დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს – საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის თანამდებობისათვის წაყენებული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 211 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 21/03/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 42, 30/03/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210.320.040.22.022.008.300 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.040.22.022.008.300
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის ბრძანება №211
2006 წლის 21 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს – საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის თანამდებობისათვის წაყენებული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის, მეორე პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის და 21-ე მუხლის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართვლოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი, მე-2, მე-4 პუნქტების და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს – საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის თანამდებობისათვის წაყენებული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების ცოდნა;
გ) ნორმატიული აქტების ცოდნა;
გ.ა) საქართველოს კონსტიტუცია;
გ.ბ) საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“;
გ.გ) საქართველოს ,,ზოგადი ადმინისტრაციული“ კოდექსი;
გ.დ) საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“;
გ.ე) საქართველოს შრომის კანონთა კოდექსი;
გ.ვ) საქართველოს კანონი ,,ზოგადი განათლების შესახებ“;
გ.ზ) საქართველოს კანონი ,,განათლების შესახებ“;
გ.თ) საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულება“;
გ.ი) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვარის №31 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურსცენტრების ტიპური დებულება“.
დ) პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
ე) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;
ვ) ანალიტიკური აზროვნება;
ზ) უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
თ) უცხო ენის/ენების ცოდნა (სასურველია).
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ლომაია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები