დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,რეგიონული მართვის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის №19 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 100 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 12/04/2008 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 56, 14/04/2008 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).00.000000 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №100
2008 წლის 12 აპრილი
ქ. თბილისი
,,რეგიონული მართვის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის №19 დადგენილებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე
1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ,,რეგიონული მართვის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის №19 დადგენილებაში, დადგენილებით დამტკიცებულ დებულებასა და საშტატო ნუსხაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დადგენილების პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
,,ბ) რეგიონული მართვის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის რიცხოვნობა განისაზღვროს 38 ერთეულით;“;
ბ) დებულების მე-2 მუხლს დაემატოს ,,პ1“ პუნქტი:
,,პ1) ამუშავებს წინადადებებს საქართველოს მთავრობის მიერ ნაკისრ სოციალურ ვალდებულებათა განხორციელების ხელშეწყობის მიზნით;“;
გ) დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. აპარატის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) მინისტრის აპარატი;
ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური;
გ) მობილიზაციისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის კოორდინირების სამსახური;
დ) რეგიონული პროექტების კოორდინაციის სამსახური;
ე) სოციალურ საკითხთა სამსახური.“;
დ) რეგიონული მართვის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„რეგიონული მართვის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხა
|
| თანამდებობა | რაოდენობა |
|
| საქართველოს სახელმწიფო მინისტრი | 1 |
|
| საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე
|
1 |
| I | მინისტრის აპარატი
|
|
|
| აპარატის უფროსი | 1 |
|
| მინისტრის მრჩეველი | 6 |
|
| მთავარი სპეციალისტი | 1 |
|
| სპეციალისტი | 2 |
|
| მინისტრის თანაშემწე | 2 |
|
| მინისტრის პირველი მოადგილის თანაშემწე
| 1 |
| II | ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური
|
|
|
| უფროსი | 1 |
|
| მთავარი სპეციალისტი
| 8 |
| III | მობილიზაციისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის კოორდინირების სამსახური
|
|
|
| უფროსი | 1 |
|
| მთავარი სპეციალისტი
| 4 |
| IV | რეგიონული პროექტების კოორდინაციის სამსახური
|
|
|
| უფროსი | 1 |
|
| მთავარი სპეციალისტი
| 3 |
| V | სოციალურ საკითხთა სამსახური
|
|
|
| უფროსი | 1 |
|
| მთავარი სპეციალისტი
| 4 |
|
| სულ:
| 38“. |
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) უზრუნველყოს საჭირო სახსრების გამოყოფა რეგიონული მართვის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობის დაფინანსებისათვის.
3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები