დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„დასაქმების ხელშეწყობის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 27 თებერვლის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 443 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 26/12/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/12/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020010.10.003.024838 |
|
„დასაქმების ხელშეწყობის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 27 თებერვლის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „დასაქმების ხელშეწყობის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 27 თებერვლის №46 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/02/2024, 190020010.10.003.024438) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული:
1. №1 დანართის („დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების ქვეპროგრამა“) მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 968.7 ათასი ლარით.“. 2. №2 დანართის („სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების ქვეპროგრამა“) მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 3 922.2 ათასი ლარით. ქვეპროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების (მათ შორის, ქვეპროგრამის ადმინისტრირების ხარჯების) დაფინანსება ხორციელდება „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით „შრომისა და დასაქმების სისტემის რეფორმების პროგრამის“ (პროგრამული კოდი: 27 05) „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების“ (პროგრამული კოდი: 27 05 03) ქვეპროგრამისათვის გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში.“. 3. №3 დანართის („საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამა“) მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 104 359.0 ათასი ლარით. ქვეპროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების (მათ შორის, ქვეპროგრამის ადმინისტრირების ხარჯები) დაფინანსება ხორციელდება „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით „შრომისა და დასაქმების სისტემის რეფორმების პროგრამის“ (პროგრამული კოდი: 27 05) „საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამისათვის (პროგრამული კოდი: 27 05 04) გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში.“. 4. №4 დანართის („არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ქვეპროგრამა“) მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქვეპროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 127.4 ათასი ლარით. ქვეპროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების (მათ შორის, პროგრამის ადმინისტრირების ხარჯების) დაფინანსება ხორციელდება „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით „შრომისა და დასაქმების სისტემის რეფორმების პროგრამის“ (პროგრამული კოდი: 27 05) „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ქვეპროგრამისათვის“ (პროგრამული კოდი: 27 05 05) გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები