“სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმის, მისის შევსებისა და წარდგენის წესის შესახებ ინსტრუქციებისა და საბაჟო დეკლარაციევის კლასიფიკატორის" დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 13 ივლისის №481 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"

  • Word

დოკუმენტის ნომერი 219
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 17/03/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 41, 27/03/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 22/12/2006
სარეგისტრაციო კოდი 200.220.010.22.033.008.305
  • Word
219
17/03/2006
სსმ, 41, 27/03/2006
200.220.010.22.033.008.305
“სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმის, მისის შევსებისა და წარდგენის წესის შესახებ ინსტრუქციებისა და საბაჟო დეკლარაციევის კლასიფიკატორის" დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 13 ივლისის №481 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.220.010.22.033.008.305

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №219

2006 წლის 17 მარტი

ქ. თბილისი

,,სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის   ფორმის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის შესახებ ინსტრუქციებისა და ,,საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 13 ივლისის №481 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს საბაჟო კოდექსის 84-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1

,,სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის შესახებ ინსტრუქციებისა და ,,საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 13 ივლისის №481 ბრძანებაში (სსმ III, 2004 წ., №75, მუხ. 671) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) ამოღებულ იქნეს ბრძანების მე-2 პუნქტი.

ბ) ბრძანებას დაემატოს 31 და 32 პუნქტები შემდეგი რედაქციით:

,,31. TIR-კარნეტის წიგნაკით გადაადგილებული ტრანზიტული საქონ­ლის შემოსვლის საბაჟო ორგანოში დეკლარირების დროს სატვირთო-საბაჟო დეკლარაციად ითვლება TIR-კარნეტის წიგნაკი, ხოლო TIR-კარნეტის წიგნაკის არქონის შემ­თხვევაში სატრანსპორტო ზედდებული, საჰაერო, სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტის დროს აგრეთვე სხვა დოკუმენტი, რომელიც გამოიყენება შემდგომი გადაზიდვისათვის და/ან შეიცავს საქონლის და სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაციისათვის საჭირო მონაცემებს.

32. საქართველოს ტერიტორიაზე 30 დღემდე ავტოსატრანსპორტო საშუალების დროებითი შემოტანისას ავტოსატრანს­პორტო საშუალების ტექნიკური დოკუმენტაცია ითვლება სატვირთო-საბაჟო დეკლარაციად.“.

გ) ამოღებულ იქნეს ინსტრუქცია ,,საბაჟო მონაცემთა ერთიან ელექტრონულ სისტემაში (ASYCUDA) ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის შესაბამისად გაცხადებულ საქონელსა და სატრანსპორტო საშუალებებზე სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის შესახებ.“.

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

ა. ალექსიშვილი