„2024 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის №529 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„2024 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის №529 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 445
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 27/12/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/12/2024
სარეგისტრაციო კოდი 470000000.10.003.024840
445
27/12/2024
ვებგვერდი, 27/12/2024
470000000.10.003.024840
„2024 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის №529 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №445 

2024 წლის 27 დეკემბერი

   ქ. თბილისი

 

„2024 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის №529 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2024 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის №529 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/12/2023, 470000000.10.003.024362) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „2024 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“:

1. №1 დანართის („დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგი“ – პროგრამული კოდი: 27 03 02 01) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 3 139.8 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

კიბოს სკრინინგის კომპონენტი

1,929.8

2

1-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვთა მსუბუქი და საშუალო ხარისხის მენტალური განვითარების დარღვევების პრევენცია

66.0

3

ეპილეფსიის დიაგნოსტიკა და ზედამხედველობა

301.0

4

დღენაკლულთა რეტინოპათიის სკრინინგი, მ.შ., ტრენინგების ჩატარება არაუმეტეს 50 ათასი ლარის ოდენობით

79.0

5

ბავშვთა სისხლში ტყვიის შემცველობის ბიომონიტორინგი

764.0

 

სულ:

3,139.8

.“.

2. №2 დანართის („იმუნიზაცია“ – პროგრამული კოდი: 27 03 02 02) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

 პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 24 851.9 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

ვაქცინებისა და ასაცრელი მასალების შესყიდვა

18,215.9

2

სპეციფიკური შრატებისა და ვაქცინების შესყიდვა

36.4

3

პოსტექსპოზიციური ანტირაბიული პროფილაქტიკისათვის ანტირაბიული სამკურნალო საშუალებებით უზრუნველყოფა

4,031.4

4

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის შესყიდვა

2,390.0

5

„ცივი ჯაჭვის“ მოწყობილობების/ინვენტარის შესყიდვა და მონტაჟი

0.0

6

აცრა-ვიზიტისა და ექიმის კონსულტაციის მომსახურება

78.2

7

საინფორმაციო-საგანმანათლებლო ღონისძიებები

100.0

 

სულ:

24,851.9

.“.

3. №3 დანართის („ეპიდზედამხედველობა“ პროგრამული კოდი: 27 03 02 03) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 3 530.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

რეგიონულ და მუნიციპალურ დონეზე არსებული სჯდ ცენტრებისთვის ეპიდზედამხედველობის, იმუნიზაციისა და სამედიცინო სტატისტიკის ღონისძიებათა ფარგლებში მომსახურების დაფინანსებისთვის

1,099.0

 

მათ შორის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემის განმტკიცება, არსებულ საფრთხეებზე რეაგირებისა და მზადყოფნის გაძლიერება არაუმეტეს

635.0

2

კოღოებით, ტკიპებით, ფლებოტომუსებით და სხვა ვექტორებით გადაცემადი პარაზიტული და ვირუსული (მალარია, ლეიშმანიოზი, დენგე, ზიკა, ჩიკუნგუნია, ყირიმ-კონგო და სხვა) დაავადებებისა და ალიმენტური პარაზიტული* (პროტოზოოზები, ჰელმინთოზები) ინფექციების პრევენციისა და კონტროლის გაუმჯობესება

1,753.0

3

ნოზოკომური ინფექციების ეპიდზედამხედველობა

26.0

4

ვირუსული დიარეების კვლევა

0.0

5

B და C ჰეპატიტებზე ეპიდზედამხედველობა

19.0

6

გრიპზე, გრიპისმაგვარ დაავადებებსა და მძიმე მწვავე რესპირაციულ დაავადებებზე ეპიდზედამხედველობის ქსელის მდგრადობის შენარჩუნება და სეზონურ/პანდემიურ გრიპზე რეაგირება (მათ შორის, საყრდენი ბაზების მომსახურება თვეში არაუმეტეს  12 000 ლარისა)

633.0

სულ:

3,530.0

.“.

4.  №4 დანართის („უსაფრთხო სისხლი“ პროგრამული კოდი: 27 03 02 04) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 5 510.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

დონორული სისხლის კვლევა В და С ჰეპატიტებზე, აივ-ინფექციასა/შიდსსა და სიფილისზე

1,877.0

2

ხარისხის გარე კონტროლისა და მონიტორინგის უზრუნველყოფა, მათ შორის, NAT (ნუკლეინის მჟავას ტესტირების) მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით, დონორთა სისხლის ცენტრალიზებული კვლევა

3,378.0

3

სისხლის უანგარო რეგულარული დონორობის მხარდაჭერისა და მოზიდვის ეროვნული კამპანიის განხორციელების მიზნით გასატარებელი ღონისძიებები              (მ. შ., „უანგარო დონორთა მსოფლიო დღესთან“ დაკავშირებული ღონისძიებების მხარდაჭერა) – მ. შ., 20.0 ათასი მე-3 მუხლის „გ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ღონისძიებებისათვის

70.0

4

უსაფრთხო სისხლის სახელმწიფო პროგრამის მართვა და ადმინისტრირება (მ. შ., NAT ლაბორატორიის ფუნქციონირების უზრუნველყოფა და ხარისხის მართვა)

185.0

 

სულ:

5,510.0

.“.

5. №5 დანართის („საზოგადოებრივი ჯანდაცვის, გარემოსა და პროფესიულ დაავადებათა ჯანმრთელობის სფეროში არსებული ვალდებულებების ხელშეწყობა“ – პროგრამული კოდი: 27 03 02 05) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

 პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 276.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

სხვადასხვა ტიპის საწარმოში დასაქმებულთა პროფესიულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხების კვლევის კომპონენტი

150.0

2

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და გარემოს ჯანმრთელობის სფეროში აღებული ვალდებულებების განხორციელების ხელშეწყობის კომპონენტი

126.0

სულ:

276.0

.“.

6. №6 დანართის („ტუბერკულოზის მართვა“ – პროგრამული კოდი: 27 03 02 06) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 10 387.1 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

ამბულატორიული მომსახურება (მათ შორის, პენიტენციურ დაწესებულებებში ტუბსაწინააღმდეგო ამბულატორიული ღონისძიებების დაფინანსება − 13 200 ლარი თვეში)

3,983.9

2

ლაბორატორიული კონტროლი და ნახველისა და სხვა საკვლევი მასალის ლოჯისტიკა

1,335.2

3

სტაციონარული მომსახურება

4,531.2

4

პენიტენციური დაწესებულებებისათვის ტუბერკულოზის მართვისთვის მედიკამენტების, სხვა სახარჯი და დამხმარე მასალების შესყიდვა

0.0

5

ტუბერკულოზის პროგრამის რეგიონული მართვა და მონიტორინგი

37.8

6

ტუბერკულოზის სამკურნალო პირველი რიგის მედიკამენტების სრულად და მეორე რიგის მედიკამენტების სრული ღირებულების არაუმეტეს  80%-ის შესყიდვა

338.6

7

სენსიტიური და რეზისტენტული ფორმის ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტთა მკურნალობაზე დამყოლობის გაუმჯობესების მიზნით, რეზისტენტული ფორმის ტუბერკულოზით დაავადებულთა სრულად და სენსიტიური ფორმის ტუბერკულოზით დაავადებულთა არაუმეტეს 50%-ის ოდენობით ფულადი წახალისების დაფინანსება

160.4

 

სულ:

10,387.1

.“.

7. №7 დანართის („აივ-ინფექციის/შიდსის მართვა“ – პროგრამული კოდი: 27 03 02 07) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 15 279.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

აივ-ინფექციაზე/შიდსზე ნებაყოფლობითი კონსულტირება და ტესტირება

943.4

2

აივ-ინფექციით/შიდსით დაავადებულთა ამბულატორიული მომსახურებით უზრუნველყოფა

8,380.4

3

აივ-ინფექციით/შიდსით დაავადებულთა სტაციონარული მომსახურებით უზრუნველყოფა

2,569.6

4

აივ-ინფექციის/შიდსის სამკურნალო პირველი რიგის (სრულად) და მეორე რიგის (სრული ღირებულების არაუმეტეს 80%-ისა) მედიკამენტების შესყიდვა

1,670.0

5

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების (სიფილისი, ქლამიდია, გონორეა და ტრიქომონიაზი) დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მომსახურება აივ-ინფექციის/შიდსის მქონე პირებსა და აივ-ინფექციის/შიდსის მაღალი რისკის პირებში (ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლები, კომერციული სექსმუშაკი ქალები, მსმ და ტრანსგენდერი პირები)

500.0

6

აივ-ინფექციის/შიდსის პრევენცია ნარკოტიკების ინექციურ მომხმარებლებს (ნიმ) მსმ, ტრანსგენდერ პირებსა და კომერციულ სექსმუშაკ ქალებში

873.4

7

ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლებისთვის დაავადებათა პროფილაქტიკასა და დიაგნოსტიკასთან დაკავშირებული სამედიცინო/საგანმანათლებლო მომსახურების მიწოდება სამეგრელოს რეგიონსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში

342.2

 

სულ:

 15,279.0

.“.

8. №8 დანართის („დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა“ – პროგრამული კოდი: 27 03 02 08) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 8 747.7 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

ანტენატალური მეთვალყურეობა, მათ შორის:

7,399.4

1.1

სამედიცინო მომსახურება სიფილისზე ეჭვის შემთხვევაში

45.0

2

გენეტიკური პათოლოგიების ადრეული გამოვლენა

351.3

3

ორსულებში B და C ჰეპატიტების, აივ-ინფექციის/შიდსისა და სიფილისის განსაზღვრისათვის საჭირო ტესტებითა და სახარჯი მასალებით (B ჰეპატიტის საწინააღმდეგო იმუნოგლობულინით) უზრუნველყოფა

62.4

4

ახალშობილთა და ბავშვთა სკრინინგი ჰიპოთირეოზზე, ფენილკეტონურიაზე, ჰიპერფენილალანინემიაზე, მუკოვისციდოზზე, გალაქტოზემიაზე, ადრენოგენიტალურ სინდრომსა და ბიოტინიდაზას დეფიციტზე

702.3

5

ახალშობილთა სმენის სკრინინგული გამოკვლევა

40.6

6

ახალშობილთა სმენის პირველადი სკრინინგის მიდევნების ელექტრონული სისტემის უზრუნველყოფა

100.0

7

ფარმაცევტული პროდუქტებით უზრუნველყოფა, მათ შორის:

91.7

7.1

სამკურნალო საშუალებების ტრანსპორტირება, შენახვა და გაცემა (საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გაფორმების ხარჯები, მიღება, შენახვა, ტრანსპორტირება და ბენეფიციარებზე გაცემა სამედიცინო დაწესებულებების/აფთიაქების მეშვეობით)

81.0

სულ:

 

8,747.7

.“.

9. №9 დანართის („ნარკომანიით დაავადებულ პაციენტთა მკურნალობა“ – პროგრამული კოდი: 27 03 02 09) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 12 330.6 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

სტაციონარული დეტოქსიკაცია და პირველადი რეაბილიტაცია ოპიოიდების, სტიმულატორებისა და სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების დროს

2,610.7

2

ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელება და ჩამანაცვლებელი ფარმაცევტული პროდუქტის მიწოდების (ტრანსპორტირება, ბადრაგირება) უზრუნველყოფა ქ. თბილისსა და რეგიონებში, მათ შორის:

7,141.0

2.1

ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის უზრუნველყოფა

360.0

3

№2 და №8 პენიტენციურ დაწესებულებებში ჩამანაცვლებელი ფარმაცევტული პროდუქტით ხანმოკლე და ხანგრძლივი დეტოქსიკაციის უზრუნველყოფა, ასევე სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ დროებით საიზოლაციო/საკარანტინო სივრცეში (ქ. თბილისი, აბუსერიძე-ტბელის №11) ჩანაცვლებითი თერაპიის უზრუნველყოფა

300.0

4

ჩამანაცვლებელი ფარმაცევტული პროდუქტის შესყიდვა

1,922.6

5

ჩამანაცვლებელი ფარმაცევტული პროდუქტის ტრანსპორტირება, შენახვა და გაცემა

50.0

6

ალკოჰოლის მიღებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების სტაციონარული მომსახურება

306.3

7

პროგრამის ეფექტიანობის შეფასება

0.0

 

სულ:

12,330.6

.“.

10. №10 დანართის („ჯანმრთელობის ხელშეწყობა“ – პროგრამული კოდი: 27 03 02 10) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 7. პროგრამის ბიუჯეტი

 პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 1 403.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

თამბაქოს კონტროლის გაძლიერება

556.0

2

ფსიქოლოგიური დახმარება

45.0

3

ჯანმრთელობის ხელშეწყობის საკითხებისა და ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში არსებული სერვისების პოპულარიზაცია და გაძლიერება

802.0

4

პროგრამის მართვა და ადმინისტრირება

0.0

 

სულ:

1,403.0

.“.

11. №12 დანართის („ფსიქიკური ჯანმრთელობა“ – პროგრამული კოდი: 27 03 03 01) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 39 620.9 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

სათემო ამბულატორიული მომსახურება

9,101.8

2

ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია

134.0

3

ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობა

75.6

4

ფსიქიატრიული კრიზისული ინტერვენციის სამსახური მოზრდილთათვის

662.3

5

თემზე დაფუძნებული მობილური გუნდის მომსახურება

3,175.0

6

ფსიქიკური აშლილობის მქონე მოზრდილთა ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურება

23,597.3

7

ფსიქიკური აშლილობის მქონე ბავშვთა ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურება

1,054.1

8

ფსიქიკური დარღვევების მქონე შშმ პირთა თავშესაფრით უზრუნველყოფის კომპონენტი

1,736.8

9

ასერტული მკურნალობის კომპონენტის თანადაფინანსება

84.0

10

საცხოვრისების განვითარება

0.0

 

სულ:

39,620.9

.“.

12. №13 დანართის („დიაბეტის მართვა“ – პროგრამული კოდი: 27 03 03 02) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

 პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 22 728.8 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

 შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ბავშვთა მომსახურება

1,109.9

1.1

18 წლამდე ასაკის პირთა კომის გარეშე მიმდინარე შაქრიანი დიაბეტის სტაციონარული მომსახურება

487.0

2

სპეციალიზებული ამბულატორიული დახმარება

451.2

3

შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტთა საანალიზო ტექნიკური საშუალებებითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფა. მათ შორის:

20,413.7

3.1

სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემებითა და სენსორებით უზრუნველყოფა

7,200.0

4

უშაქრო დიაბეტით დაავადებულთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა

284.6

5

სპეციალურ სამკურნალო საშუალებათა ტრანსპორტირების, შენახვისა და გაცემის ხარჯები

415.0

6

CGM სისტემასთან თავსებადი ტელეფონით (სმარტფონით) უზრუნველყოფა (არაუმეტეს 400 ერთეული)

54.4

 

სულ:

22,728.8

.“.

13. №14 დანართის („ორგანოთა ტრანსპლანტაცია (ძვლის ტვინისა და ღვიძლის ტრანსპლანტაცია)“ – პროგრამული კოდი: 27 03 03 03) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 11 207.3 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის საჭიროების მქონე პაციენტებისთვის: მაღალდოზირებული ქიმიოთერაპია; ძვლის ტვინის (ღეროვანი უჯრედების) ტრანსპლანტაციის წინა კვლევები; ტრანსპლანტაცია (აუტოლოგიური ტრანსპლანტაცია, ალოგენური ტრანსპლანტაცია, ჰაპლიოიდენტური ტრანსპლანტაცია), მათ შორის, პოსტტრანსპლანტაციური პერიოდის მართვა

9,181.5

2

ღვიძლის ტრანსპლანტაცია

2,025.8

 

სულ

11,207.3

.“.

14. №15 დანართის („დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია“ – პროგრამული კოდი: 27 03 03 04) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 38 857.5 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

ჰემოდიალიზით უზრუნველყოფა

17,027.9

2

პერიტონეული დიალიზით უზრუნველყოფა

102.0

3

ჰემო და პერიტონეული დიალიზისათვის საჭირო სადიალიზე საშუალებების, მასალისა და მედიკამენტების შესყიდვა და მიწოდება

18,983.0

4

თირკმლის ტრანსპლანტაცია

940.0

5

ტრანსპლანტაციის საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირების უზრუნველყოფა

50.0

6

ორგანოგადანერგილთა იმუნოსუპრესული მედიკამენტებით უზრუნველყოფა

1,689.6

7

სამკურნალო საშუალებათა ტრანსპორტირება, შენახვა და გაცემა

65.0

 

სულ:

38,857.5

.“.

15. №16 დანართის („ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობა“ – პროგრამული კოდი: 27 03 03 05) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 6 690.5 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

ინკურაბელურ პაციენტთა ამბულატორიული პალიატიური მზრუნველობა

96.1

2

ინკურაბელურ პაციენტთა სტაციონარული პალიატიური მზრუნველობა და

სიმპტომური მკურნალობა

5,169.2

3

ინკურაბელურ პაციენტთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა, მათ შორის:

1,425.2

3.1

ინკურაბელურ პაციენტთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა

911.2

3.2

სპეციალურ სამკურნალო საშუალებათა ტრანსპორტირების, შენახვისა და გაცემის ხარჯები

514.0

 

სულ:

6,690.5

.“.

16. №17 დანართის („იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობა“ – პროგრამული კოდი: 27 03 03 06) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 42 756.1 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

იშვიათი დაავადებების მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვთა ამბულატორიული მომსახურება

83.4

2

იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ 18 წლამდე ასაკის ბავშვთა სტაციონარული მომსახურება

120.0

3

ჰემოფილიითა და სისხლის შედედების სხვა მემკვიდრული პათოლოგიებით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა სამედიცინო მომსახურება. მ.შ.:

313.0

3.1

ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურება (გარდა ენდოპროტეზირებისა)

313.0

3.2

ჰემოფილური ართროპათიით გამოწვეული დაზიანებული სახსრის ენდოპროტეზირება

0.0

4

იშვიათი დაავადებების მქონე პაციენტების სპეციფიკური მედიკამენტებით უზრუნველყოფა, მათ შორის:

42,239.7

4.1

სპეციალურ სამკურნალო საშუალებათა ტრანსპორტირების, შენახვისა და გაცემის ხარჯები

581.3

 

სულ:

42,756.1

.“.

17. №18 დანართის („პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა“ – პროგრამული კოდი: 27 03 03 07):

ა) №18.1 დანართის („პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“ – პროგრამული კოდი: 27 03 03 07 01) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 160 000.0 ათასი ლარით.“;

ბ) №18.2 დანართის („სპეცდაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებების მიერ შესაბამისი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების მიწოდება და სასწრაფო სამედიცინო დახმარება“ – პროგრამული კოდი:  27 03 03 07 02) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 15 661.2 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

სპეცდაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებების მიერ შესაბამისი ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების მიწოდება

10,590.9

2

შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ შეუფერხებელი ფუნქციონირების ხელშეწყობა/სპეცდაფინანსება

4,395.0

3

სასწრაფო სამედიცინო დახმარება (ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედი სასწრაფო სამედიცინო დახმარება)

675.3

 

სულ:

15,661.2

.“.

18. №19 დანართის („რეფერალური მომსახურება“ – პროგრამული კოდი: 27 03 03 08) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 69 997.1 ათასი ლარით, მათ შორის:

ა) სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, საგანგებო სიტუაციების, კონფლიქტურ რეგიონებში დაზარალებულ მოქალაქეთა და საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სხვა შემთხვევების დროს მოსახლეობის სამედიცინო დახმარების კომპონენტი – 68 000.0 ათასი ლარით;

ბ) ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სამედიცინო დაზღვევის კომპონენტი – 8.0 ათასი ლარით;

გ) ფილტვის ქრონიკული დაავადებების რეაბილიტაციის კომპონენტი – 1 843.2 ათასი ლარით;

დ) კოხლეარული იმპლანტის მქონე ბენეფიციარების რეაბილიტაციის კომპონენტი – 145.9 ათასი ლარით.“.

19. №20 დანართის („თავდაცვის ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა სამედიცინო შემოწმება“ – პროგრამული კოდი: 27 03 03 09) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 830.9 ათასი ლარით, მათ შორის:

ა) წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევ პირთა ამბულატორიული შემოწმების კომპონენტი – 572.6 ათასი ლარით;

 ბ) წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევ პირთა დამატებითი გამოკვლევების კომპონენტი – 258.3 ათასი ლარით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე