„აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზირების, რეგისტრაციის, აღიარებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 22 სექტემბრის №167/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზირების, რეგისტრაციის, აღიარებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 22 სექტემბრის №167/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 325/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 30/12/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 240090000.18.011.016895
325/04
30/12/2024
ვებგვერდი, 31/12/2024
240090000.18.011.016895
„აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზირების, რეგისტრაციის, აღიარებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 22 სექტემბრის №167/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №325/04

2024 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზირების, რეგისტრაციის, აღიარებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 22 სექტემბრის №167/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზირების, რეგისტრაციის, აღიარებისა და რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 22 სექტემბრის №167/04 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 22/09/2020; ს/კ:240090000.18.011.016501) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 524 მუხლის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტების, „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-20 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 26-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 71-ე მუხლის მე-13 პუნქტის, 78-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 86-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის და „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:“.

2. ბრძანებით დამტკიცებული წესის:

ა) პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ლიცენზირებულმა აქტივების მმართველმა შეიძლება მართოს როგორც საქართველოში დაფუძნებული, ავტორიზებული და რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდები, ისე უცხოური საინვესტიციო ფონდები. ასევე, ლიცენზირებული აქტივების მმართველი უფლებამოსილია, „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დააფუძნოს და მართოს საპენსიო სქემა, აგრეთვე მართოს საპენსიო ფონდის ფარგლებში არსებული საპენსიო აქტივები. რეგისტრირებულ აქტივების მმართველს შეუძლია, მართოს მხოლოდ რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდები. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, უცხოური აქტივების მმართველის აღიარებისას განსაზღვროს იმ საინვესტიციო ფონდების კატეგორიები, რომელთა მართვაც შეეძლება უცხოურ აქტივების მმართველს საქართველოში, მათ შორის, მიანიჭოს უცხოურ აქტივების მმართველს ავტორიზებული ან/და რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდების მართვის უფლებამოსილება უცხოური საზედამხედველო ორგანოს მიერ მისთვის მინიჭებული საქმიანობის ნებართვის პირობების გათვალისწინებით.“;

ბ) მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“-„ზ“  ქვეპუნქტები:  

„დ) ერთეულის მფლობელი - „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირი, რომელსაც ეკუთვნის ერთეული (ერთეულები) საინვესტიციო ფონდში;

ე) საინვესტიციო ფონდი - „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კოლექტიური საინვესტიციო სქემა, რომელიც ინვესტორებისგან იზიდავს კაპიტალს ამ კაპიტალის განსაზღვრული საინვესტიციო პოლიტიკის შესაბამისად ინვესტორების სასარგებლოდ ინვესტირების მიზნით;

ვ) საპენსიო სქემა – „ნებაყოფლობით კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული საპენსიო სქემის წესებისა და პარამეტრების ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს მონაწილის პენსიით უზრუნველყოფას;

ზ) საპენსიო ფონდი – „ნებაყოფლობით კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული საპენსიო სქემის ფარგლებში არსებული აქტივების პორტფელი, რომელსაც განსაზღვრული საინვესტიციო რისკის პროფილი აქვს და რომლის მართვა ხორციელდება კონკრეტული საინვესტიციო სტრატეგიის შესაბამისად.“;

გ) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) საქმიანობის პროგრამა, რომელიც მოიცავს ინფორმაციას, მათ შორის, იმის შესახებ, თუ როგორ აპირებს ლიცენზიის მაძიებელი ამ წესითა და კანონით მასზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას. იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიის მაძიებელი აპირებს განახორციელოს „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საქმიანობა (საპენსიო სქემის დაფუძნება/მართვა ან/და საპენსიო ფონდის ფარგლებში არსებული საპენსიო აქტივების მართვა), საქმიანობის პროგრამა ასევე უნდა მოიცავდეს ამ წესის 71 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ინფორმაციას.“;

დ) მე-6 მუხლის:

დ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თუ აქტივების მმართველის მართვის ქვეშ მყოფი საინვესტიციო ფონდ(ებ)ის/საპენსიო ფონდ(ებ)ის პორტფელ(ებ)ის ჯამური ღირებულება 250,000,000 (ორას ორმოცდაათი მილიონი) ლარს აღემატება, აქტივების მმართველს უნდა ჰქონდეს დამატებითი საკუთარი კაპიტალი, რომელიც განისაზღვრება ნამეტი პორტფელის (პორტფელის მიმდინარე ღირებულებას გამოკლებული 250,000,000 (ორას ორმოცდაათი მილიონი ლარი)) 0.02 პროცენტის ოდენობით. ამ პუნქტით განსაზღვრული აქტივების მმართველის დამატებითი საკუთარი კაპიტალი შევსებული უნდა იყოს ლიკვიდური აქტივებით.“;

დ.ბ) მე-4-მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისთვის, აქტივების მმართველის მიერ მართული პორტფელ(ებ)ის ჯამურ ღირებულებაში აგრეთვე გათვალისწინებულ უნდა იქნეს იმ საინვესტიციო ფონდების/საპენსიო ფონდების პორტფელების ღირებულება, რომლებთან დაკავშირებითაც აქტივების მმართველმა განახორციელა მესამე პირზე თავისი ფუნქცი(ებ)ის დელეგირება. ამასთან, პორტფელ(ებ)ის ჯამურ ღირებულებაში არ გაითვალისწინება იმ საინვესტიციო ფონდების/საპენსიო ფონდების პორტფელების ღირებულება, რომლებსაც მართავს აქტივების მმართველი სხვა აქტივების მმართველის მიერ განხორციელებული დელეგირების საფუძველზე.

5. აქტივების მმართველი ვალდებულია, საქმიანობის ყველა ეტაპზე უზრუნველყოს ამ მუხლის პირველ და, შესაბამის შემთხვევაში, მე-2 პუნქტში მითითებული საკუთარი კაპიტალის მინიმალური ოდენობის დაცვა, მისი მართვის ქვეშ მყოფი საინვესტიციო ფონდ(ებ)ის/საპენსიო ფონდ(ებ)ის პორტფელ(ებ)ის მოცულობის მიხედვით.

6. აქტივების მმართველი ვალდებულია ჰქონდეს დამატებითი საკუთარი კაპიტალი, რომლის ოდენობაც უნდა იყოს ადეკვატური პროფესიული დაუდევრობით გამოწვეული პოტენციური პასუხისმგებლობის რისკების დასაფარად. ამ პუნქტით გათვალისწინებული დამატებითი კაპიტალის ოდენობა, სულ მცირე, აქტივების მმართველის მართვის ქვეშ მყოფი საინვესტიციო ფონდ(ებ)ის/საპენსიო ფონდ(ებ)ის პორტფელ(ებ)ის ჯამური ღირებულების 0,01 პროცენტს უნდა შეადგენდეს.“;

დ.გ) მე-8 პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საინვესტიციო ფონდის/საპენსიო ფონდის ფარგლებში არსებულ აქტივებზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების დაკარგვა;

ბ) საინვესტიციო ფონდის/საპენსიო სქემის ან მათი ერთეულის მფლობელების/მონაწილეების მიმართ გაკეთებული შეცდომაში შემყვანი ან არასწორი განცხადებები;

გ) ქმედებები (მოქმედება, უმოქმედობა) ან შეცდომები, რაც იწვევს კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების, საინვესტიციო ფონდის/საპენსიო სქემის ან მათი ერთეულის მფლობელების/მონაწილეების მიმართ არსებული ფიდუციური ვალდებულებების, კონფიდენციალურობასთან დაკავშირებული ვალდებულებების, საინვესტიციო ფონდის/საპენსიო სქემის სადამფუძნებლო დოკუმენტის ან/და აქტივების მართვის ხელშეკრულების პირობების დარღვევას.“.

ე) მე-7 მუხლის:

ე.ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საქმიანობის ფარგლებში (საპენსიო სქემის დაფუძნება/მართვა ან/და საპენსიო ფონდის ფარგლებში არსებული საპენსიო აქტივების მართვა) აქტივების მმართველი ასევე ვალდებულია საპენსიო სქემის/საპენსიო ფონდის ზომის, ბუნების, მასშტაბისა და კომპლექსურობის პროპორციულად უზრუნველყოს ეფექტიანი შიდა აუდიტის ფუნქცია. შიდა აუდიტის ფუნქცია უნდა მოიცავდეს შიდა კონტროლის სისტემისა და მართვის სისტემის სხვა ელემენტების სათანადოობისა და ეფექტიანობის შეფასებას, მათ შორის, აუთსორსინგული მომსახურების შემთხვევაში. შიდა აუდიტის ფუნქცია უნდა იყოს საოპერაციო საქმიანობისგან დამოუკიდებელი და ობიექტური.“;

ე.ბ) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აქტივების მმართველი უნდა მოქმედებდეს კეთილსინდისიერად, დამოუკიდებლად, პროფესიონალურად და მხოლოდ საინვესტიციო ფონდისა და მისი ერთეულის მფლობელების საუკეთესო ინტერესებისთვის.

3. აქტივების მმართველმა უნდა დანერგოს და განახორციელოს პროცედურები, რომელთა მეშვეობითაც მუდმივ მონიტორინგს გაუწევს მისი მართვის ქვეშ მყოფი აქტივების ჯამურ ღირებულებას. მონიტორინგი უნდა მოიცავდეს აქტივების პერიოდულ მიმოხილვას, მათ შორის, ერთეულების განთავსებაზე და გამოსყიდვაზე ან, შესაბამის შემთხვევაში, კაპიტალის შემცირებაზე, კაპიტალის განაწილებაზე და თითოეულ საინვესტიციო ფონდში/საპენსიო ფონდში ინვესტირებული აქტივების ღირებულებაზე დაკვირვებას.“;

ე.გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. აქტივების მმართველს უნდა გააჩნდეს ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კონტროლის, მათ შორის,  ერთეულების მფლობელების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის ეფექტური მექანიზმები.“;

ე.დ)  მე-7 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „პ“ ქვეპუნქტი:

„პ) „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით აქტივების მმართველისთვის განსაზღვრული ფუნქციების სათანადოდ შესასრულებლად საჭირო პოლიტიკა/პროცედურები.“.

ვ)  მე-7 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი:

„მუხლი 71.  მოთხოვნები „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მოქმედ აქტივების მმართველთან მიმართებით

1. ლიცენზირებული აქტივების მმართველი, რომელიც ახორციელებს „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საქმიანობას (საპენსიო სქემის დაფუძნება/მართვა ან/და საპენსიო ფონდის ფარგლებში არსებული საპენსიო აქტივების მართვა),  ვალდებულია დაიცვას ამ წესითა და „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით აქტივების მმართველის მიმართ დადგენილი მოთხოვნები.

2. საპენსიო სქემების საპენსიო ფონდის ფარგლებში არსებული აქტივების შეფასებისას აქტივების მმართველმა უნდა იხელმძღვანელოს „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სსიპ − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ განსაზღვრული წესების შესაბამისად.

3. ლიცენზირებული აქტივების მმართველი, რომელიც აპირებს განახორციელოს „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საქმიანობა (საპენსიო სქემის დაფუძნება/მართვა ან/და საპენსიო ფონდის ფარგლებში არსებული საპენსიო აქტივების მართვა), ვალდებულია, საქმიანობის პროგრამასა და სხვა დოკუმენტებში დამატებით აღწეროს, თუ როგორ შეასრულებს „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით დაკისრებულ ფუნქცია-მოვალეობებს ჯეროვნად.

4. აქტივების მმართველი  ვალდებულია, სსიპ − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში გადასცეს მას დოკუმენტები/ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური) საპენსიო აქტივებზე არსებული უფლებების შესახებ და მონაწილეების/ბენეფიციარების პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“;

ზ) მე-9 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. შეფასების პროცედურები უნდა უზრუნველყოფდეს, რომ საინვესტიციო ფონდების აქტივების შეფასება და ერთეულების წმინდა ღირებულების გამოთვლა განხორციელდეს კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი პერიოდულობით.“;

თ) მე-10 მუხლის მე-2-მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აქტივების მმართველმა ინფორმაცია დროულად უნდა განაახლოს და შესაბამისი ჩანაწერები აწარმოოს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს მისი მართვის ქვეშ მყოფი თითოეული საინვესტიციო ფონდის/საპენსიო სქემის საპენსიო ფონდის პორტფელთან დაკავშირებული დავალებისა და ტრანზაქციის სრული რეკონსტრუქცია (აღდგენა).

3. აქტივების მმართველმა საინვესტიციო ფონდის/საპენსიო სქემის საპენსიო ფონდის ტრანზაქციების და დავალებების მიხედვით უნდა უზრუნველყოს შემდეგი ჩანაწერების არსებობა:

ა) საინვესტიციო ფონდის/საპენსიო სქემის საპენსიო ფონდის და მისი სახელით მოქმედი პირის საიდენტიფიკაციო ინფორმაცია;

ბ) ტრანზაქციის საგანი (აქტივი);

გ) რაოდენობა და ფასი;

დ) დავალების ან ტრანზაქციის ტიპი;

ე) ტრანზაქციის თარიღი და დრო;

ვ) დავალების გადამცემი ან ტრანზაქციის შემსრულებელი პირის საიდენტიფიკაციო ინფორმაცია;

ზ) დავალების გაუქმების შემთხვევაში, გაუქმების მიზეზი;

თ) შესრულებული ტრანზაქციის მხარე და ადგილი (საფონდო ბირჟა).

4. იმ შემთხვევაში, თუ აქტივების მმართველი თავად აწარმოებს ერთეულის მფლობელების რეგისტრაციასა და შესაბამის რეესტრს, მან უნდა იხელმძღვანელოს „საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელთა რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 22 სექტემბრის №169/04 ბრძანებით დამტკიცებული წესით. რეესტრი უნდა ასახავდეს ერთეულის მფლობელების სტატუსს (გათვითცნობიერებული/გაუთვითცნობიერებელი). საპენსიო სქემასთან მიმართებით აქტივების მმართველმა მონაწილის პირადი საპენსიო ანგარიშების რეესტრის წარმოებისას უნდა იხელმძღვანელოს „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად.“;

ი) მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) განახორციელებს საკუთარი ერთი ან რამდენიმე ფუნქციის მესამე პირზე დელეგირებას კანონის 26-ე მუხლის და „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის  შესაბამისად.“.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან. 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელინათელა თურნავა