ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ლევან ჩოხელის ქუჩასთან არსებული უსახელო სკვერისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის გოგიტა კიკნაძის სახელის მინიჭების შესახებ

ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ლევან ჩოხელის ქუჩასთან არსებული უსახელო სკვერისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის გოგიტა კიკნაძის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 696
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 20/12/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2024
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016942
696
20/12/2024
ვებგვერდი, 30/12/2024
000000000.00.101.016942
ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ლევან ჩოხელის ქუჩასთან არსებული უსახელო სკვერისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის გოგიტა კიკნაძის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №696

2024 წლის 20 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ლევან ჩოხელის ქუჩასთან არსებული უსახელო სკვერისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის გოგიტა კიკნაძის სახელის მინიჭების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის – „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1.  სამგორის რაიონში, ლევან ჩოხელის ქუჩასთან არსებულ უსახელო სკვერს მიენიჭოს აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის გოგიტა კიკნაძის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.

2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

3. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საკრებულოს თავმჯდომარე   გიორგი ტყემალაძე