დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1-1/490 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 26/12/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300300000.22.024.016885 |
|
ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს № 77 ბრძანებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესებში“ (www.matsne.gov.ge, სსმ, № 117, 31/08/2006, სარეგისტრაციო კოდი: 300.300.000.22. 025.009.162) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
25-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი, თავისუფალი მიმწოდებელი, საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიმწოდებელი და ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელი ვალდებულია, ამ წესების მე-3 მუხლით დადგენილი წესით საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაციისას ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს წარუდგინოს საბანკო გარანტია შესასყიდი გარანტირებული სიმძლავრის ღირებულების, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მომსახურების საფასურისა და საბალანსო ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ღირებულების ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით. უზრუნველყოფისათვის გამოიყენება საქართველოში ლიცენზირებული კომერციული ბანკის მიერ გაცემული ან „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD)“ წევრ ნებისმიერ ქვეყანაში მოქმედი ბანკის მიერ გაცემული და საქართველოში ლიცენზირებული კომერციული ბანკის მიერ კონტრგარანტიის საფუძველზე გადაზღვეული უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტიები. საბანკო გარანტიის ოდენობას განსაზღვრავს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 2 (ორი) თვეში შესასყიდი საბალანსო ელექტროენერგიისა და გარანტირებული სიმძლავრის საპროგნოზო მოცულობის სრულ ღირებულებას, ასევე ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მომსახურების სრულ ოდენობას. გარანტიის მოქმედების ვადა და სხვა პირობები ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორმა უნდა განუსაზღვროს ამ მუხლით განსაზღვრულ მიმწოდებლებს მისი წერილობითი მომართვიდან 3 სამუშაო დღის ვადაში. გარანტიის მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვის დასრულების თვის მომდევნო 45 კალენდარულ დღეს. საბანკო გარანტიის წარმოდგენის პერიოდულობა არ უნდა იყოს 2 (ორი) თვეზე ნაკლები. ახალი გარანტიის მოქმედების დაწყების ვადა უნდა იყოს არა უგვიანეს შესაბამისი საანგარიშო პერიოდის დაწყებისა. სახელშეკრულებო ღირებულების გაზრდის შემთხვევაში გარანტიის წარმომდგენი პირი ვალდებულია წარდგენილი საბანკო გარანტია ახალ გარემოებებთან შესაბამისობაში მოიყვანოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩაითვლება, რომ საბანაკო გარანტია არ არის წარმოდგენილი. გარანტია წარმოუდგენლად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი, თავისუფალი მიმწოდებელი, საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიმწოდებელი და ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელი ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის გამოყენების შემდეგ, არ შეავსებს საბანკო გარანტიას და არ წარუდგენს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს. სახელშეკრულებო ღირებულების გაზრდის შემთხვევაში გარანტიის წარმომდგენი პირი ვალდებულია 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში შესაბამისობაში მოიყვანოს წარმოდგენილი საბანკო გარანტია შეცვლილ გარემოებებთან, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩაითვლება, რომ საბანკო გარანტია არ არის წარდგენილი. აღნიშნული საბანკო გარანტიის შესაბამისობაში მოყვანა არ ითვლება ახალი გარანტიის წარმოდგენად.“. |
| მუხლი 2 |
ეს
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები