ზოგიერთი სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

ზოგიერთი სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 324/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 30/12/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 040170280.18.011.016892
324/04
30/12/2024
ვებგვერდი, 31/12/2024
040170280.18.011.016892
ზოგიერთი სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №324/04

2024 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

ზოგიერთი სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
ძალადაკარგულად გამოცხადდეს: 

ა) „აქტივების მმართველ კომპანიებთან ხელშეკრულების დადების წესის შესახებ“  საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 2004 წლის 11 ნოემბრის №44 დადგენილება;

ბ) „აქტივების მმართველი კომპანიებისა და სპეციალიზებული დეპოზიტარების ინტერესთა კონფლიქტების შესახებ“ საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 2004 წლის 11 ნოემბრის №46 დადგენილება;

გ) „სპეციალიზებულ დეპოზიტართან ხელშეკრულების დადების წესის შესახებ“ საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 2004 წლის 11 ნოემბრის №49 დადგენილება;

დ) „სპეციალიზებული დეპოზიტარის საპენსიო აქტივის შენახვის ვალდებულებების განსაზღვრის წესის შესახებ“ საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 2004 წლის 11 ნოემბრის №51 დადგენილება;

ე) „აქტივების მმართველი კომპანიისა და სპეციალიზებული დეპოზიტარის მიმართ ფულადი ჯარიმის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 29 მარტის №33/04 ბრძანება.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელინათელა თურნავა