მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების, ბავშვების, ქალების, ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირთა მხარდაჭერის პროგრამის გახორციელების წესის დამტკიცების შესახებ

მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების, ბავშვების, ქალების, ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირთა მხარდაჭერის პროგრამის გახორციელების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 20
დოკუმენტის მიმღები მესტიის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/12/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/12/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.103.016447
20
26/12/2024
ვებგვერდი, 28/12/2024
010250050.35.103.016447
მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების, ბავშვების, ქალების, ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირთა მხარდაჭერის პროგრამის გახორციელების წესის დამტკიცების შესახებ
მესტიის მუნიციპალიტეტი
 

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №20

2024 წლის 26 დეკემბერი

დაბა მესტია

 

მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების, ბავშვების, ქალების, ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირთა მხარდაჭერის პროგრამის გახორციელების წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4  პუნქტების, საქართველოს ორგანული  კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს  ორგანული კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული, მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული  მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  რეგისტრირებული კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების, ბავშვების, ქალების, ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირთა მხარდაჭერის პროგრამის გახორციელების წესი.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული  მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  რეგისტრირებული კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების, ბავშვების,ქალების, ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირთა მხარდაჭერის პროგრამის გახორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023  წლის 29 დეკემბრის     № 31 დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემაიზერ ჯაფარიძე



დანართი №1
მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული  მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  რეგისტრირებული კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების, ბავშვების, ქალების , ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირთა მხარდაჭერის პროგრამის გახორციელების წესი

ეს წესი განსაზღვრავს მესტიის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მუდმივად მცხოვრები კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების/ბავშვების, მათ შორის შშმ ბავშვების, ქალების, ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირების მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან (შემდგომში – მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი) ერთჯერადი სოციალური დახმარების გაცემის პირობებს, პროცედურებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს.

მუხლი 1.  მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  რეგისტრირებული კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების, ბავშვების, ქალების, ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირთა მხარდაჭერის პროგრამა მოიცავ შემდგომ ქვეპროგრამებს:

  1. ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის ქვეპროგრამა.

  2. სიღატაკეში ან/და კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების ქვეპროგრამა.

  3.  ძალადობის მხვერლის სტატუსის მქონე პირების დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა.

მუხლი 2. პროგრამების მიზანი

1. აქტიური სოციალური პოლიტიკის გატარება.

2. კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების  დახმარების სისტემის სრულყოფა.

3. სოციალური დახმარების პრიორიტეტების გამოკვეთა.

4. მოქალაქეთა განათლების,ჯანმრთელობის მდგომარეობის რეაბილიტაციისა და  გაუმჯობესებისათვის ხელშეწყობა.

5. კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახებისთვის /ბავშვებისთვის  მატერიალური /საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება , დახმარების გაწევა, მონაცემთა ბაზის წარმოება.

6. ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირთა   დაცვა , სამართლებრივი დახმარება, ფსიქოლოგიური და სოციალური დახმარება/რეაბილიტაცია და მათი ფიზიკური და ფსიქოემოციური გაჯანსაღებისთვის ზრუნვა , მსხვერპლთა დროებითი საცხოვრისით (თავშესაფრით) უზრუნველყოფა, მათი ჯანმრთელობის დაცვა, პროფესიული მომზადების/გადამზადების ან/და დასაქმების ხელშეწყობა ან/და სხვა დახმარება, რომელიც მსხვერპლის საჭიროებებზეა მორგებული.

 მუხლი 3. რესურსების წყარო

მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის 2025  წლის  ადგილობრივი ბიუჯეტი.

 მუხლი 4. პროგრამების ხანგრძლივობა

2025  წლის 1 იანვრიდან   2025  წლის 31 დეკემბრამდე.

მუხლი 5. პროგრამით მოსარგებლე პირთა შერჩევის წესი.

მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დაცვის სამასახურის სოციალური, ჯანმრთელობის, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის მიერ გამოვლენილი კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახები,ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირები.

მუხლი 6.   სოციალური დახმარების მიმღებთა კატეგორიები და მათზე გასაცემი ფულადი დახმარების ოდენობები

  1. კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების  ერთჯერადი მატერიალური  (ფულადი) დახმარების ოდენობა შეადგენს:

  • კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი  ოჯახებისთვის    სასკოლო ასაკის მქონე ბავშვებზე მათ შორის შშმ ბავშვებზე, საკანცელარო ნივთების შესაძენად ერთჯერადი დახმარების გაწევას  თითოეულ ბავშვზე 100 (ასი) ლარის ოდენობით.

  • კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი  ოჯახებისთვის   ექვს  წლამდე ასაკის მქონე ბავშვების მათ შორის შშმ ბავშვების  ხელოვნური (სპეციალური) კვების პროდუქტების და ჰიგიენური საშუალებების დაფინანსება  თითოეულ ბავშვზე ერთჯერადად  100 (ასი) ლარის ოდენობით.

  1. სიღატაკეში ან/და კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახები-ერთ ოჯახზე მისაწოდებელი ავეჯის/ტექნიკის/საქონლის/სარემონტო მასალის და სხვა  საშუალებების შესაძენად  (ფულადი) დახმარების ოდენობა შეადგენს   არაუმეტეს 1 000 (ათასი) ლარს.

  2. ძალადობის მსხვერპლი პირებისთვის/ქალებისთვის/ბავშვებისთვის ქვეპროგრამის ფარგლებში დახმარება გულისხმობს: სადღეღამისო საცხოვრისის დაქირავებას; ჰიგიენური საშუალებებით უზრუნველყოფას; დღის განმავლობაში სამჯერადი კვებით უზრუნველყოფა; ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციის ხელშეწყობა; სამართლებრივი დახმარების გაწევა (ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსთან დაკავშირებულ საკითხებზე); პროფესიული მომზადების/გადამზადების ან/და დასაქმების ხელშეწყობა ან/და კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, სხვა   დახმარება რომელიც მსხვერპლის საჭიროებებზეა მორგებული.

მუხლი 7 . ერთჯერადი სოციალური დახმარების გაცემის ორგანიზებაზე პასუხისმგებლობა.

1. პროგრამებით გათვალისწინებული ერთჯერადი სოციალური დახმარების გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დაცვის სამასახურის სოციალური , ჯანმრთელობის , ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის  განყოფილება.

2. ბენეფიციართა გამოვლენის , ბაზების შექმნასა და ბავშვთა/ბავშვების/ოჯახის შეფასების  და ქვეპროგრამებით გათვალისწინებული დახმარების გაცემის საკითხზე დასკვნის მომზადებაზე პასუხისმგებელია  მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დაცვის სამასახურის სოციალური, ჯანმრთელობის, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის  განყოფილების ბავშვისა და ოჯახის  სოციალური  მუშაკი.

3. მერიის  სოციალური დაცვის სამსახურის(შემდგომში – სამსახური) სოციალური , ჯანმრთელობის , ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის  განყოფილება  პასუხისმგებელია სოციალური დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) სიების ელექტრონულ (კომპიუტერულ) დამუშავებასა და მონაცემთა ბაზის შექმნაზე.

მუხლი 8.  გადაწყვეტილების მიღება

 კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების დახმარების გაცემის საბჭო და  მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დაცვის სამასახურის სოციალური , ჯანმრთელობის, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის  განყოფილებისა  და  ბავშვისა და ოჯახის  სოციალური  მუშაკის მიერ საკითხის გადაწყვეტა /ბაზის შექმნა ხდება ობიექტურად, ინდივიდუალურად ყოველი კონკრეტული შემთხვევის შესწავლის საფუძველზე, ხელმძღვანელ პირებთან შეთანხმებით.

  • ყოველ გადაწყვეტილებას საფუძვლად ედება სოციალური მუშაკის დასკვნა/რეკომენდაცია, საბჭოს ოქმი, განაცხადი ,  ხარჯთაღრიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი, საკითხის მომზადებაზე პასუხიმგებელი პირის მოხსენებითი ბარათი, ქვეპროგრამის ფარგლებში ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნობრიობის შესრულების დასადასტურებელი დოკუმენტი  და  სხვა კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებული დოკუმენტაცია . 

  •  სოციალური მუშაკის/მუშაკების დასკვნა/რეკომენდაცია, საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ოქმი, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად  იკრიბება ცალკე საქაღალდეში რიგითობის მიხედვით.

  • დოკუმენტაციის სათანადო წესით შენახვასა და დაცვაზე პასუხისმგებელია სოციალური დაცვის სამსახურის სოციალური , ჯანმრთელობის , ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის  განყოფილების, ბავშვისა და ოჯახის  სოციალური  მუშაკი/მუშაკები.

მუხლი 10. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება

1. სოციალური დაცვის სამსახურის, სოციალური , ჯანმრთელობის , ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის  განყოფილების ბავშვისა და ოჯახის  სოციალური  მუშაკი/მუშაკები ინდივიდუალურად  შეისწავლიან მესტიის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და მუდმივად მცხოვრები ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირთა   მდგომარეობას და გამომწვევ მიზეზებს, საჭიროებებს,  კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების  სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, სოციალური მუშაკების მიერ დადებული დასკვნის  საფუძველზე  კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების დახმარების გაცემის საბჭო განიხილავს საკითს დახმარების მიღების თაობაზე,რის შესახებაც დგება ოქმი.

2. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხდება ხელმძღვანელ პირებთან შეთანხმებით, მერის  ბრძანებით,  საკითხზე პასუხისმგებელი პირის   მოხსენებითი წერილი საფუძველზე.

3. საქმიანობაზე კონტროლს ახორციელებს მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისია.

მუხლი 11. ერთჯერადი სოციალური დახმარების გაცემა

  1. სოციალური  დახმარება ყველა კატეგორიის ბენეფიციარისთვის  არის ერთჯერადი.

2. დახმარების პროგრამით განსაზღვრული დაფინანსება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით. წარმოდგენილი ინვოისის/ სატენდერო ხელშეკრულების ფარგლებში ხარჯთაღვრიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტის, ქვეპროგრამის ფარგლებში დადებული ხელშეკრულების  მიხედვით  მითითებული დაწესებულებების /ბენეფიციართა პირად  ანგარიშზე.

3. წარმოდგენილი ინფორმაციის სიზუსტეზე პასუხს აგებს სოციალური დაცვის სამსახურის სოციალური, ჯანმრთელობის , ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის  განყოფილების ბავშვისა და ოჯახის  სოციალური  მუშაკი/მუშაკები.

4. ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა ხორციელდება მესტიის მუნიციპალიტეტის მერის  ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით -ბრძანებით.

5. მოხსენებით ბარათს თან დაერთვება  მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დაცვის სამსახურის  სოციალური, ჯანმრთელობის, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის/მუშაკების მიერ გამოვლენილი  კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების  შეფასების საფუძველზე შედგენილი დასკვნა ნუსხა/ჩამონათვალი, განაცხადი , კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების დახმარების გაცემის საბჭოს მიერ შედგენილი ოქმი და სხვა კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებული დოკუმენტაცია.

მუხლი 12. მოსალოდნელი შედეგები

პროგრამით მონაწილე მიზნობრივი ჯგუფის ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობა, ძალადობის მხვერპლთა თავშესაფრით უზრუნველყოფა, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემსუფუქება , დემოგრაფიული მდგომარეობის ხელშეწყობა/გაუმჯობესება , მათი წახალისება, მატერიალური და მორალური მხარდაჭერა.