საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზიაში და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ

საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზიაში და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი REG 2 24 00003135
დოკუმენტის მიმღები სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო
მიღების თარიღი 09/12/2024
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2024
სარეგისტრაციო კოდი
REG 2 24 00003135
09/12/2024
ვებგვერდი, 30/12/2024
საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზიაში და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ
სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო

სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის 

ბრძანება №REG 2 24 00003135

2024 წლის 9 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზიაში და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ

 

„ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე და 63-ე მუხლების, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №01-64/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დებულების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ჰ6" ქვეპუნქტის, მე-4 მუხლის, „კ“ პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2024 წლის 4 მარტის NREG82400000684 ბრძანებაში, საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის N000062 ლიცენზიაში და უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში განხორციელდეს ცვლილება: კერძოდ, „შპს „სისხლის ბანკი სიცოცხლეს“ (ს/კ 400326036; ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, ალ. გობრონიძის ქუჩა №27)“ ნაცვლად, დაფიქსირდეს „ა(ა)იპ „სისხლის ბანკი სიცოცხლე 2022“ (ს/კ 400396585; ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, ალ. გობრონიძის ქუჩა №27)“ და გაიცეს ახალი საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზია.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს (გაუქმდეს) შპს „სისხლის ბანკი სიცოცხლე"-ზე (ს/კ 400326036; ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, ალ. გობრონიძის ქუჩა N27) გაცემული საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზია №000062.

3. დაევალოს სააგენტოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების და აკრედიტაციის სამმართველოს სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა ამ ბრძანების პირველი პუნქტის შესაბამისად.

4. დაევალოს სააგენტოს სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიების და აკრედიტაციის სამმართველოს ლიცენზიის გაცემის და გაუქმების შესახებ მონაცემები დადგენილი წესით შეიტანოს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64). 

6. ბრძანება ძალაში შედის ხელისმოწერისთანავე.

საფუძველი: შპს „სისხლის ბანკი სიცოცხლეს“ (ს/კ 400326036) დირექტორის, ირაკლი თურმანიძის განცხადებები (№1261028, 28.11.2024წ; №1281889, 04.12.2024წ.) და თანდართული დოკუმენტაცია.

 

სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი                                          ლეილა ქოჩიაშვილ