დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 80-Iმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 12/12/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/12/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010110020.05.001.102393 |
|
„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 28.07.2015, სარეგისტრაციო კოდი: 010110020.05.001.017881) მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საბჭოს შემადგენლობაში შედიან საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოების წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის წევრები, ექსპერტები, მაღალმთიანი რეგიონების ცალკეული წარმომადგენლები: შესაბამისი მუნიციპალიტეტების მერები, შესაბამისი სახელმწიფო რწმუნებულები, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 115-ე მუხლის 61 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი ოლქების დელეგატები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე. საბჭოს თავმჯდომარეობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 3. საბჭოს შემადგენლობის არანაკლებ ნახევარს უნდა შეადგენდნენ მაღალმთიანი რეგიონების წარმომადგენლები. საბჭოს შემადგენლობაში შესაბამისი მუნიციპალიტეტების მერების, შესაბამისი სახელმწიფო რწმუნებულებისა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 115-ე მუხლის 61 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი ოლქების დელეგატების შეყვანის საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს შესაბამის ტერიტორიაზე მდებარე მაღალმთიანი დასახლებების რაოდენობა.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თბილისი, 2024 წლის 12 დეკემბერი. №80-Iმს-XIმპ
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები