ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, მიხა ხელაშვილის ქუჩისთვის, მასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის, ჩიხისთვის, ზურგოვანის ტერიტორიაზე მდებარე ასი ათასი მოწამის ქუჩისთვის და მუხათგვერდის სასაფლაოსკენ მიმავალი გზისთვის საქართველოს ეროვნული გმირის მიხა ხელაშვილის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ

დოკუმენტის ნომერი 694
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 20/12/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2024
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.101.016940
694
20/12/2024
ვებგვერდი, 30/12/2024
000000000.00.101.016940
ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, მიხა ხელაშვილის ქუჩისთვის, მასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის, ჩიხისთვის, ზურგოვანის ტერიტორიაზე მდებარე ასი ათასი მოწამის ქუჩისთვის და მუხათგვერდის სასაფლაოსკენ მიმავალი გზისთვის საქართველოს ეროვნული გმირის მიხა ხელაშვილის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №694

 2024 წლის 20 დეკემბერი

ქ. თბილისი

 ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონში, მიხა ხელაშვილის ქუჩისთვის, მასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის, ჩიხისთვის, ზურგოვანის ტერიტორიაზე მდებარე ასი ათასი მოწამის ქუჩისთვის და მუხათგვერდის სასაფლაოსკენ მიმავალი გზისთვის საქართველოს ეროვნული გმირის მიხა ხელაშვილის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის - “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად,  ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. საბურთალოს რაიონში, მიხა ხელაშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას, ზურგოვანის ტერიტორიაზე არსებულ ასი ათასი მოწამის ქუჩას და მასთან მდებარე უსახელო ქუჩას მიენიჭოს საქართველოს ეროვნული გმირის მიხა ხელაშვილის ქუჩის სახელი,  თანდართული რუკის თანახმად.

2. საბურთალოს რაიონში, მიხა ხელაშვილის ქუჩას მიენიჭოს მიხა ხელაშვილის I ჩიხის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.

3. საბურთალოს რაიონში, პირველ პუნქტში აღნიშნულ უსახელო ქუჩასთან არსებულ უსახელო ჩიხს მიენიჭოს მიხა ხელაშვილის I ჩიხის სახელი, თანდართული რუკის თანახმად.

4. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

5. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს  თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით  აღმაშენებლის ხეივანი, №64), კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საკრებულოს თავმჯდომარე                                                           გიორგი ტყემალაძე