ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ბესარიონ ქებურიას დასახლების I და III ქუჩებისთვის ქართველი სამხედრო მფრინავის იზანი ცერცვაძის სახელის მინიჭების შესახებ

ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ბესარიონ ქებურიას დასახლების I და III ქუჩებისთვის ქართველი სამხედრო მფრინავის იზანი ცერცვაძის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 700
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 20/12/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2024
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016946
700
20/12/2024
ვებგვერდი, 30/12/2024
000000000.00.101.016946
ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ბესარიონ ქებურიას დასახლების I და III ქუჩებისთვის ქართველი სამხედრო მფრინავის იზანი ცერცვაძის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №700

2024 წლი 20 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ბესარიონ ქებურიას დასახლების I და III ქუჩებისთვის ქართველი სამხედრო მფრინავის იზანი ცერცვაძის სახელის მინიჭების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის – „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1.   სამგორის რაიონში,  ბესარიონ ქებურიას დასახლების I და III ქუჩებს მიენიჭოს ქართველი სამხედრო მფრინავის იზანი ცერცვაძის  სახელი, თანდართული რუკის თანახმად.

2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

3. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი, №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საკრებულოს თავმჯდომარე    გიორგი ტყემალაძე