დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიერ დაჩქარებული მომსახურების გაწევისა და მასზე დაწესებული საფასურის გადახდის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 20 ოქტომბრის №31-74 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 50-104 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/12/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/12/2024 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/03/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.101.017282 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (28/12/2024 - 28/01/2025)
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიერ დაჩქარებული მომსახურების გაწევისა და მასზე დაწესებული საფასურის გადახდის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 20 ოქტომბრის №31-74 დადგენილებაში (ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 23/10/2023წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.101.017140) და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიერ დაჩქარებული მომსახურების გაწევისა და მასზე დაწესებული საფასურის გადახდის რეგულირების წესის“:
ა) მე-5 მუხლის 41; 42; 43 და 44 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 41. განაშენიანების რეგულირების გეგმების გეგმარებითი დავალების განხილვა: ა) ერთი ჰექტარის ჩათვლით მიწის ნაკვეთზე: ა.ა)10 დღეში – 10000 ლარი; ა.ბ) 30 დღეში – 3000 ლარი; ა.გ) 45 დღეში –2000 ლარი; ა.დ) 60 დღეში –1000 ლარი; ა.ე) 3 თვეში – უფასო; ბ) ერთ ჰექტარზე მეტი მოცულობის მიწის ნაკვეთზე, მაგრამ არაუმეტეს ხუთი ჰექტარის ჩათვლით: ბ.ა) 10 დღეში – 17000 ლარი; ბ.ბ) 30 დღეში – 6000 ლარი; ბ.გ) 45 დღეში – 3000 ლარი; ბ.დ) 60 დღეში – 1500 ლარი; ბ.ე) 3 თვეში – უფასო; გ) ხუთ ჰექტარზე მეტი მოცულობის მიწის ნაკვეთზე: გ.ა) 10 დღეში – 30000 ლარი; გ.ბ) 30 დღეში – 12000 ლარი; გ.გ) 45 დღეში - 6000 ლარი; გ.დ) 60 დღეში- 3000 ლარი; გ.ე) 3 თვეში – უფასო. 42. განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების კორექტირებული პროექტის განხილვა: ა) ერთი ჰექტარის ჩათვლით მიწის ნაკვეთზე: ა.ა) 10 დღეში – 10000 ლარი; ა.ბ) 30 დღეში – 3000 ლარი; ა.გ) 45 დღეში – 2000 ლარი; ა.დ) 60 დღეში – 1000 ლარი; ა.ე) 3 თვეში – უფასო; ბ) ერთ ჰექტარზე მეტი მოცულობის მიწის ნაკვეთზე, მაგრამ არაუმეტეს ხუთი ჰექტარის ჩათვლით: ბ.ა) 10 დღეში – 17000 ლარი; ბ.ბ) 30 დღეში – 6000 ლარი; ბ.გ) 45 დღეში –3000 ლარი; ბ.დ) 60 დღეში –1500 ლარი; ბ.ე) 3 თვეში – უფასო; გ) ხუთ ჰექტარზე მეტი მოცულობის მიწის ნაკვეთზე: გ.ა) 10 დღეში – 30000 ლარი; გ.ბ) 30 დღეში – 12000 ლარი; გ.გ) 45 დღეში – 6000 ლარი; გ.დ) 60 დღეში – 3000 ლარი; გ.ე) 3 თვეში – უფასო. 43. განაშენიანების რეგულირების გეგმის განხილვა: ა) ერთი ჰექტარის ჩათვლით მიწის ნაკვეთზე: ა.ა) 10 დღეში – 15000 ლარი; ა.ბ) 30 დღეში – 5000 ლარი; ა.გ) 45 დღეში – 3000 ლარი; ა.დ) 60 დღეში –1500 ლარი; ა.ე) 3 თვეში – უფასო; ბ) ერთ ჰექტარზე მეტი მოცულობის მიწის ნაკვეთზე, მაგრამ არაუმეტეს ხუთი ჰექტარის ჩათვლით: ბ.ა) 10 დღეში – 25000 ლარი; ბ.ბ) 30 დღეში – 10000 ლარი; ბ.გ) 45 დღეში – 6000 ლარი; ბ.დ) 60 დღეში –3000 ლარი; ბ.ე) 3 თვეში – უფასო;
გ) ხუთ ჰექტარზე მეტი მოცულობის მიწის ნაკვეთზე: გ.ა) 10 დღეში – 45000 ლარი; გ.ბ) 30 დღეში – 20000 ლარი; გ.გ) 45 დღეში –12000 ლარი; გ.დ) 60 დღეში –6000 ლარი; გ.ე) 3 თვეში – უფასო. 44. განაშენიანების რეგულირების გეგმის კორექტირებული პროექტის განხილვა: ა) ერთი ჰექტარის ჩათვლით მიწის ნაკვეთზე: ა.ა) 10 დღეში – 15000 ლარი; ა.ბ) 30 დღეში – 5000 ლარი; ა.გ) 45 დღეში – 3000 ლარი; ა.დ) 60 დღეში –1500 ლარი; ა.ე) 3 თვეში – უფასო; ბ) ერთ ჰექტარზე მეტი მოცულობის მიწის ნაკვეთზე, მაგრამ არაუმეტეს ხუთი ჰექტარის ჩათვლით: ბ.ა) 10 დღეში – 25000 ლარი; ბ.ბ) 30 დღეში – 10000 ლარი; ბ.გ) 45 დღეში – 6000 ლარი; ბ.დ) 60 დღეში – 3000 ლარი; ბ.ე) 3 თვეში – უფასო; გ) ხუთ ჰექტარზე მეტი მოცულობის მიწის ნაკვეთზე: გ.ა) 10 დღეში – 45000 ლარი; გ.ბ) 30 დღეში – 20000 ლარი; გ.გ) 45 დღეში – 12000 ლარი; გ.დ) 60 დღეში – 6000 ლარი; გ.ე) 3 თვეში – უფასო. ბ) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა: „შენიშვნა: დაინტერესებული პირი, ამ მუხლის 41 პუნქტის „ა.ა“, „ბ.ა“, „გ.ა“ ქვეპუნქტებით, 42 პუნქტის „ა.ა“, „ბ.ა“, „გ.ა“ ქვეპუნქტებით, 43 პუნქტის „ა.ა“, „ბ.ა“, „გ.ა“ ქვეპუნქტებით და 44 პუნქტის „ა.ა“, „ბ.ა“ და „გ.ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დაჩქარებული მომსახურების გაწევის მოთხოვნის შემთხვევაში, იმავდროულად იღებს პერსონალური კონსულტანტის მომსახურებას „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ,,მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს“ მიერ გასაწევი ზოგიერთი ანაზღაურებადი მომსახურების სახისა და საფასურის ოდენობის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 7 სექტემბრის №87-81 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „მუნიციპალური სერვისების პერსონალური კონსულტანტის მომსახურების პირობებისა და საფასურის ოდენობის განსაზღვრის წესის“ (დანართი №13) შესაბამისად.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის პირველი თებერვლიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები