ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, პეტრე-პავლეს სასაფლაოსთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და შორაპნის II ქუჩისთვის წმინდა მოციქულთა პეტრესა და პავლეს ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ

ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, პეტრე-პავლეს სასაფლაოსთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და შორაპნის II ქუჩისთვის წმინდა მოციქულთა პეტრესა და პავლეს ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 706
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 20/12/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2024
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016952
706
20/12/2024
ვებგვერდი, 30/12/2024
000000000.00.101.016952
ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, პეტრე-პავლეს სასაფლაოსთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და შორაპნის II ქუჩისთვის წმინდა მოციქულთა პეტრესა და პავლეს ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №706

2024 წლის 20 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, პეტრე-პავლეს სასაფლაოსთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და შორაპნის II ქუჩისთვის წმინდა მოციქულთა პეტრესა და პავლეს  ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის - “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1.   ისნის რაიონში, პეტრე-პავლეს სასაფლაოსთან მდებარე უსახელო ქუჩას და შორაპნის II ქუჩის მონაკვეთს მიენიჭოს წმინდა მოციქულთა პეტრესა და პავლეს  ქუჩის სახელი,  თანდართული რუკის თანახმად.

2.   ისნის რაიონში,  შორაპნის II ქუჩის მონაკვეთს მიენიჭოს წმინდა მოციქულთა პეტრესა და პავლეს  ქუჩის I ჩიხის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.

3. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

4. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი, №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საკრებულოს თავმჯდომარე  გიორგი ტყემალაძე