დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 105 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/12/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/12/2024 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280120000.22.026.017282 |
|
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებით (ვებგვერდი, 16/01/2018; სარეგისტრაციო კოდი: 280120000.22.026.016549) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობებში შეტანილ იქნეს ცვლილება და 30-ე მუხლის:
ა) 91 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „91. სამინისტროს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობის სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც მსახურობენ სპეციალური ოპერაციების სარდლობის სპეციალური ოპერაციების ბატალიონის (აღმოსავლეთი): სპეციალური დანიშნულების ჯგუფებში, სნაიპერთა ჯგუფში; სპეციალური ოპერაციების სარდლობის სპეციალური ოპერაციების ბატალიონის (დასავლეთი): სპეციალური დანიშნულების ჯგუფებში, სნაიპერთა ჯგუფში, საზღვაო სპეციალური ოპერაციების ასეულის მმართველობაში და საზღვაო სპეციალური ოპერაციების ოცეულში; მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების საწრთვნელი ცენტრის სპეციალური დანიშნულების სკოლაში, რეინჯერთა მომზადების სკოლაში, მებრძოლ მყვინთავთა მომზადების სკოლაში, სნაიპერთა მომზადების სკოლაში და საპარაშუტო მომზადების სკოლაში, რომელთაც გავლილი აქვთ თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობის/ძალების სპეციალური დანიშნულების კურსი/პროგრამა და/ან სპეციალური ოპერაციების სარდლობის/ძალების საზღვაო სპეციალური დანიშნულების კურსი/პროგრამა, კურსის/პროგრამის დამთავრების (სერტიფიკატის მიღების) შემდეგ მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ამ ბრძანებით განსაზღვრულ ანაზღაურებასთან ერთად ეძლევათ ყოველთვიური დანამატი 1275.5 ლარის ოდენობით.“; ბ) 101 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „101. ამ მუხლის მე-8 და 91 პუნქტებით გათვალისწინებულ იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც წარმოექმნებათ ერთდროულად 250 და 1275.5 ლარის ოდენობის დანამატის მიღების უფლება, მიეცემათ მხოლოდ 91 პუნქტით გათვალისწინებული 1275.5 ლარის ოდენობის დანამატი.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები