ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში მდებარე გეოგრაფიული ობიექტისთვის (ქუჩა, ჩიხი) რაიმონდ (გურამ) გოგოლაძის სახელწოდების მინიჭების შესახებ

ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში მდებარე გეოგრაფიული ობიექტისთვის (ქუჩა, ჩიხი) რაიმონდ (გურამ) გოგოლაძის სახელწოდების მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი გ-17. 17243593
დოკუმენტის მიმღები ბორჯომის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/12/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/12/2024
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.139.016025
გ-17. 17243593
24/12/2024
ვებგვერდი, 27/12/2024
000000000.00.139.016025
ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში მდებარე გეოგრაფიული ობიექტისთვის (ქუჩა, ჩიხი) რაიმონდ (გურამ) გოგოლაძის სახელწოდების მინიჭების შესახებ
ბორჯომის მუნიციპალიტეტი

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №გ-17.17243593

2024 წლის 24 დეკემბერი

ქ. ბორჯომი

ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში მდებარე გეოგრაფიული ობიექტისთვის  (ქუჩა, ჩიხი) რაიმონდ (გურამ) გოგოლაძის სახელწოდების მინიჭების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის მე-9 პუნქტის, მე-7 მუხლისა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის  სამინისტროს გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვის და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა  სამთავრობო კომისიის 2024 წლის 25 ნოემბრის №44 ოქმის ამონაწერის საფუძველზე,

1. ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში მდებარე გეოგრაფიულ ობიექტს ეწოდოს რაიმონდ (გურამ) გოგოლაძის სახელობის ქუჩა დანართი №1-ის შესაბამისად და რაიმონდ (გურამ) გოგოლაძის I ჩიხი, დანართი №2-ის შესაბამისად (დანართები თან ერთვის).

2. განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

3. განკარგულება მიღებიდან 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.

4. განკარგულება რეაგირებისათვის გაეგზავნოს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიას.

5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული პირის მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში, ახალციხის რაიონულ სასამართლოში (ქ. ახალციხე, მებაღიშვილის ქუჩა №60).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                        დავით ზაალიშვილი