„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 4 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 99
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 27/12/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.017524
99
27/12/2024
ვებგვერდი, 30/12/2024
140130000.22.034.017524
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 4 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №99

2024 წლის 27 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 4 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 4 იანვრის №1 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 04/01/2019, 140130000.22.034.016830) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-5 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) ორგანიზებას უწევს სამინისტროს სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან ან/და რეზერვისტის სამხედრო აღრიცხვიდან სპეციალურ სამხედრო აღრიცხვაზე გადაყვანას;“.

2. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) უზრუნველყოფს სამხედრო სავალდებულო და საკონტრაქტო ვადიან სამხედრო სამსახურში მყოფი წვევამდელებისთვის წოდებების მინიჭებას, აგრეთვე, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნას;“;

ბ) „ე“  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სახელმწიფო სპეციალური წოდებების მომდევნო/თანმიმდევრულ და დროულ მინიჭებაზე კონტროლს;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური