროს პოლიციელის,  საჯარო მოხელისა და სამოქალაქო პირის დათხოვნა სამინისტროდან.

მუხლი 38. დათხოვნა ზღვრული ასაკის გამო

სპეციალური წოდების მქონე პირი, ასევე დაცვის პოლიციაში სამოქალაქო პირი თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან სამსახურში დადგენილი ზღვრული ასაკის გამო, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.“.

13. მე-40 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 40. დათხოვნა  წელთა ნამსახურობის ვადის შესრულების გამო

სპეციალური წოდების მქონე პირი, მისივე თანხმობის შემთხვევაში შეიძლება დათხოვნილ იქნეს სამსახურიდან წელთა ნამსახურობის ვადის შესრულების გამო, თუ საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს აღნიშნული პირისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის შესაძლებლობას.“.

14. 55-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 55. სამინისტროს მოსამსახურეთა წოდებები

1. კანონმდებლობის შესაბამისად სამინისტროში დაწესებულია სახელმწიფო სპეციალური წოდებები.

2. სპეციალური წოდებები იყოფა შემდეგ კატეგორიებად:

ა) უმცროსი სპეციალური წოდება;

ბ) საშუალო სპეციალური წოდება;

გ) უფროსი სპეციალური წოდება;

დ) უმაღლესი სპეციალური წოდება.

3. სამინისტროს მოსამსახურეს სპეციალური წოდება ენიჭება, თუ მას უკავია თანამდებობა, რომლისთვისაც შტატით განსაზღვრულია მისანიჭებელი სპეციალური წოდება, ხოლო მორიგი ან ვადაზე ადრე წოდება ენიჭება, თუ მას უკავია თანამდებობა, რომლისთვისაც შტატით განსაზღვრულია მისანიჭებელი წოდების თანაბარი ან უფრო მაღალი წოდება.

4. სპეციალური წოდების მინიჭება წარმოებს მხოლოდ თანამიმდევრობით. სპეციალური წოდების მინიჭება საფეხურგამოშვებით დაუშვებელია.

5. წოდებების მინიჭება:

ა) უმცროს და საშუალო სპეციალურ წოდებას ანიჭებს თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირი;

ბ) უფროს სპეციალურ წოდებებს, ვადამდე წოდებებს და ამ წესის 56-ე მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მორიგ წოდებას ანიჭებს მინისტრი;

გ) უმაღლეს სპეციალურ წოდებას ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით.

6. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში სპეციალური მომზადების პროგრამის/კურსის გავლის შემდეგ, სამინისტროს მოსამსახურეს ენიჭება  უმცროსი ლეიტენანტის სპეციალური წოდება.

7. სპეციალური წოდების მინიჭებისთვის განათლების ცენზი დადგენილია ამ წესის მე-12 მუხლით.

8. უფროსი და უმაღლესი სპეციალური წოდებები მიენიჭებათ მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე მოსამსახურეებს, გარდა ამ წესის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის „გ.ბ“ და „გ.გ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-5 პუნქტითა და მე-7 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

9. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დანიშნულ პირებს მათი თანხმობის შემთხვევაში შეიძლება მიენიჭოთ შესაბამისი სპეციალური წოდება.

10. სამინისტროს სისტემის სხვა სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეს ან სხვა დაწესებულების სახელმწიფო სპეციალური წოდების/ სამხედრო წოდების მქონე მოსამსახურეს, თანაბარ სპეციალურ წოდებას (გარდა უმაღლესი სპეციალური წოდებისა) ანიჭებს თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირი.“.

15. 56-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სპეციალური ან სამხედრო წოდების მქონე პირი სამსახურში მიღებისას:

ა) იგი თანამდებობაზე ინიშნება ადრე მინიჭებული ყველაზე უფრო მაღალი პოლიციის  სპეციალური წოდებით ან;

ბ) მას თანამდებობაზე დანიშვნასთან ერთად ენიჭება ადრე მინიჭებული ყველაზე უფრო მაღალი სამხედრო ან სპეციალური წოდების თანაბარი პოლიციის წოდება.

გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მოსამსახურეს თანაბარი წოდება მიენიჭება თანამდებობრივი ზღვრული წოდების მიუხედავად.“;

გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. დათხოვნისას სამინისტროს მოსამსახურეს, რომელსაც აქვს სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად საჭირო სამსახურის სტაჟი და გასულია მორიგი სპეციალური წოდების მისანიჭებლად დადგენილი ვადა, განსაკუთრებულ შემთხვევებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თანხმობით შეიძლება მიენიჭოს მორიგი წოდება (გარდა პოლკოვნიკის სპეციალური  წოდებისა), ამავე წესით დადგენილი განათლების ცენზის და თანამდებობრივი ზღვრული წოდების მიუხედავად.“.

16. 57-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მორიგი სპეციალური წოდება სამინისტროს მოსამსახურეებს მიენიჭებათ წოდების მინიჭებისთვის დადგენილი სამსახურის ვადის გასვლის დღიდან.“;

ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მორიგი სპეციალური წოდების მინიჭებამდე სამინისტროს მოსამსახურე შესაბამისი მოთხოვნით მოწმდება სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში შესაძლო ხელშემშლელი მასალების არსებობის ფაქტზე.

4. მოსამსახურეს, რომელიც დაინიშნება თანამდებობაზე და აღნიშნული თანამდებობისთვის საშტატო განრიგით განსაზღვრულია უფრო მაღალი ზღვრული სპეციალური წოდება და მოსამსახურეს ნამსახურები აქვს შესაბამისი წოდების მინიჭებისთვის დადგენილი ვადა, მორიგი წოდება მიენიჭება დანიშვნის დღიდან (გარდა დროებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნის შემთხვევისა).“.

17. 58-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 58. სამსახურის ვადა წოდების მისანიჭებლად

1. ყოველი სპეციალური წოდებით სამინისტროში სამსახურის გავლისათვის დადგენილია ვადა,  გარდა უმცროსი სპეციალური წოდებებისა.

2. სპეციალური წოდებით სამსახურის ვადა აღირიცხება წოდების მინიჭების შესახებ ბრძანებაში მითითებული თარიღიდან.

3. უმაღლესი სპეციალური წოდების მისანიჭებლად სამინისტროში სამსახურის ვადა არ წესდება.

4. სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების პერიოდი სამინისტროს მოსამსახურეს ეთვლება მორიგი წოდების მინიჭებისათვის გათვალისწინებულ ვადაში, გარდა ამ წესის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“.

18. 59-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ვადამდე სპეციალური წოდების მინიჭებამდე სამინისტროს მოსამსახურე შესაბამისი მოთხოვნით მოწმდება სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში შესაძლო ხელშემშლელი მასალების არსებობის ფაქტზე.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭების შემთხვევაში, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ განსაკუთრებულ დამსახურებად ითვლება:

ა) დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლასა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი;

ბ) განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოვანი დავალების შესრულება;

გ) საბრძოლო მომზადებისას ან საბრძოლო დავალების წარმატებით შესრულებისას შეიარაღებული კონფლიქტების დროს გამოჩენილი პროფესიონალიზმი და თავდადება;

დ) სამინისტროს მიერ წარმატების მიღწევაში განსაკუთრებული წვლილის შეტანა;

ე) სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშოდ შესრულება.“.

19. მე-60 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამინისტროს მოსამსახურეს სპეციალური წოდება შეიძლება ჩამოართვას მხოლოდ სასამართლომ.

2. გამართლების შემთხვევაში ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ პირებს ჩამორთმეული სპეციალური წოდება უნდა აღუდგინოს იმ თანამდებობის პირმა, რომელსაც აქვს ამ წოდების მინიჭების უფლება.“.

20. IX თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„თავი IX

სამინისტროს სისტემაში თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობიდან გათავისუფლების, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნის, სპეციალური წოდებების მინიჭებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირების შესახებ“.

21. 71-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 71. სამინისტროს სისტემაში თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობიდან გათავისუფლების, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნის, სპეციალური წოდებების მინიჭებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირები“;

ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

22. 74-ე მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

23. 75-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „დ“-„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ეტაპების გავლას არ ექვემდებარება პირი, რომელსაც დადგენილი წესით გავლილი აქვს აღნიშნული ეტაპები და მათი გავლიდან არ არის გასული ერთი წელი, ან სამინისტროს ყოფილი მოსამსახურე (სპეციალური წოდების მქონე პირი), თუ მისი სამინისტროდან დათხოვნის დღიდან არ არის გასული 6 თვე.“.

24. 76-ე მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. პირი გამოსაცდელი ვადის წარმატებით გავლის შემთხვევაში, მინისტრის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ, ინიშნება განუსაზღვრელი ვადით და ენიჭება პოლიციის უმცროსი ლეიტენანტის საშუალო სპეციალური წოდება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ პირს უკვე მინიჭებული აქვს სხვა უფრო მაღალი სპეციალური წოდება.“.

25. დაემატოს შემდეგი შინაარსის 83-ე მუხლი:

„მუხლი 83. გარდამავალი დებულებები სამინისტროს სისტემაში სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებით

1. 2025 წლის 1 იანვრამდე წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ვადაა 12 თვე.

2. 2025 წლის 1 იანვრამდე სამინისტროს სისტემაში სპეციალური ან სამხედრო წოდებით დანიშნულ/ჩარიცხულ წვევამდელს 4 წლის განმავლობაში უწყვეტი სამსახური ჩაეთვლება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლად.  

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული სამსახურის ვადის გასვლის შემდეგ პირს, რომელსაც მინიჭებული არ აქვს სამხედრო წოდება, მინისტრის ბრძანებით მიენიჭება რიგითის სამხედრო წოდება და ჩაირიცხება თავდაცვის ძალების რეზერვში.

4. სამინისტროში 2025 წლის 1 იანვრამდე წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 12 თვის ვადით გაწვეულმა პირმა აღნიშნული სამსახური უნდა დაასრულოს აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ.

5. ამ წესის 26-ე მუხლის მე-6 და 75-ე მუხლის მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული ნორმები აგრეთვე ვრცელდება სამინისტროს სამხედრო წოდების მქონე ყოფილ მოსამსახურეზე, თუ მისი სამინისტროდან დათხოვნის დღიდან არ არის გასული 6 თვე.

6. ამ წესის 34-ე და 37-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმები აგრეთვე ვრცელდება 2025 წლის 1 იანვრამდე კადრების განკარგულებაში აყვანილ სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეზე.

7. სსიპ – დაცვის პოლიციის დეპარტამენტში 2025 წლის 1 იანვრამდე წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გასავლელად საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში დანიშნულ/ჩარიცხულ პირებს პირადი შემადგენლობიდან ამორიცხავს და სამინისტროდან დაითხოვს სსიპ – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ხოლო წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გასავლელად საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის ვადის გასვლისას „რიგითის“ სამხედრო წოდებას მიანიჭებს და თავდაცვის ძალების რეზერვში ჩარიცხავს მინისტრი.

8. ამ წესის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტი აგრეთვე ვრცელდება სამინისტროს სამხედრო მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური