დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| “№6 საპყრობილის (ქ. რუსთავი) სპეციალური საპატიმრო განყოფილების შექმნის შესახებ" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 367 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/03/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 41, 27/03/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 09/08/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100.070.000.22.027.008.307 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (27/03/2006 - 09/08/2006)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.070.000.22.027.008.307
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №367
2006 წლის 27 მარტი
ქ. თბილისი
№6 საპყრობილის (ქ. რუსთავი) სპეციალური საპატიმრო განყოფილების შექმნის შესახებ
,,პატიმრობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტისა და 85-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სასჯელაღსრულების დაწესებულებებისა და მათში განთავსებული კონტინგენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის, საცხოვრებელი და სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების გაუმჯობესების მიზნით, ვბრძანებ:
1. შეიქმნას №6 საპყრობილის (ქ. რუსთავი) საპატიმრო განყოფილება.
2. სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა (ბ. ახალაია) წარმოადგინოს წინადადებები №6 საპყრობილის საპატიმრო განყოფილების შექმნასთან დაკავშირებით გასატარებელი ორგანიზაციული ღონისძიებების თაობაზე.
3. ამ ბრძანების ამოქმედებასთან დაკავშირებით დაევალოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს (ბ. ახალაია), საგამოძიებო ინტერესების შესაბამისად, უმოკლეს ვადებში უზრუნველყოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, პატიმართა გადანაწილება სასჯელაღსრულების დაწესებულების, პატიმართა უსაფრთხოებისა და დაცვის ოპტიმალური ღონისძიებების განხორცილების გზით.
4. ბრძანება გაეცნოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პირად შემადგენლობას.
5. კონტროლი აღნიშნული ბრძანების შესრულებაზე დაევალოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს (ბ. ახალაია).
6. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2006 წლის 20 მარტიდან.
გ. ქავთარაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები